მარი გოცირიძე
01.11.2018

 ყოველი მეორე მანქანა ტექდათვალიერების მოთხოვნას ვერ პასუხობს. ცენტრებში დღეში 15-20 მანქანა მოწმდება. ერთი შეხედვით, პრობლემა არ არის, თუმცა ხშირად მიდის საუბარი სისტემის გაუმართაობაზე, ამიტომ ტექდათვალიერების რეფორმას სპეციალისტები წარუმატებლად მიიჩნევენ. არის კორუფციის ნიშნებიც, რაც მაღალჩინოსნების პირად ინტერესებს უკავშირდება.

მარი ჩიტაია
01.11.2018

 გზების მშენებლობასთან დაკავშირებული სირთულეების ნაწილი დაძლეულია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ რამდენიმე მსხვილი პროექტის დაკონტრაქტება წლის ბოლომდე მოესწრება. მასშტაბური პროექტების პრობლემა ძირითადად მშენებლობის ვადის გახანგძლივებას უკავშირდება, რაც უმეტესწილად უცხოური კომპანიების შეუსრულებელი ვალდებულებებია.

რეზონანსი
01.11.2018

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს, ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ. დაზღვევის პოლისის თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან 70%-ს შეადგენს. პროექტში ჩართვის შემთხვევაში ციტრუსის ბაღების მქონე ფერმერებისთვის სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა.

ეკატერინე ბასილაია
31.10.2018

 "ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის ნერვების ომი დაიწყო და ასე გაგრძელდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე დარჩენილ ერთ თვეში.

ეკატერინე ბასილაია
31.10.2018

 ორდღიანი დუმილის შემდეგ "ოცნების" მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების წინაშე გამოჩნდა და პირველი განცხადება გააკეთა, რომ გრიგოლ ვაშაძესა და რუსეთს არ დაუთმობს ქვეყანას და მეორე ტურში გამარჯვებისათვის იბრძოლებს.

ელზა პაპოშვილი
31.10.2018

 კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძეს მერე ტურში გამარჯვების დიდი შანსი აქვს. მისი აზრით, ვაშაძის გამარჯვებასა და მეორე ტურში გადასვლაში მცირე წვლილი "ნაციონალებს" და დიდი წვლილი "ოცნებას" მიუძღვის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×