მარი ჩიტაია 31.10.2018
არჩევნების პირველ ტურში ხელისუფლებამ იმდენად დიდი დარტყმა მიიღო, რომ ყველაფრის შეცვლას შეეცდება. მეორე ტურამდე დაახლოებით 1 თვეა დარჩენილი და მთავრობას ბევრ იმ არაპოპულარულ ნაბიჯზე მოუწევს უარის თქმა, რომლებიც ბოლო თვეებში უხვად დააგროვა. ამან მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიის მხრიდან სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. ახლა ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხალხი არ გააღიზიანონ.
|
მარი ჩიტაია 31.10.2018
არასაბანკო სექტორისა და მსესხებლების მიმართ რეგულაციები შესაძლოა, არ გამარტივდეს, თუმცა კომერციული ბანკების მიმართ ეროვნულმა ბანკმა მიდგომა შეცვალა. შეიცვლება სესხის კოეფიციენტები, რითაც დაბალშემოსავლიან მსესხებლებს საშუალო და მაღალშემოსავლიანი სეგმენტისაგან განასხვავებენ. გადაწყვეტილება საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან კანსულტაციების საფუძველზეა მიღებული. სპეციალისტების აზრით, რეგულაციების ამოქმედების გადადების მიზეზი რეალურად პოლიტიკურია.
|
თეო გუდავაძე 31.10.2018
საქართველო ღვინის ქვეყანაა და ეს დარგი ახალგაზრდებისთვის საკმაოდ პოპულარული გახდა, თუმცა მათთვის, ვინც ამ განხრით სწავლობენ, პროგრამები, რომელიც მათ განვითარებას შეუწყობს ხელს თითქმის არ არსებობს. სტაჟირებისა და პრაქტიკის სიმცირის გამო, ეს ადამიანები ვერ კვალიფიცირდებიან საკუთარ პროფესიაში.
|
მარი გოცირიძე 31.10.2018
ოქტომბერში დეველოპერულმა კომპანია "m2"-მა უძრავი ქონება ახალი საცხოვრებელი კომპლექსი "m2 იპოდრომთან 2" ოფიციალურად გახსნა. ეს ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც კომპანიას თავისი არსებობის განმავლობაში განუხორციელებია. პროექტი უმაღლეს დონეზეა შესრულებული, ყურადღებას იპყრობს საქართველოში საუკეთესო უსაფრთხოების თანამედროვე მაღალი სტანდარტითა და ტექნიკური აღჭურვილობით. გამორჩეულია მომსახურება, რომელსაც კომპანია ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მობინადრეებს სთავაზობს ბინის შეძენიდან ჩაბარებამდე.
|
მარი ჩიტაია 31.10.2018
სათხეს, ძველი დიდების უნიკალურ ტაძარს, რესტავრაცია უტარდება. მან ახალი სიცოცხლე უნდა შეიძინოს! სათხის მონასტრის რეაბილიტაციის პროექტის ავტორთა შეფასებით, ერთ-ერთი სამაგალითო რესტავრაცია ჩატარდება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. შემორჩენილი არტეფაქტებიდან ტაძარი ისტორიულ სახეს აღიდგენს, რაც პროფესიონალთა გუნდისაგან გასაოცარ ტექნიკას მოითხოვს. საუკუნის პროექტს ისტორიკოსების, არქეოლოგებისა და რესტავრატორების გუნდი ერთად ეჭიდება. მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ წინ ურთულესი გამოცდაა...
|
თამარ შუკვანი 30.10.2018
იმ შემთხვევაში თუკი საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში მიიღებენ, ახალი ბირთვული სტრატეგიის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები განთავსდება, რომლის საშუალებითაც მოსკოვში ჩასასვლელად 7-8 წუთი იქნება საჭირო და რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე ბირთვული სარაკეტო დარტყმების განხორციელებაც შესაძლებელი იქნება.
|
გვანცა წულაია 30.10.2018
პარტიაში საკადრო ცვლილებები იგეგმება, მაგრამ მინისტრთა კაბინეტში არა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
|
აკაკი გვიმრაძე 30.10.2018
„არასოდეს არ გაწბილდეთ და ხელები არ ჩამოუშვათ, თუ შედეგი დაუყოვნებლივ არ დადგება, დაელოდეთ შესაძლებლობის ისტორიულ ფანჯარას, რომელიც აუცილებლად გამოჩნდება და ზუსტად ამ ისტორიული მომენტისთვის საქართველო მზად უნდა იყოს.
|
ელზა პაპოშვილი 30.10.2018
ჭიათურის მაღაროში უბედური შემთხვევა მოხდა. მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით, ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში სკრეპერის მემანქანემ, 55 წლის ა.გ.-მ მარცხენა ხელის მტევანი დაკარგა.
|
თამარ შუკვანი 30.10.2018
არჩევენების მეორე ტურში, როგორც წესი, ამომრჩეველეთა აქტივობა უფრო დაბალია, ვიდრე პირველ ტურში. თუმცა, რეალურად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა როგორი აქტივობა შეიძლება იყოს, რთული სათქმელია.
|
ია აბულაშვილი 30.10.2018
გამარჯვების რა შანსები აქვთ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს და გრიგოლ ვაშაძეს, ამის თაობაზე "რეზონანსი" აკადემიკოს თემურ ნანეიშვილს გაესაუბრა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მეორე ტურში სურათი შეიცვლება.
|
ია აბულაშვილი 30.10.2018
"პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ვერც "ოცნება" და ვერც "ნაცმოძრაობა" ამას ვერ განმუხტავს, ამიტომ, უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოიყვანს".
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|