თამარ მუკბანიანი
24.10.2018

 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირთა რაოდენობა 2016-2017 წლებში 3000 ადამიანით შემცირდა. როგორც ჩანს, ქვეყანაში შეძლებულ ადამიანთა რაოდენობაც მცირდება. ეროვნული ვალუტის გაუფასურება და ინფლაცია არათუ საშუალო ფენაზეც აისახა მძიმედ, არამედ შედარებით მდიდართა კატეგორიასაც მიაყენა დარტყმა.

მარი ჩიტაია
24.10.2018

 ხორცის ფასმა მოიმატა. მოვაჭრეების ინფორმაციით, საქონლის ხორცის საბითუმო ფასი თითქმის 13 ლარს გაუტოლდა. ერთ-ერთი ვერსიით, საფასო ცვლილება ხორცის ექსპორტის ზრდას უკავშირდება, რამაც მოთხოვნის მატება და ბაზარზე პროდუქტის გაძვირება გამოიწვია.

მარი გოცირიძე
24.10.2018

 "თიბისი ბანკმა" FMO -სთან 103 მლნ ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხუთწლიანი სასესხო პროდუქტი ძირითადად მოხმარდება ახალგაზრდა მეწარმეების დაფინანსებას, რომლებიც მართავენ მცირე და საშუალო საწარმოებს საქართველოში, ასევე ახალგაზრდა ფიზიკური პირების უზრუნველყოფას იპოთეკური სესხებით. FMO-ს მიერ ლარის რესურსის მობილიზება მოხდება საქართველოს საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსების გზით. ამის შესახებ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე "თიბისი ბანკის" და FMO-ს გენერალურმა დირექტორებმა ისაუბრეს.

რეზონანსი
23.10.2018

 მომღერალი ირმა სოხაძე ვარაუდობს, რომ დღეს დაგეგმილი ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან იქნება საკმად ცხარე დებატებით აღსავსე.

თამარ შუკვანი
23.10.2018

 „ზოგადად ვერაფერს ვიგებ და არ ვიცი ტელევიზიიდან რა ტექნიკა გავიდა. ამ სიტუაციაში, საბოლოო ჯამში, „იბერიას" დახურვის შემდეგ დეზორიენტირებული აღმოვჩნდი. ამიტომაც ძნელია განვსაზღვრო, რა მიზნით შეიძლება მომხდარიყო ესა თუ ის აქტი, ან ვისთან მიმართებაში," - ტელეკომპანია „იბერიადან" ტექნიკის გატანასათან დაკავშირებით „რეზონანსი" არხის ჟურნალისტს არჩილ გამზარდიას ესაუბრა.

ია აბულაშვილი
23.10.2018

 ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სამი ტელეარხისა და სამი კონკრეტული ჟურანლისტისადმი ინტერვიუს შეთავაზებამ ჟურანლისტების უკმაყოფილება გამოიწვია. ამ ფორმატით უკმაყოფილონი არინ ის მაუწყებლებიც, რომლებიც ამ სიაში მოხვდნენ, მაგრამ საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან კითხვების დასასმელად მიდიან ეკა კვესიტაძე, დიანა ტრაპაიძე და ირაკლი ჩიხლაძე.

ეკატერინე ბასილაია
23.10.2018

 აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა სტრატეგიულმა სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135V ორშაბათს ჯერ რამდენიმე საათის განმავლობაში რუსეთის კრასნოდარის მხარისა და ოკუპირებული ყირიმის სანაპიროს ახლოს დაფრინავდა, შემდეგ კი აფხაზეთის სანაპიროსაც გადაუფრინა და თან ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეს მხარე ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამ ინფორმაციას რუსული „ინტერფაქსი" ავრცელებს.

ია აბულაშვილი
23.10.2018

 „მიწვევა მისი საქმეა, არხი ვის მიავლენს ინტერვიუზე - ჩვენი. ვინ ასწავლა ჟურნალისტების სახელდებით მიწვევა, სად ამოიკითხა ეს სიბრძნე", - ასე გამოეხმაურა „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის შეთვაზებას, რომელმაც „იმედის", „რუსთავის 2"-ის და „ტვ პირველის" ტოქ-შეუების წამყვანები ინტერვიუზე მიიწვია.

ეკატერინე ბასილაია
23.10.2018

 ამ ცხელი წინასაარჩევნო კამპანიის ფინალში ბიძინა ივანიშვილი მედიით პირველად ჩნდება, თუმცა საკუთარი პირობებით, რამაც ჟურნალისტებში დიდი უკმაყოფილებაც გამოიწვია და როგორც ტელეკომპანია "კავკასიის" მფლობელმა ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა, ეს არის "ჟურნალისტი გამოძახებით", რაც ივანიშვილის მიერ შეპირებულ "გასაოცარ დემოკრატიას" არ უხდება. მეტიც, "რუსთავი 2"-მა და "ტვ პირველმა" გამომწვევად დააიგნორეს ექსპრემიერის შეთავაზება - გარდა იმისა, რომ იტერვიუერი შეცვალეს, ეს შეხვედრა პირდაპირი ეთერის ღირსადაც არ ჩათვალეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×