თამარ შუკვანი 06.11.2018
„ადამიანი თვითონ გადაწყვეტს... ამხელა კაცს ვინ უკარნახებს წავიდეს თუ არა. როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, ისე მოიქცევა," - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი კითხვას, დაესწრება თუ არა „ნაცმოძღაობის" წინააღმდეგ ხვალ დაგეგმილ აქციას „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
|
ელზა პაპოშვილი 06.11.2018
ოპერაციის შემდეგ, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი აცხადებს, რომ მას მანქანა დაეჯახა და მხოლოდ ხელი ჰქონდა მოტეხილი.
|
ელზა პაპოშვილი 06.11.2018
ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებასა და თავის ძველ თანამებრძოლებს სპეციალური განცხადებით მიმართა. ივანიშვილის ბოდიში ქართველ ხალხს და კიდევ ერთი დაპირება, რომ მას თუ ამომრჩეველი შანსს მისცემს, ის გარანტიას იძლევა, რომ ყველა პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს.
|
მარი ჩიტაია 06.11.2018
მთავრობა ლარის კურსს ხელოვნურადაც ვეღარ აკავებს. ქვეყანა სავალუტო კრახის წინაშეა. არჩევნების მეორე ტურმა ლართან დაკავშირებული პროგნოზი თავდაყირა დააყენა. მომდევნო დღეების განმავლობაში ლარი კიდევ გაუფასურდება. საბოლოოდ ეს იწვევს მოსახლეობის აგრესიას, რაც არჩევნების შედეგზეც იმოქმედებს. ასე თუ წავიდა კურსი, ხელისუფლება არჩევნებს წააგებს. ფინანსისტები ადასტურებენ, რომ მთავრობა დაბნეულია და ეროვნული ვალუტის გასამყარებლად ზომებს ვერ იღებს.
რა ფაქტორსაც არ უნდა დაბრალდეს ლარის გაუფასურება, ფაქტია, რომ ქვეყნის ეკონომიკური გუნდი კატასტროფულად ცუდად მუშაობს, რასაც საფინანსო ბაზრის სპეციალისტი ნიკა შენგელია ადასტურებს. მისი ვარაუდით, დიდია რისკი, რომ კურსი 2,80-იან ნიშნულს გასცდეს.
|
მარი ჩიტაია 06.11.2018
არჩევნების მეორე ტურის წინ ბიძინა ივანიშვილი პენსიონერებისა და დევნილების პრობლემით დაინტერესდა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამომრჩეველს ჰპირდება, რომ აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეების შემწეობები და დახმარებები რადიკალურად გადაიხედება. კონკრეტულად რა აქვს მხედველობაში, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სპეციალისტების მოსაზრებას თუ გავითვალისწინებთ, მსგავსი ღონისძიებები გრძელვადიან პერსპექტივაში ბიუჯეტისათვის საზიანოც შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან დაპირების სისრულეში მოყვანა დიდ ფინანურ რესურსს მოითხოვს.
|
ეკატერინე ბასილაია 06.11.2018
ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც, მედიაში ბიზნესტერორისა და ძალადობის შესახებ 2-თვიანი ბრალდებებისა და ფარული ჩანაწერების შემდეგ, ყოფილი პროკურორის საგამოძიებო უწყებაში დაბარება მოხდა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა "ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურის პოლიციაში დაბარება სწორედ არჩევნების პირველ ტურში მმართველი ძალის ფაქტობრივ წაგებას დაუკავშირა.
|
თეო გუდავაძე 06.11.2018
წელს ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 140 მილიონი ლარი იქნება. ეს არის მიზერული თანხა, რადგან ამ სექტორის ბრუნვა რამდენიმე ასეული მილიონი ლარია და აზარტული ბიზნესი ერთ-ერთი ყველზე მომგებიანი მიმართულებაა ქვეყანაში. შესაბამისად, თავისუფლად არსებობს რესურსი იმისა, რომ ბიუჯეტში გაცილებით დიდი თანხა შევიდეს. საქართველოში სათამაშო სფერო ყველაზე გაუმჭვირვალე და მოსახლეობისათვის სახიფათო ბიზნესია.
|
მარი ჩიტაია 05.11.2018
უცხოელი მოქალაქეების, კერძოდ, ირანელების მხრიდან საქართველოს მოქალაქეობის მიღების ერთ-ერთი ძირითადი მოტივი C ჰეპატიტის უფასო პროგრამაში ჩართვაა. სავარაუდოდ, ამით აიხსნება ირანელთა მოზღვავება საქართველოში, რასაც ბოლო 3 წელიწადში სისტემატურად აქვს ადგილი. იმისათვის, რომ უფასო მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეთ, ისინი უძრავ ქონებას ყიდულობენ, იღებენ მოქალაქეობას და გზას უხსნიან თანამოქალაქეებსაც, რომელთა ნაწილიც შესაძლოა, ინფიცირებული იყოს.
| | | | |
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|