თამარ მუკბანიანი
21.12.2017

 საშინაო ვალი წლიდან წლამდე დიდი სისწრაფით იზრდება. მარტო ბოლო 11 თვის განმავლობაში სახელმწიფოს შიდა ვალდებულებები 300 მილიონზე მეტით გაიზარდა, ხოლო ახალი ხელისუფლების პირობებში - 1,6 მლრდ ლარით. ეს არის მკვეთრად ნეგატიური მოვლენა, რადგან ხელისუფლებას თანხა არ ყოფნის და, ხარჯის შემცირების ნაცვლად, დამატებით ვალს იღებს. ბოლო 8 წელიწადში კომერციული ბანკებისგან სესხად მიღებული თანხების მოცულობა თითქმის 200 პროცენტით გაიზარდა.

თიკო ოსმანოვა
21.12.2017

 თუ კვირიკაშვილის გარშემო გაგრძელდება კორუფციული სკანდალები ტენდერებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იმუშავებს პრინციპი - წვეთმა ქვა გახეთქა. დღეს რაც ხდება მის გარშემო, შეიძლება ამ ბიზნეს ჯგუფების შერკინების კონტექსტში განვიხილოთ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე.

გვანცა ღვედაშვილი
21.12.2017

 "რუსეთის მიზანი საიდუმლო ინფორმაციების მოპოვება და სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა, მათ შორის არჩევნებზე, რათა ხელისუფლების სათავეში რუსეთისთვის მისაღები პოლიტიკური ძალები მოვიდნენ", - აღნიშნა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ რუმინეთიდან სერბი პრორუსი აგენტის გაძევებასთან დაკავშირებით, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე განთავსებული სტრატეგიული სამხედრო რადარისთვის ფოტოების გადაღებას და მისი კოორდინატების გადაცემას ცდილობდა.

აკაკი გვიმრაძე
21.12.2017

 "კულტურული პროექტების დაფინანსების პროცესი მთლიანად განცალკევებული უნდა იყოს პოლიტიკური ზეგავლენისგან. ეს არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს გამოხატვისა და კულტურული მრავალფეროვნების თავისუფლების საშუალებას.

მარი ჩიტაია
21.12.2017

 მსხვილი ინვესტორები საქართველოდან მიდიან. იმის ნაცვლად, რომ მასშტაბური კაპიტალი მოვიზიდოთ, დიდი კომპანიები ბაზარს ტოვებენ. 1 წლის წინ საბანკო სექტორს უზარმაზარი ფრანგული გიგანტი "სოსიეტე ჟენერალი" გამოაკლდა, ახლა საკომუნიკაციო ბაზარს შვედური "ტელიასონერა" ტოვებს.

ეკა ბასილაია
20.12.2017

 რა დონეზეა დაცული საქართველოს საზღვრები, ეს არის ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც საერთაშორისო ტერორისტის აჰმედ ჩატაევისა და მისი ჯგუფის თბილისში შემოსვლის შემდეგ აქტუალური გახდა.  

თიკო ოსმანოვა
20.12.2017

 სამშენებლო კომპანია "ცენტ-პოინტსა" და "ემ კვადრატს" შორის ხელშეკრულება უახლოეს დღეებში დაიდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ დაზარალებულების დაკმაყოფილება "ემ კვადრატს" მოუწევს

მარი ჩიტაია
20.12.2017

 სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" მომხმარებელს ავტოდაზღვევის უპრეცედენტო პირობებს სთავაზობს. პირველად საქართველოში ფიზიკურ პირებს, რომლებიც 2018 წლის პირველ მარტამდე შეიძენენ მრავალწლიან ავტოდაზღვევას, კომპანია საჩუქრად 1000-ლარიან ვაუჩერს გადასცემს. როგორც სადაზღვევო კომპანიაში განმარტავენ, ავტოდაზღვევის ახალი პროდუქტი მომხმარებლის ინტერესებისა და მოთხოვნების საფუძველზეა შემუშავებული.

თიკო ოსმანოვა
20.12.2017

 პოლიტოლოგ ხათუნა ლაგიზიძის თქმით"ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება არ არის. მისი თქმით, პარლამენტში დამატებითი ფრაქციების შექმნა გარკვეული ბიზნეს ჯგუფების შერკინებაზე მიანიშნებს, რომლებიც ძალაუფლების გამყარებისთვის იბრძვიან

ეკატერინე ბასილაია
20.12.2017

 მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში აქციებს წყვეტს, თუმცა მხოლოდ დროებით, საახალწლო დღესასწაულების ჩამთავრებამდე და კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ამ შეწყვეტას კავშირი აქვს პოროშენკოსთან "ფარულ შეთანხმებასთან", რომელზეც უკრაინული მედიის ნაწილი პოროშენკოს ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.

თიკო ოსმანოვა
20.12.2017

 ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გ.ჯ. 9 იანვარს სასამართლო პროცესზე დაიკითხება. ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა, პროცესზე დეტალურად ისაუბროს, რა მოხდა 1 დეკემბერს შემთხვევის ადგილზე. შესაბამისად, საქმეში მტკიცებულებად გ.ჯ.-ს ჩვენება არ დევს. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, მისი თქმით, მას ადვოკატი შეეცვალა, ამიტომ მის მაგივრად ვერ ისაუბრებს და ვერც სახელს და გვარს გვეტყვის, თუ ვინ იცავს გ.ბ.-ს უფლებებს.

აკაკი გვიმრაძე
20.12.2017

 (კრაკოვი-თბილისი)

მამაჩემისა და უფრო ასაკოვანი ხალხისგან არაერთხელ მსმენია კრაკოვის შესახებ. თუ როდესმე საუბარი იყო მოგზაურობასა და განსაკუთრებით დასამახსოვრებელ და აღსანიშნავ ადგილებზე, კრაკოვს მუდმივად ასახელებდნენ მათ შორის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×