ნინი შონია
13.11.2018

 „ევროპული საქართველოს" წევრი, პარლამენტარი აკაკი ბობოხიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოდან" პარტიის წევრების გახშირებული წასვლის რეალური მიზეზი მათზე მმართველი პარტიიდან განხორციელებული ზეწოლაა და არა „ნაციონალურ მოძღაობასთან" „ევროპული საქართველოს" ალიანსი.

 

თამარ შუკვანი
13.11.2018

 ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონისა და მსოფლიო რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის არმისვლა „რუსთავი 2"-ის სპორტულ გადაცემაში არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ მის კრიტიკას არ უკავშირდება. ასმის შესახებ „რეზონანსს" ტალახაძის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.

ია აბულაშვილი
13.11.2018

 ლიეტუვას სეიმში დეტალური და დროში გაწერილი გეგმა მომზადდა, რომელიც 2027 წლამდე საქართველოსა და უკრაინის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ოფიციალური სტატუსის მიღებას ითვალისწინებს.

ამ ინიციატივის სახელწოდებაა „უკრაინა-2027" და მისი განხილვა ამჟამად ვილნიუსში მიმდინარე ლიეტუვას, პოლონეთისა და უკრაინის საპრალამენტო ასამბლეაზე მიმდინარეობს.

თამარ შუკვანი
13.11.2018

 „ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყველანაირი ძალადობის. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ლეგიონის" წევრები არავის დამუქრებიან. ჩვენ, სამხედროებს ღირსება გვაქვს და არ მგონია, რომ ეს საერთოდ მართალი იყოს. თუ მართალია, გამოძიება უნდა დაიწყონ. უბრალოდ, უკრაინაში მყოფი მებრძოლები არ უნდა გახდნენ პოლიტიკური ბატალიების მსხვერპლნი", - აცხადებს უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

ეკატერინე ბასილაია
13.11.2018

 უნდა მოხდეს თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება, რომელიც დაადგენს და ამხელს, ვინ თანამშრომლობდა საბჭოთადროინდელ უშიშროების სამსახურებთან, ვინ იყო კა-გე-ბეს ქართველი აგენტი. "ქართული ოცნების" წევრი ლევან კობერიძე თანაგუნდელებს მოუწოდებს, გვერდით დაუდგნენ ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტის ინიცირებას და მისი მიღება სასწრაფოდ მოხდეს.

მარი ჩიტაია
13.11.2018

 ბიუჯეტს მთავრობა ლარის გაუფასურების ხარჯზე ავსებს. მართალია, ამ ეტაპზე ეროვნული ვალუტის ვითომ გამყარების პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ საკმაოდ მძიმეა 2019 წლის პერსპექტივა, როდესაც ბიუჯეტი 2,70-ზეა დაგეგმილი. რეალურად, ბიუჯეტი ივსება ეროვნული ვალუტის დევალვაციის, ინფლაციისა და საბოლოოდ კი საქართველოს მოსახლეობის გაჭირვების ხარჯზე. ამ დროს ქვეყნის ეკონომიკური გუნდი თავს იწონებს, რომ ბიუჯეტში პრობლემა არ არის, როცა ხალხის მთელი ფული გაძვირებულ პროდუქტებში იფლანგება და ცხოვრების დონე მხოლოდ და მხოლოდ უარესდება.

თამარ მუკბანიანი
13.11.2018

 ჩაშლილი და შეუსრულებელი ტენდერების რაოდენობა 30-39%-ს აღწევს. ციფრები შემაშფოთებელია, მიზეზები კი - გაურკვეველი. დაბნეულნი არიან საერთაშორისო სავალუტო ფონდში. ის, რაც გაურკვეველია უცხოური ორგანიზაციისთვის, იციან ქართველმა ანალიტიკოსებმა. ჩაგდებული ტენდერების პრობლემა რამდენიმეა: შერჩევის არაკეთილსინდისიერი წესი, ნეპოტიზმი და ვადის დარღვევის შემთხვევაში დაბალი სანქციები.

მარი ჩიტაია
13.11.2018

 აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხი კვლავ გაურკვეველია. ოკუპირებულ რეგიონს მიაქვს იაფი დენის ლამის მთელი მარაგი და დანარჩენი საქართველო მოიხმარს ძვირ ელექტროენერგიას, რისი წილიც მომდევნო წლებში მუდმივად გაიზრდება. სეპარატისტებს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული დენიც არ ჰყოფნით. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, საქართველოს მთავრობა აფხაზეთის დენით მომარაგებას სხვა ელექტროსადგურებიდან გააგრძელებს, რაც სრული აბსურდი და უაზრობაა.

მარი ლიკოკელი
13.11.2018

 ტრანსნაციონალური კომპანიები ადგილობრივ ბაზარზე თამბაქოს მწარმოებლებს დემპინგური ფასებით პრობლემებს უქმნიან და ბაზრიდან მათ გაძევებას ცდილობენ. სპეციალურად შემუშავებული სქემით მუშაობენ ისინი სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც.

თამარ მუკბანიანი
13.11.2018

 მოსალოდნელ საბანკო რეგულაციას ხალხში პანიკა მოჰყვა და სესხზე მოთხოვნა ელვისებურად გაიზარდა. ადამიანებს სჭირდებათ თუ არა კრედიტი, მაინც ითხოვენ იმის შიშით, რომ შესაძლოა, 15 ნოემბრის შემდეგ ვეღარ აიღონ. სპეციალისტების აზრით, ფინანსური რესურსის ამ დოზით შეზღუდვა აუცილებლად უარყოფით რეაქციას გამოიწვევს.

მარი ჩიტაია
13.11.2018

 ქართულ ბაზარზე რუსული საწვავი დომინანტია. მეზობელმა ქვეყანამ წელს, ფაქტობრივად, ჩაანაცვლა რუმინეთი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი იყო.

ეკატერინე ბასილაია
12.11.2018

 „ჩეკისტებითაა გატენილი „ოცნება", თავის რიგებში ჰყავს უამრავი. ან, ბიძინა ივანიშვილი თავის ბიზნესში ვის ეყრდნობოდა, რუსეთის უშიშროებასთან არ თანამშრომლობდა?!. ჩვენთან რომ გაჟონოს (სუკ-ის ყოფილი აგენტების) სიამ, ვინც აღმოჩნდება, ყველა იტყვის, რომ ტყუილია და აბა, საქმე მაჩვენეთო, საქმე კი რუსეთშია გატანილი... ზვიად გამსახურდიამაც გამოაქვეყნა 4 ადამიანზე ე.წ. გადაბირების, „ვერბოვკის" ფურცლები, სადაც მათ ენიჭებათ თიკუნები და წერია, რომ გადაიბირეს, მათ შორის ერთი ძალიან დიდი კაცია, ოთხივე ძალიან ცნობილია. მათ ვინაობას ვერ ვიტყვი. თუ მიიღებენ კანონს, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს ყალბი ლაპარაკია,"- ლუსტრაციის კანონის შესახებ საუბრობს „რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×