ია აბულაშვილი 19.12.2018
ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების საქმის ფარგლებში, დანაშაულში მონაწილე პირთა წრე შეიძლება, გაფართოვდეს. ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა შესაძლოა, დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავონ, ვისაც სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს.
|
ელზა პაპოშვილი 19.12.2018
ხორავას ქუჩის საქმეზე, უახლოეს მომავალში შესაძლოა, კიდევ რამდენიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ამის შესახებ ინფორმაცია მოკლულ დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეს კრიმინალური პოლიციის უფროსმა მიაწოდა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიებაში არსებულ ახალ გარემოებებს აცნობდნენ.
|
თამარ მუკბანიანი 19.12.2018
"ვალი.გე"-ს ბაზაში ბევრი მკვდარი სული ამოტივტივდა. ადამიანები, ვისაც სიცოცხლის დაზღვევა ჰქონდათ და გარდაცვალებისთანავე სესხი უნდა განულებოდათ, ბანკების მიერ "ქართუ" ფინდისათვის გადაგზავნილ სიებში აღმოჩნდნენ. ფონდში აცხადებენ, რომ სიები მუდმივად მოწმდება მათი მხრიდანაც და პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
|
მარი ჩიტაია 19.12.2018
ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში კატასტროფულად მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ წარმოება ქყვეყანაში დღითი დღე მცირდება, მსხვილი მრეწველობა გაჩერებულია და არც მოსახლეობის დემოგრაფიული ზრდა შეინიშნება, დენით მომარაგება სახელმწიფოსათვის სულ უფრო რთული ხდება. როგორც აღმოჩნდა, 2019 წელს ელექტროენერგიის მოხმარება შესაძლოა, 9%-ით გაიზარდოს. საქართველოში ენერგოდეფიციტის პრობლემა არათუ ვერ გვარდება, უფრო და უფრო ჩიხში შედის. ამის ძირითადი მიზეზი კრიპტოვალუტების გამომუშავების ზრდა და აფხაზეთის უწყვეტი ელექტრომომარაგებაა.
|
მარი გოცირიძე 19.12.2018
პირველად საქართველოში, მეწარმეების ბიზნესსაქმიანობის ფინანსური გარანტორი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SNDA) იქნება. "თიბისი ბანკსა" და SNDA-ს შორის, რომელიც შვედეთის საელჩოს მიერაა წარმოდგენილი, საქართველოში სესხების გარანტიის ხელშეკრულება გაფორმდა.
| | |
თამარ შუკვანი 18.12.2018
„ყოველდღე ნამდვილად ვერ გავმართავთ აქციებს. ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ეს დამოკიდებული იქნება მეორე მხარეზე, კერძოდ, რა ნაბიჯებს გადადგამენ და რა კონკრეტული გეგმა ექნებათ იმისთვის, რომ არ დაიხუროს გამოძიება," - აცხადებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია „რეზონანსთან" საუბრისას.
|
ელზა პაპოშვილი 18.12.2018
ბუტა რობაქიძის საქმეზე შესაძლოა ახალი ბრალი კიდევ სხვა ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს წარედგინოს. რობაქიძის დედის ია მეტრეველის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ საქმის ირგვლივ ახალი გარემოებები გამოიკვეთოს და გამოძიება მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრით ირაკლი ოქრუაშვილითაც დაინტერესდეს.
|
თამარ შუკვანი 18.12.2018
„წინასაარჩევნო პერიოდში ზურაბიშვილმა სერიოზული შეცდომები დაუშვა და ეკლესიის გარკვეული ნაწილი გადაიმტერა. ძალიან ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა. ლაშა ჟვანიას დანიშვნა შეიძლება ეკლესიისკენ იყოს გადადგმული ნაბიჯი. პრობლემები წინაარჩევნო პერიოდში ქართულ ეკლესიასა და ზურაბიშვილს შორის არსებობდა, ლაშა ჟვანიამ შეიძლება გარკვეული ხიდის როლი შეასრულოს ზურაბიშვილსა და ქართულ ეკლესიას შორის," - ამბობს ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლაშა ჟვანიას დანიშვნის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას.
| |
რეზონანსი 18.12.2018
მსახიობი და მწერალი, გივი სიხარულიძე სანკტ-პეტერბურგში გამართულ კონცერტზე, მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისათვის“ ყოფილი ლიდერი და ახლა უკვე სანკტ-პეტერბურგის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, პაატა ბუჭულაძის ნამღერს გამოეხმაურა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|