თიკო ოსმანოვა
29.12.2017

 პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ 4 პირს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ისინი ბრალს არ აღიარებენ. მათთვის გაუგებარია, რას ედავებიან სამართალდამცავები. რაც შეეხება დაჭრილ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს, პროკურატურამ, შესაძლოა, მისთვის ბრალის წაყენება საერთოდ გადაიფიქროს, - აცხადებს მისი ადვოკატი.

ია აბულაშვილი
29.12.2017

 საბედნიეროდ, ჩვენი კინოს ისტორიაში იყვნენ ისეთი მსახიობები, რომელთა სახელიც დღემდე ცოცხლობს და გვინდა, დღევანდელ სტატიაში სწორედ ერთ-ერთი მათგანის, სანდრო ჟორჟოლიანის, საინტერესო ცხოვრებისეული ამბები გავიხსენოთ.

ეკატერინე ბასილაია
29.12.2017

 ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან თბილისში უფასოდ მკურნალობა-ოპერაციის მისაღებად ოსი ეროვნების პაციენტების რაოდენობა ისევ რამდენიმე ასეულია. 2017 წელს თბილისში სამედიცინო მომსახურების მისაღებად 417 ოსი ჩამოვიდა, უმეტესად "წითელი ჯვრის" მეშვეობით ლარსის გამშვები პუნქტიდან.

ნათია ლომიძე
28.12.2017

 როგორც მოსალოდნელი იყო, მოსახლეობას წყლის ტარიფიც გაუძვირდა. თბილისის გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის 1 კბ/მ წყალი დაახლოებით - 6 თეთრით, ხოლო სულადობრივი დაახლოებით 75 თეთრით გაიზარდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ერთობლივად გაზრდილ გადასახადებს სამომავლოდ სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ პროდუქციაზე ფასების მატება მოჰყვება.

ეკატერინე ბასილაია
28.12.2017

 სტატისტიკა ასეთია: 2017 წელს იყო - 417 პაციენტი. 2016 წელს იყო - 915 პაციენტი, აქიდან 95 იყო ბავშვი; 2015 წელს იყო- 619, ბავშვი იყო - 62; 2014 წელს იყო - 515 პაციენტი, აქიდან ბავშვი - 67. 2013 წელს იყო - 320 პაციენტი, აქიდან ბავშვი - 64.

გვანცა ღვედაშვილი
28.12.2017

 "ეს ტექსტი ძალიან ჰგავს დადგმულ ტექსტებს. ასე საქართველოში არავინ არავის ელაპარაკება და თითქოს პოლიციელები სპეციალურად, კამერასთან ლაპარაკობდნენ, რათა დაეფიქსირებინათ რამდენად "ზრდილობიანები" იყვნენ. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა დადგმულს", - ამის შესახებ პოლიტოლგმა გია ხუხაშვილმა "რეზონანთან" პოეტ ზვიად რატიანის დაკავების გადაღებულ კადრებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ნინო ქეთელაური
28.12.2017

 საქართველოსა და უკრაინას შორის გადაადგილება შესაძლოა, მხოლოდ აიდი ბარათის საშუალებით მოხდეს. ამასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის შესაბამისმა უწყებებმა მუშაობა უკვე დაიწყეს. როგორც ექსპერტები აცხადებენ, საქართველოს მსგავსი პერსპექტივა აქვს მოლდოვასთან, ბელარუსსა და ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან, გარდა რუსეთისა.

მარი ჩიტაია
28.12.2017

 მოსახლეობას წინასაახალწლო "საჩუქარი" მოუმზადეს: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისსა და რეგიონებს გადასახადი გაუძვირდა. დედაქალაქში ელექტროენერგიის ტარიფი 1,56 თეთრით გაიზრდება, რეგიონების შემთხვევაში კი, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული სექტორებისთვის, ელექტროენერგიის ფასი 1,28 თეთრით მოიმატებს.

ნინო ქეთელაური
28.12.2017

 "მონდომების შემთხვევაში, მხოლოდ აიდი ბარათით მიმოსვლის შემოღება შესაძლებელია აზიის კონტინენტთანაც, მაგალითად, იაპონიასთან.

ეკატერინე ბასილაია
28.12.2017

 თბილისისა და პანკისის შემდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია აჭარაშიც უნდა მოხდეს, რადგან დიდი ჯიჰადისტური ანკლავი აჭარაშიცაა. ექსპერტების განცხადებით, თუკი სახელმწიფო უშიშროების სამსახური კარგად იმუშავებს, სპეცოპერაცია კიდევ უნდა ვნახოთ.

თიკო ოსმანოვა
28.12.2017

 "თუ ვიგულისხმებთ, რომ საქართველოს დიდი ნაწილისა და უცხოელი პარტნიორებისთვის კვირიკაშვილი სრულიად მისაღებია, არ ჩანს მისი გადაყენების სერიოზული მიზეზი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

გვანცა ღვედაშვილი
28.12.2017

 კრიმინალური მენტალიტეტი რომ კვლავ არის ქართული საზოგადოების პრობლემა, ამის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებიც ღიად ალაპარაკდნენ. შს მინისტრი გიორგი გახარაია აღნიშნავს, რომ ჯერ ისევ არის მოსახლეობაში "კრიმინალური მენტალიტეტის სუბკულტურის შემორჩენილი კომპონენტები".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×