თამარ მუკბანიანი 21.07.2018
ტექნიკის ფასი შესაძლოა, 3-5%-ით გაიზარდოს. მიზეზი ნარჩნების გადამუშავების ახალი სტრატეგიაა. ინფორმაციას არ ადასტურებენ ტექნიკის მაღაზიების უმრავლესობაში, მათ ამოქმედების პირას მყოფი კანონპროექტის შესახებ არ იციან, სფეროს მკვლევარი ორგანიზაციები კი გაძვირებაზე საუბრობენ.
|
ტატა შოშიაშვილი 21.07.2018
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოახერხებს რუსეთთან მორიგებასა და ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ვლადიმერ პუტინის "ყველაზე საშინელ მტრად იქცევა მათ შორის, ვინც კი ოდესმე ჰყოლია რუსეთის პრეზიდენტს". ამის შესახებ დონალდ ტრამპმა "სიენბისი"-სთან ინტერვიუში განაცხადა.
|
ია აბულაშვილი 21.07.2018
"მინდა ვურჩიო "ოცნებას", საჯაროდ გამოაცხადოს, რომ ნებაყოფლობით უარს ამბობს სრულ პოლიტიკურ მონოპოლიაზე, უარს ამბობს საკუთარი კანდიდატის წარდგენაზე და საზოგადოებამ თავად აირჩიოს პრეზიდენტი.
|
თამარ შუკვანი 21.07.2018
ახალი პოლიტიკური პარტია შესაძლოა, სამი პერსონის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდეს; საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და "შენების მოძრაობის" ლიდერ დავით უსუფაშვილის ტანდემს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პერსონის დამატება სჭირდება, - ამის შესახებ პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს.
|
გვანცა წულაია 20.07.2018
პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.
|
ელზა პაპოშვილი 20.07.2018
გუშინ დაკავებულ დავით სარალიძის მეგობარს დ.ღ. ბრალი წაუყენეს. როგორც ზაზა სარალიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ეს არის მოზარდი, რომლიც საკმაოდ დიდი ინფორმაციიs მატარებელია და მას შეუძლია გამოძიება სწორ კვალზე დააყენოს.
|
გვანცა წულაია 20.07.2018
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი სირიას ეწვევა. ამის შესახებ ე.წ. რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე დაიწერა.
|
გვანცა წულაია 20.07.2018
„როსპოტრებნადზორის" ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქართველოდან შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი მიმდინარეობს.
|
ტატა შოშიაშვილი 20.07.2018
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რომლებიც მას ხშირად აკრიტიკებენ, ბრალი დასდო რუსეთთან კონფრონტაციის გაგრძელების მცდელობაში.
|
თამარ მუკბანიანი 20.07.2018
ქართული სანომრე ნიშნების მქონე მიკროავტობუსებს თურქეთის ტერიტორიაზე 1-ლი აგვისტოდან დააჯარიმებენ. ჯარიმის ოდენობა 180 ევროა, პლუს 15 დღით ავტოსადგომზე იძულებითი გადაყვანა. ქართული მხარის თქმით, მოლაპარაკების რესურსი ამოწურულია და კანონის ამოქმედება გარდაუვალია, რადგან ასეთია თურქეთის პოზიცია. ტრასპორტის სფეროს სპეციალისტები მოლაპარაკების პროცესში ეკონომიკის სამინისტროს მყისიერად ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობენ.
|
ელზა პაპოშვილი 20.07.2018
"ქართულ ოცნებაში" დაპირისპირების ახალი ტალღა დაიწყო. დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის შემდეგ, ანალიტიკოსების აზრით, პარტიაში გარკვეული ახალგაზრდების ჯგუფი თავის გადარჩენასა და ბიძინა ივანიშვილისთვის ერთგულების დამტკიცებას ცდილობს, რაც პარტიის შიგნით სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს.
|
ელზა პაპოშვილი 20.07.2018
51-ე სკოლის მოსწავლეების დახოცვის ფაქტზე ახალი სკანდალური დაკავებები დაიწყება. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ხორავას ქუჩის დახოცვის საქმეზე ერთი არასრულწლოვანი ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავა. ზაზა სარალიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ არასრულწლოვნის დაკავება საკმარისი არ არის და ის მიხეილ კალანდიას დაკავებასაც ელის.
|