გვანცა წულაია
15.11.2018

 თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამივე პირის მდგომარეობა რთულია, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

ია აბულაშვილი
15.11.2018

 "თუ სამხედრო პირებს უნდათ გამოხატონ თავისი სიმპატია ამა თუ იმ პარტიის მიმართ, მაშინ უნდა გაიხადონ მუნდირები, ჩაიცვან სამოქალაქო ტანსაცმელი და ისე გააკეთონ განცხადებები" - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ყოფილი სამხედროების მიმართვას.

თამარ შუკვანი
15.11.2018

 "რუსეთის მხრიდან საქართველოს მცოცავი ოკუპაცია გრძელდება - რუსეთის ქმედებაზე საქართველოს შესაბამისი რეაქცია აუცილებელია, რუსები აგრესიული ნაბიჯებით თბილისი-გორის მაგისტრალს უახლოვდებიან.

ეკატერინე ბასილაია
15.11.2018

 ოპოზიციის დიდი პროტესტის მიუხედავად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს გაიმართება და ეს დღეს საქართველოში უქმე დღედ გამოცხადდა.

ია აბულაშვილი
15.11.2018

 მე ყველა პარტია მეზიზღება, რომლებიც არსებობს და აღარაფრის იმედი აღარ მაქვს, მაგრამ თუ ვინმე რამე კარგს გააკეთებს და საქართველოს ბედნიერ გზაზე დააყენებს, ღმერთმა ხელი მოუმართოთ", - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე თაკო ჩარკვიანის გადაწყვეტილებას ახალი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით.

თამარ მუკბანიანი
15.11.2018

 მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ბოლო 3 კვირაა, იკლებს, რაც ქართველ მომხმარებელზე, ფაქტობრივად, არ ასახულა. საეთაშორისო ბირჟებზე 1 ბარელი ნავთობი 20 დოლარით, ანუ 23%-ით გაიაფდა. განსაკუთრებით ვარდნაა ბოლო 2 დღის განმავლობაში. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ პირობებში ბენზინის ღირებულება 30-40, ხოლო დიზელის 20 თეთრით უნდა შემცირდეს.

ეკატერინე ბასილაია
15.11.2018

 საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ახალი კვლევა გამოქვეყნდა, სადაც ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს, თუმცა - მცირე სხვაობით, 4%-ით უსწრებს სალომე ზურაბიშვილს და ამ კვლევას, როგორც მოსალოდნელი იყო, "ოცნებაში" მოჰყვა ტრადიციული შეფასებები, რომ მონაცემებს არ ენდობიან, რომ "ედისონ რისერჩის" ბოლო კვლევები აცდენილი იყო არჩევნების შედეგს და ახლაც სრულიად სხვა შედეგი დაიდება.

თამარ შუკვანი
15.11.2018

 ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირებისათვის სესხის გაცემა მეორედ გადაავადა და ძალაში 1-ლი იანვრიდან შევა. ინფორმაცია მხოლოდ გუშინ, საღამოს 6 საათის შედეგ გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, გადაწყვეტილების გამოცხადების გაჭიანურება იმ საბანკო სექტორთან მწვავე მოლაპარაკებებს უკავშირდება, რომლებიც გადავადებას კატეგორიულად ითხოვდნენ.

თეო გუდავაძე
15.11.2018

 ექიმებთან ვიზიტი გაძვირებულია, კონსულტაციის ფასმა თითქმის ას ლარს მიაღწია. პაციენტები, ხარჯების თავიდან ასარიდებლად, თვითმკურნალობას მიმართავენ და მედიკამენტებს თავიანთი გადაწყვეტილებით იღებენ. სამწუხაროდ, საქართველოში მცხოვრებთა უმეტესობა დღეს ასე იქცევა, რადგან ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა არ იძლევა დიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობის საშუალებას.

მარი ჩიტაია
15.11.2018

 ლარის დევალვაციამ სამშენებლო სექტორში დიდი პრობლემა შექმნა. მშენებლების ინფორმაციით, მასალების გაძვირება თვითღირებულების ხარჯს ზრდის, რის გამოც ფასი მატულობს. ცხადია, გარკვეული გავლენა ამ მხრივ რეგულაციებმაც მოახდინა, თუმცა ყველაზე მეტად ბაზარი სავალუტო კრიზისის გამო დაზარალდა. კომპანიები იძულებული არიან, ბინები გააძვირონ. პარალელურად, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მცირდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×