ეკატერინე ბასილაია
25.12.2017

 აშშ-თურქეთს შორის დაპირისპირების ფონზე, რომელიც ბოლოს გაეროში იერუსალიმის საკითხზე თურქეთის რეზოლუციამ კიდევ უფრო გაამწვავა, რეგიონში ვაშინგტონის საიმედო პარტნიორად თბილისი რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების დაინტერესება და ფასი გაზარდოს და პოლიტოლოგების შეფასებებით, დიდია ალბათობა, ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო კომპონენტების განთავსება

თიკო ოსმანოვა
25.12.2017

 სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობების შემდეგ ხანძარი სასტუმროებშიც მძვინვარებს. `ლეოგრანდის~ შემდეგ კვირას გვიან ღამით ხანძარი სასტუმრო `რუსმშიც~ გაჩნდა. თუმცა, ამ შემთხვევაში სტუმრების ევაკუაცია დროულად მოხდა და ამას უბედური შემთხვევა არ მოჰყოლია. სასტუმრო „რუმს თბილისის“ დირექტორის, ვალერი ჩეხერიას განცხადებით, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი უმნიშვნელოა და სულ ორი ოთახი დაზიანდა. 

გვანცა ღვედაშვილი
25.12.2017

 თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი, დედაქალაქის მერიამ 140 ათასი ლარით დააჯარიმა. ხარვეზების გამოსასწორებლად კი "სითი ინსტიტუტ საქართველოს" ათდღიანი ვადა მისცა, რაც სპეციალისტების აზრით, არალოგიკურია, ვინაიდან პროექტზე, რომელზეც ჯგუფი თითქმის სამი წელია მუშაობს, ათდღიანი ვადა არაფრის მომცემი იქნება.

ნათია ლომიძე
25.12.2017

 სხვადასხვა მოხმარების ნივთებზე, სურსათსა და სამედიცინო მომსახურებაზე მომატებული ფასები პენსიონრების მდგომარეობას ართულებს. იმისათვის, რომ ინფლაციის უარყოფითი ზეგავლენა მცირედით მაინც განეიტრალებულიყო, პენსიის ოდენობა, 2017 წელს დაახლოებით 10-15 ლარით უნდა გაზრდილიყო.

გვანცა ღვედაშვილი
25.12.2017

 "თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფისთვის ხარვეზების გამოსასწორებლად ათდღიანი ვადა საკმარისი არ არის", - აღნიშნული განცხადება "რეზონანსთან" არქიტექტორ-ურბანისტმა ლადო ვარდოსანიძემ გააკეთა.

თიკო ოსმანოვა
25.12.2017

 ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას არ ელოდება. მისი თქმით, ახლა ასეთი ცვლილება არც `ოცნებას~ და არც ქვეყანას მოუტანს რამეს. 

ნინო ქეთელაური
25.12.2017

 “რომ არა მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერა, აშშ 350 მლნ დახმარებას მომავალი წლის ბიუჯეტში არ გამოყოფდა”,-აცხადებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე “რეზონანსთან” საუბრიას.

თიკო ოსმანოვა
25.12.2017

 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტს, შესაძლოა, ვეტო დაადოს, ხოლო შეძლებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა ამ ვეტოს დაძლევას, ძნელი სათქმელია. წინა მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად ამ კონკრეტულ კანონზე თავად "ოცნებაში" აზრთა სხვადასხვაობაა.

მამუკა ნაცვალაძე
25.12.2017

 პრუსიის მეფე ფრიდრიხ მეორე ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა მსოფლიო ისტორიაში, სწორედ მას უკავშირდება იმ ფორმაციის პრუსიის შექმნა, რომელიც საფუძველს დაუდებს გერმანიის გაერთიანების ურთულეს პროცესს. სწორედ მის სახელს დაუკავშირდება მეთვრამეტე საუკუნეში პრუსიის სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა, რაც თვისებრივად განსხვავებულ ეპოქას ჩაუყრის საფუძველს.

ია აბულაშვილი
25.12.2017

 ქართველი ემიგრანტების - და-ძმები მდივნების სახელები გასული საუკუნის 20-30-იანი წლების მსოფლიო პრესის ფურცლებიდან არ ჩამოდიოდა. მათ გახმაურებულ ისტორიებს ეთმობოდა ევროპისა და ამერიკის პოპულარული ჟურნალ-გაზეთების მოწინავე სტატიები. მათი სახელები ხშირად ხვდებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავთა და ცნობილ პიროვნებათა - პოლ ნეგრის, მეი მერეის, ლუიზა ასტორის, დენის კონან დოილის, კოკო შანელის, სალვადორ დალის თუ სხვათა გვერდით მაღალი წრის ქრონიკებში.

ნინო ქეთელაური
25.12.2017

 "სამწუხარო ვითარებაში ვართ, რადგან უკვე წლებია, რაც ჩვენს მოსახლეობას თავს ახვევენ არა პროფესიონალიზმს, პატრიოტიზმსა და მსგავს ღირებულებებს, არამედ, ჩვენი მთავარი საგანძური თურმე უნდა იყოს ფული, ფული და ფული...", - ასეთია პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასება საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონზე.

გვანცა ღვედაშვილი
25.12.2017

 "ეს ქალი, გარდა იმისა, რომ გივი ბერიკაშვილის შვილია, არაფერი მწერალი არ არის, რაში ერკვევა?! - რომელი წიგნი უნდა გადაითარგმნოს, ან ვინ უნდა წავიდეს ამ ფესტივალზე... ამ შემთხვევაში მოხდა ის, რომ ამას დაუმატეს ფული ტაშფანდურისთვის. მათ სურთ, მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველოში კარგ საჭმლებს აკეთებენ, კარგი ღვინო აქვთ, კარგად ცეკვავენ და მღერიან, ეს კი წიგნთან არაფერ შუაშია", - განაცხადა კინორეჟისორმა გიორგი შენგელაიამ "მთელ კვირასთან" საუბრისას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×