ნათია ლომიძე 17.07.2018
მოსახლეობის შემოსავლები წლიდან წლამდე უცვლელია. ამას ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ადასტურებენ. ქვეყანა და მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბიდან ვერ ამოდის, ამ დროს კი პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასი იზრდება. რაც დრო გადის, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სულ უფრო ცოტა საკვები რჩება ხელმისაწვდომი. მაშინ, როდესაც დღის რაციონში ჯანსაღი კვებისთვის 200 გრამი ხორცი აუცილებელია, ისინი მხოლოდ 70-80 გრამის მიღებას ახერხებენ.
|
მარი ჩიტაია 17.07.2018
საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ასეთი ძვირი ბენზინი და დიზელი არასდროს ყოფილა. მსოფლიო ბაზარზე განვითარებული მოვლენების პარალელურად ამის მიზეზი წელიწად-ნახევრის წინ აქციზის მკვეთრი მატებაც აღმოჩნდა. სპეციალისტები გადასახადის შემცირებასა და ძველ ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ. ასეთ შემთხვევაში საწვავი 25 თეთრით გაიაფდება.
|
ია აბულაშვილი 17.07.2018
პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე აირჩია. ის მთავარი პროკურორის სავარძელს 6 წლის ვადით დაიკავებს. თადუმაძეს მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტმა შალვა თადუმაძის კანდიდატურის მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილება კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე მიიღო.
|
ელზა პაპოშვილი 17.07.2018
ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 9 ავტოავარია მოხდა, აქედან 7 შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. "რეზონანსთან" დარგის ექსპერტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებობს ე.წ. შავი წერტილები, სადაც ავტოავარიების გახშირებული შემთხვევები ფიქსირდება.
|
ტატა შოშიაშვილი 17.07.2018
ჰელსინკიში გამართული სამიტი რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის დასრულდა. პირისპირ შეხვედრისა და გრაფიკით გათვალისწინებული გაფართოებული შემადგენლობ ით ჩატარებული მოლაპარაკებების შემდეგ, ტრამპმა და პუტინმა ჩაატარეს პრესკონფერენცია, სადაც ისაუბრეს შეხვედრის საბოლოო შედეგებზე.
|
თამარ მუკბანიანი 09.01.2018
ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში მცხოვრები საშუალო ოჯახის ყოველთვიური ხარჯი მინიმუმ 40-50 ლარით, ხოლო წელიწადში 500 ლარით არის გაზრდილი. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ამ მხრივ გაცილებით მძიმე წელი გველოდება. კომუნალური გადასახადების სიმძიმე, რაც მოსახლეობისათვის განსაკუთრებით მძიმე ტვირთია, წლის დასაწყისიდანვე აისახება ოჯახის ბიუჯეტზე. ჯერჯერობით შეუძლებელია პროგნოზირება, როგორი იქნება ეროვნული ვალუტის კურსი და შესაბამისად, სამომხმარებლო პროდუქტების ღირებულება. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ოჯახის ყოველთვიური ხარჯი სულ მალე კიდევ 20-22 ლარით მოიმატებს.
|
ნინო ქეთელაური 09.01.2018
ოკუპირებულ აფხაზეთში 2011 წლის მაისში დაკავებულ საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავას გათავისუფლებამ სოხუმში მდგომარეობა უკიდურესაც დაძაბა. აფხაზური საზოგადოების ნაწილი ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვს.
|
თიკო ოსმანოვა 09.01.2018
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, პრეზიდენტის უფლებამოსილება პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით შეუზღადავი არ არის და ის სამართლებრივ კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, რას გულისხმობს წულუკიანი, იურისტებისთვის გაუგებარია. მათი თქმით, შეწყალება ხდება პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე და ეს მისი დისკრეციული უფლებაა, რომელიც არ კონტროლდება.
|
მარი ჩიტაია 09.01.2018
რამდენიმე თვეში თბილისსა და რეგიონებში ავტომობილების ტექინსპექტირებისთვის საჭირო 80 ცენტრი უნდა აშენდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სავალდებულო ტექდათვალიერების პროცესს პრობლემა შეექმნება. დღესდღეობით საქართველოში სულ 35 ხაზი მოქმედებს. 2018 წლის განმავლობაში მათი რაოდენობა 115-მდე უნდა გაიზარდოს. აქედან 60 თბილისში, დანარჩენი კი რეგიონებში ამოქმედდება.
|
მარი ჩიტაია 09.01.2018
ელექტროენერგიის გადასახადის სიდიდის მიხედვით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჰიდრორესურსით მდიდარია და შედარებით იაფი დენიც იწარმოება, მოსახლეობისთვის სამომხმარებლო ტარიფი არა მარტო ამიერკავკასიის რეგიონში, არამედ დსთ-ის სივრცეშიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
|
ნათია ლომიძე 09.01.2018
2018 წლის იანვრიდან საქართველოს მოსახლეობის ხარჯი მკვეთრად მოიმატებს. ამის მიზეზი კომუნალური გადასახადების ზრდა და საწვავის გაძვირებაა. ელექტროენერგია დაახლოებით 12%-ით, ხოლო წყალი 24%-ით გაძვირდა. გარდა ამისა, რეგიონებში საგრძნობლად მოიმატა ბუნებრივი აირის ტარიფმა. საქართველოში ოჯახები ისეთ ზღვარზე არიან, რომ ნებისმიერი უმნიშვნელო გაძვირებაც კი ტრაგედიად აღიქმება.
|
ეკატერინე ბასილაია 09.01.2018
მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი პირველი 3-წლიანი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ უფრო გაძლიერდა მოლოდინი, რომ მეორე ნაბიჯი ექსპრეზიდენტის თბილისში ექსტრადირებისთვის კიევში შესაბამისი პროცედურების დაწყება იქნება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|