თამარ შუკვანი
17.11.2018

 „კონკრეტულად ვინ იყო წინააღმდეგი არ ვიცი. აზრთა სხვადასხვაობა გახლდათ, თუმცა კონკრეტულად, სახელებსა და გვარებს ვერ დავასახელებ და არც ვიცი. მთავარია, რომ მე არ ვყოფილვარ მათ რიცხვში, არ ვეწინააღმდეგებოდი," - საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი შოთა ხაბარელი „რეზონანსთან" საუბრისას.

ეკატერინე ბასილაია
16.11.2018

 ჰააგაში მიმდინარე სასამართლოსა და ქართველი სამხედროების შესაძლო დაპატიმრებაზე დიდი დაპირისპირება-ბრალდებები ბოლო დღეებია არ წყდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

მარი ჩიტაია
16.11.2018

 ბიუჯეტი სოციალური პროექტებით გადაიტვირთა. 13-მილიარდიანი ბიუჯეტიდან ლამის ნახევარი სოციალური პროექტებისთვის დაიხარჯება, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის შეიძლება ზიანის მომტანის აღმოჩნდეს. ასეთი მიდგომით ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შენელდება და ვერც სოციალური პრობლემა მოგვარდება.

ეკატერინე ბასილაია
16.11.2018

 "თუ ქართველმა სამხედროებმა რამე ჩაიდინეს, ამ მიმართულებით ჰააგაში რა გინდა?! იმიტომ რომ, ჩვენს ხელისუფლებას აქვს სურვილი, სააკაშვილი დაადანაშაულოს, შეიძლება ქვეყანა დააყენო რისკის ქვეშ?! ზუსტად იგივე სურვილი აქვს რუსეთის ხელისუფლებასაც. რუსეთი აცხადებს, რომ ჩემს სამშვიდობოებს დაესხა თავს საქართველო, ამიტომ დაიწყო ომი და მთელი ეს ამბავი. სწორედ ამ ნაწილშია ძაღლის თავი დამარხული, რასაც სამწუხაროდჩვენი ხელისუფლება ერთი-ერთში იმეორებს რუსეთის ნარატივს და ერთი-ერთში უნდათ, რომ სააკაშვილის გასამართლებამდე მივიდეს საქმე. ეს კი შეგნებული საზოგადოებისთვის მიუღებელია და მინდა გითხრათ, რომ არც გამოუვათ,"- აცხადებს ა/ო "ემპათიის" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი.

ია აბულაშვილი
16.11.2018

 "არსებულ "260 პოლიტიკურ პარტიას" შეიძლება კიდევ ერთი პარტია დაემატოს, მაგრამ ეს პარტია ვერ იქნება, რადგან საქართველოში პოლიტიკური პარტიების შექმნის პროცესიც კი არ დაწყებულა" - ასე ეხმაურება პეტრე მამრაძე მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის ინიციატივას.

ტატა შოშიაშვილი
16.11.2018

 "რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ ისაუბრა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება საქართველოს რუსული გავლენის ქვეშ მოქცევის ტოლფასი იქნება. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში მოქმედი ქართული ლეგიონის რამდენიმე ჯარისკაცის გამოსვლა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივითაა დადგმული

თამარ შუკვანი
16.11.2018

 „ორი კვირა კი არა, სამი დღე რომ იყოს დარჩენილი, ადამიანი, რომელსაც აქვს ავტორიტეტი და შეუძლია თუნდაც 200 კაცის მობილიზება, არჩევნების პროცესისთვის ესეც თავისთავად, სასარგებლო იქნება," - „თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის ირაკლი ჩიქოვანის „ქართულ ოცნებაში" დაბრუნების ფაქტს, „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე აფასებს.

ია აბულაშვილი
16.11.2018

 "პარტიის შექმნას არ ვაპირებ, მხოლოდ მოსაზრება გამოვთქვი მესამე ძალის შექმნასთან დაკავშირებით. ეს ვთქვი და იმდენმა ადამიანმა დაიწყო პარტიის შექმნა, რომ დისტანცირება გადავწყვიტე" - ასე ეხმაურება კობა დავითაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იგი ახალ პარტიას ქმნის.

თამარ შუკვანი
16.11.2018

 „ჩვენ „ქართულ ოცნებას" მივავიწყდით და ახლა გავახსენდით, - ძველი გვარდიის საჭიროება ყოველთვის იყო და არ ვითხოვდით რაღაც თანამდებობებს. უბრალოდ, გვსურდა ჩვენი გამოსვლები და გვერდში დგომა გამოეყენებინათ. არც გულმოსულები და არც გაბრაზებულები არ ვართ, - გულნატკნები ვართ, რომ აქამდე მივიდა საქმე," - აცხადებს მმართველ გუნდზე „გულნატკენი" ყოფილი დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე „რეზონანსთან" საუბრისას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×