| | |
ელზა პაპოშვილი 14.11.2018
ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ქვეყანაში კვლავ შესაძლო რევოლუციურ სცენარზე საუბრობს და ამაში ოპოზიციას ადანაშაულებს. მმართველი გუნდი დესტაბილიზაციის ნიშნების პირველ ხილულ მტკიცებულებად "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის რუს პოლიტტექნოლოგ ვიტალი შკლიაროვის განცხადებას ასახელებს, სადაც ის საქართველოში ახალი რევოლუციის შესაძლებლობაზე საუბრობს.
|
თამარ შუკვანი 14.11.2018
"ხელისუფლებას რატომ უნდა შეეშინდეს ამ ულტიმატუმის და რატომ უნდა გადადგას ახალი ნაბიჯები, გაუგებარია. ეს არის მეტ-ნაკლებად პასიური ულტიმატუმი, რომელიც გვპირდება, რომ კარვები და შესაძლოა, რამდენიმე ათეული ადამიანი, პარლამენტის წინ იდგენენ", - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" საუბრისას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, მიმდინარე აქციას.
|
თამარ მუკბანიანი 14.11.2018
სესხების შეზღუდვასთან დაკავშირებით ნამდვილი ომია გამართული. ბანკებსა და სებ-ს შორის დიდი დაპირისპირებაა. სავარაუდოდ, 15 ნოემბრიდან "ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ" ახალი რეგულაციები აღარ ამოქმედდება. უცნობია, რამ გამოიწვია ეს შედეგი - ხელისუფლება და ეროვნულო ბანკი ფინანსური სექტორის აზრს ითვალისწინებს, თუ მოახლოებული მეორე ტურის წინ, ხალხისათვის სესხზე უარის თქმით დამატებითი წნეხის თავიდან არიდებას ცდილობს.
|
თამარ მუკბანიანი 14.11.2018
ბოლო 3 წლის განმავლობაში, კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა უმნიშვნელოდ იზრდება, არადა, ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ყოველწლიურად 40 000 ადამიანი შოულობს სამსახურს. აქედან გამომდინარე, საქართველოში, უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. უცნობია, რას ემყარება მინისტრის განცხადება, როცა სრულიად განსხვავებულია "საქსტატის" მონაცემები.
|
მარი ჩიტაია 14.11.2018
მზარდი ტურიზმის ფონზე სამედიცინო სფერო სრულად მოუმზადებელია. ეს ეხება როგორც კანონმდებლობას, ასევე აღსრულების ნაწილს, რის გამოც კლინიკები ზარალდებიან. ელემენტარულად, საქართველოში შემოსულ ტურისტებს არ მოეთხოვებათ სამოგზაურო დაზღვევა და ადგილობრივ კლინიკებს უცხოელების მომსახურება ხშირად "უფასოდ" უწევთ.
| |
ელზა პაპოშვილი 13.11.2018
ტრანსგენდერ ქალს, ტრანსფობიურ ნიადაგზე 7 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა 12 ნოემბერს ღამის 2 საათზე თამარ მეფის გამზირზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ქალებს ფიზიკური დაზიანებები სახის არეში აქვთ მიყენებული. ერთ-ერთს კი თავდამსხმელებმა დაუზიანეს ყბის ძვლები. ორივე ქალს მიღებული აქვს ტვინის შერყევაც.
|
ია აბულაშვილი 13.11.2018
„მე საზღვარგერეთ გახლდით და სულ ორი საათია დავბრუნდი საქართველოში, ამიტომ დეტალურად არ გავცნობივარ ამ განცხადებას და შეფასებებისაგან თავს შევიკავებ, რადგან არ ვიცი საიდან მოუვიდა ეს აზრი იური მეჩითოვს, მაგრამ ეს ინფორმაცია არის სიყალბე და ტყუილი", - ასე გამოეხმაურა იური მეჩითოვის კომენტარს „ალ ჯაზირას" ეთერში 9 აპრილის შესახებ გასულ ფილმში ირაკლი მენაღარიშვილი, რომელიც 9 აპრილის მოვლენების დროს საქართველოს სსრ-ს ჯანდაცვის მინისტრი იყო.
|
ია აბულაშვილი 13.11.2018
ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოდის, ამ თემაზე თბილისის მერობის ყოფილ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს შეხვდა. თავად ელისაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე იგი ორიენტირებულია სამოქალაქო ორგანიზაციის შექმნაზე, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მომავალში ამ პოლიტიკური ცენტრის საქმიანობაში ჩაერთოს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|