ელზა პაპოშვილი
07.11.2018

 მმართველ პარტიაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილება იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიის ხელმძღვანელობის გადახალისებას გეგმავს.

თამარ შუკვანი
07.11.2018

 საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ საარჩევნო კამპანიაში ჩასართავად "ქართულმა ოცნებამ" ძველი სახეების დაბრუნება აქტიურად დაიწყო. უკვე საუბარია ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე, რასაც საპარლამენტო უმრავლესობაში მხოლოდ მიესალმებიან.

ეკატერინე ბასილაია
07.11.2018

 "ოცნების" ყველაზე ოდიოზურ ფიგურას, ყოფილი მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა წელიწადნახევრის წინ გენერალური აუდიტორის - ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე, თუმცა ყველაზე მსუბუქი 126-ე მუხლით და მხოლოდ 5 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე წინასწარი პატიმრობიდანაც გაათავისუფლა. ამ ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში სახელმწიფო მოხელის ცემისთვის მას მხოლოდ ჯარიმის გადახდა მიუწევს, დიდი ალბათობით, 5000 ლარის, რაც გირაოთი შეეფარდა.

ეკატერინე ბასილაია
07.11.2018

 "ტვინს ცოტა ძალა დაატანონ და ისე აკეთონ საქმე... პიარჯგუფი გვყავს მაგარიო და თუ ეს მაგარი პიარჯგუფია, ღმერთმა სიკეთეში მოახმაროთ... "ნაცმოძრაობა" კი არ არის პროტესტი, 800 000 ჩვენი მოქალაქეა პროტესტი. 800 000 ხმა, მე მგონი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოლოს 2012 წელს აიღო. ამას უნდა მიხედვა და ამ ხალხს მოაბრუნებს ფარცხალაძის 5000-ლარიანი გირაოთი გამოშვება?!" - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

მარი ჩიტაია
07.11.2018

 მომავალი წლიდან საქართველოში უამრავი ოჯახისთვის ცხოვრება გაუსაძლისად მძიმე გახდება. ლარის გამყარების პერსპექტივა საბოლოოდ მოისპო. 2019 წლის ბიუჯეტის 2,70-ზე დაგეგმარებით მთავრობა ხალხს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. როგორც ეკონომისტები აცხადებენ, კატსტროფის წინაშე აღმოჩნდება როგორც მოსახლეობა, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც ფინანსური რესურსისგან დაიცლება. მთავრობა გაისად მოსახლეობის დაღუპვას აპირებს.

თეო გუდავაძე
07.11.2018

 წელს ზამთრის კურორტებზე მომსახურება გაძვირდება. ჯერჯერობით უცნობია, დაახლოებით რამდენი ლარით მოიმატებს პაკეტების ფასი, თუმცა მოსალოდნელ ცვლილებაზე სასტუმროების მფლობელები უკვე ალაპარაკდნენ. გაძვირდება როგორც მსხვილი, ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროების მომსახურება. მიზეზად კი ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები, პირველი რიგში, ლარის გაუფასურებას ასახლებენ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ბუნებრივი აირიც მალე გაძვირდება, მომსახურების ფასის გასაზრდელად ყველა პირობაა შექმნილი.

მარი ჩიტაია
07.11.2018

 დიდი ალბათობით, მოსახლეობას გაზის გადასახადი გაუძვირდება. სავარაუდოდ, ტარიფი 6 წლის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდება და 1 კბ/მ 50 თეთრი გახდება. ლარი უკვე ისეთ ზღვარზეა, როცა გადასახადის შენარჩუნებაზე საუბარი თითქმის შეუძლებელია. სემეკში ამ ეტაპისთვის შესულია განცხადება ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით. მარეგულირებელი კომისია მოსალოდნელ გაძვირებას არ ადასტურებს, მაგრამ არც გამორიცხავს.

მარი გოცირიძე
07.11.2018

 "საქართველოს ბანკის" - ქვეყნის წამყვანი ბანკის მხარდაჭერით, პირველად ქართული TEDx ფორმატის დაარსებიდან TEDxTBILISI და TEDxYOUTH TBILISI ერთად გაიმართება. "საქართველოს ბანკი" უკვე მეექვსე წელია, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია. "საქართველოს ბანკი" მხარს უჭერს ფორმატს - გამორჩეული და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები და ამავე დროს გააცნონ საქართველო მსოფლიოს. "საქართველოს ბანკისათვის" მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერით განათლების ხელშეწყობა.

თამარ შუკვანი
06.11.2018

 პედოფილიაში დადანაშაულებული დეპუტატი, ადიგენის საკრებულოს წევრი ნოდარ გობაძე აცხადებს, რომ სოციალური ქსელიდან აღებული არასრულწლოვანთან მისი მიმოწერის ფოტო დამონტაჟებულია, რომელსაც ვიღაც მისი დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×