ელზა პაპოშვილი
24.07.2018

 საგანგებო მდგომარეობა საბერძნეთში და კატასტროფამდე მისული ქალაქი. ათენის გარეუბნები ცეცხლის ალშია გახვეული და ძლიერი ხანძრის ლოკალიზებას მაშველები ვერ ახერხებენ.

გვანცა წულაია
24.07.2018

 უკუნტროლო სიტოაცია საბერძნეთში - ამ დოისთვის არსებული ინფორმაციით, ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა და 170-ზე მეტი დაშავდა. არსებობს ვარაუდი, რომ გარდაცვლილთა უმრავლესობა ბავშვია.

ელზა პაპოშვილი
24.07.2018

 არასრულწლოვნების მიერ ჩადენილმა დანაშაულმა, განსაკუთრებით კი ქურდობამ და სხვადასხვა ობიექტების ძარცვამ ბოლო ხანს მასობრივი სახე მიიღო.

ია აბულაშვილი
24.07.2018

 საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე დასახელებულ კანდიდატებს შორის პრეზიდენტობა მარტო ბიძინა ივანიშვილს არ უნდა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდმარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, "ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს უახლოეს დღეებში გაივლის და ამის შემდეგ ჩამოყალიბდება, რა სახით მიიღებს მონაწილეობას.

ეკატერინე ბასილაია
24.07.2018

 "ქართული ოცნებიდან" დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გამო უმრავლესობის შიგნით უკმაყოფილებაა და რამდენიმე დეპუტატი აცხადებს იმას, რომ მიუღებელი იყო გარიცხვის ფორმაც, როდესაც ჭიჭინაძემ ტელევიზიით შეიტყო ეს ამბავი და ასევე თავად პროცედურაც, როდესაც პარტიაში საკითხის განხილვისა და კონსულტაციის გარეშე მხოლოდ სამდივნოს 5-მა წევრმა მიიღო გარიცხვის გადაწყვეტილება.

ეკატერინე ბასილაია
24.07.2018

 "დათომ (ჭიჭინაძემ) ისიც განაცხადა, რომ 2012 წელს ჩემ გვერდით იდგა და მეხმარებოდა არჩევნების დროს, მაგრამ მე არ მახსოვს, არც შტაბში და არც შეხვედრებში.

ნათია ლომიძე
24.07.2018

 იმის გამო, რომ საქართველოში უცხოენოვანი გიდების დეფიციტია, ტურისტებს თავიანთი ქვეყნიდან მოჰყავთ გიდები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესახებ ფაქტებს საშინლად ამახინჯებენ, განსაკუთრებით პრობლემას ქმნიან ირანელი გიდები. თითქმის ყველა მათგანი ირანელ ტურისტებს უყვება, რომ თბილისი სპარსული ქალაქი იყო, შემდეგ რუსებმა მიითვისეს და ასე მოხვდა დღევანდელი საქარველოს ტერიტორიის შემადგენლობაში. ისინი თბილისის, როგორც თავიანთი ქალაქის, დაბრუნებას სხვადასხვა ფორმით ითხოვენ. ტურიზმის სფეროს სპეციალისტები კონკრეტულ ფაქტს პოლიტიკას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მოახდინოს სწრაფი რეაგირება.

მარი ჩიტაია
24.07.2018

  საპენსიო რეფორმის მიმართ საზოგადოების დიდ ნაწილს ნდობა არ აქვს. კანონიც ისე მიიღეს, რომ ოპონენტების აზრი მინიმალურ დონეზეც არ არის გათვალისწინებული. მართალია, კანონმდებლები ამბობენ, რომ საერთაშორისო გამოცდილება გაითვალისწინეს, თუმცა რამდენად მოერგება იგი ქართულ სინამდვილეს, ძნელად სარწმუნოა. რაც სპეციალისტებს კანონში ყველაზე მეტად არ მოსწონთ, 25-წლიანი პერსპექტივაა, რა დროიდანაც მოქალაქეებს გაზრდილი პენსიის მიღება შეეძლებათ, მაგრამ, რეალურად, არანაირი გარანტი არ არის, რომ ადამიანი 25 წლის შემდეგ თავის მიერ შეტანილი თანხის შესაბამის თუ არა, მიახლოებით შესატყვის პენსიას მაინც მიიღებს.

მარი ჩიტაია
24.07.2018

 სხვადასხვა მძიმე მეტალით გამოწვეული დაავადებების მასშტაბი მუდმივად მატულობს. სპეციალისტების ნაწილი ონკოლოგიური და სხვა დაავადებების ზრდას ადამიანის ორგანიზმში სწორედ მძიმე ლითონების სიჭარბეს უკავშირებს. თუკი ბოლო დროს აქტიურად მიდის საუბარი ტყვიის კონცენტრაციის მასშტაბურ ზრდაზე, ჩვენი ჯანმრთელობისთვის არანაკლებ მავნებელია ორგანიზმში დაგროვილი ვერცხლისწყალი, კადმიუმი და სხვა, სულ 40-ზე მეტი ქიმიური ელემენტი, რომლებიც მთელ რიგ დაავადებებს იწვევს.

მარი გოცირიძე
24.07.2018

 თანამედროვე სამთო მრეწველობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს გარემოს დაცვა და შრომის უსაფრთხოება წარმოადგენს.

ნათია ლომიძე
24.07.2018

 თბილისის ქუჩებში გამუდმებული საცობების მოგვარების გზები კიდევ არ ჩანს. ხიდები და ესტაკადები, რომელთა მშენებლობაზეც პერმანენტული საუბარი მიდიოდა, ჯერ კიდევ არ დაწყებულა, ამიტომ, ქალაქის განტვირთვის მიზნით, სხვადასხვა პრაქტიკული სქემის ამუშავებაა საჭირო. არსებობს მოსაზრება, რომ თბილისის ქუჩებში თვის კენტ და ლუწ რიცხვებში ავტომობილების მოძრაობა შესაბამისი სანომრე ნიშნების მეშვეობით დარეგულირდეს. მეორე ვარიანტია დიდძრავიანი მანქანების ქალაქის ცენტრში გადაადგილების შეზღუდვა.

თამარ შუკვანი
23.07.2018

 ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობამ შესაძლოა თუ არა საქართველოს სახელი შელახოს, ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს მაია სიდამონიძეს გაესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით უარყოფით გავლენას მოახდენს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×