ეკატერინე ბასილაია
27.07.2018

 მას შემდეგ, რაც პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი თავისი მეგობარი აღარ არის და ის მწვავედაც გააკრიტიკა, მმართველი პარტიის წევრები არ გამორიცხავენ, რომ კვირიკაშვილით გამოძიებაც დაინტერესდეს. "ოცნების" დეპუტატების პასუხია, რომ "თუ კითხვები გაჩნდა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია".

ია აბულაშვილი
27.07.2018

 "იდეა, რომ "ოცნება" არ დაასახელებს კანდიდატს და მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში, უფრო პიარია და არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან", - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ივანიშვილის ინიციატივას საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

ია აბულაშვილი
27.07.2018

 "ვფიქრობ, ამით მეტად მნიშვნელოვან პროცესს დაედება საფუძველი. აქედან უკვე შორს არ არის ნორმალურ ვითარებამდე, როდესაც ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ერთმანეთის მოსასპობად კი არ იღწვიან, არამედ დიალოგისა და თანამშრომლობის გზებს ეძებენ, ხოლო ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მორიგი რევოლუციური ცვლილებებისთვის იღწვიან, უბრალოდ, მარგინალიზდებიან", - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, ვისაც "რეზონანსი" ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გაესაუბრა.

გვანცა წულაია
27.07.2018

 პოლიტიკური ელიტა თუ საზოგადოება "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის მოლოდინშია. ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი კანდიდატი უკვე წარადგინეს და ახლა ჯერი მმართველ პარტიაზე მიდგა.

მარი ჩიტაია
27.07.2018

 ხე-ტყის უთავბოლოდ ჭრა და ქვეყნიდან მისი გატანა უკვე არ იქნება შესაძლებელი. პრემიერ-მინისტრის ასეთი ინიციატივა კიდევ ერთხელ მოდის წინააღმდეგობაში სავალუტო ფონდის რეკომენდაციებთან, რისი იგნორირებაც მთავრობას მოუწევს ისევე, როგორც ამას წლების წინ აკეთებდა. "რეზონანსი" დაინტერესდა, მამუკა ბახტაძის განცხადება რამდენად შესაბამისობაშია ასოცირების ხელშეკრულების პირობებთან და რა ვალდებულებს გვიყენებს ევროპა ხე-ტყის ექსპორტთან დაკავშირებით?

თეო გუდავაძე
27.07.2018

 12 მაისის მასშტაბური საპოლიციო ოპერაციის შემდეგ, თბილისის კლუბებში ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა, რაც ღამის კლუბებისთვის ცუდი აღმოჩნდა. საზოგადოების ერთი ნაწილი ამ ფაქტს დადებითად აფასებს და ფიქრობს, რომ ამ გზით შესაძლოა, ნარკოტიკებისკენ მიდრეკილი თაობის გადარჩენა მოხერხდეს. მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ 12 მაისს ჩატარებული რეიდით ვერ აღმოიფხვრება ნარკოტიკების პრობლემა ქვეყანაში, თუმცა ზოგიერთ ფენაში ამ ყველაფერმა შიში გამოიწვია. ახალგაზრდები ახლა ცდილობენ, კლუბის ტერიტორიაზე არ მიიღონ არანაირი ნარკოტიკი.

თამარ მუკბანიანი
27.07.2018

 დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილი სატრანსპოტო კომპანიის მხრიდან მომსახურების ხარვეზზე საუბრობს. თუკი ცოტა ხნის წინ მგაზვრების უკმაყოფილება უკანონო დაჯარიმების ფაქტებს უკავშირდებოდა, ისინი ავტობუსებში დამონტაჟებული გადახდის უნაღდო ანგარიშსწორების ახალი სისტემის ხარვეზზე ჩივიან, ხოლო სატრანსპორტო კომპანიაში საპირისპიროს აცხადებენ და ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ სისტემა თითქოს კარგად მუშაობს.

ტატა შოშიაშვილი
27.07.2018

 ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დაფიქსირებული სიცხე კლიმატის გლობალურ ცვლილებას დაუკავშირეს.

რეზონანსი
26.07.2018

 არის ცხოვრებაში მომენტები, როდესაც გჭირდებათ სწრაფი ფული და თქვენი საფულე, ისევე როგორც თქვენი საბანკო ანგარიში ცარიელია.

თამარ შუკვანი
26.07.2018

 ხორციელებდებოდა თუ არა სვანეთში ტყის უკანონო ჭრა და ბუნებას რა ზიანს აყენებს ეს, ამაზე „რეზონანსი" „კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის" პროექტის კოორდინატორს, რეზო გეთიაშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ინფორმაცია სოფელ ჭუბერში ხე-ტყის უკანონო ჭრის შესახებ როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ხელისუფლებისთვისაც ცნობილი ფაქტი იყო. ამასთანავე, მისივე თქმით, „არის ლოგიკა" ადგილობრივების განცხადებაში, რომ მათთვის მხოლოდ ხე-ტყის ჭრა არის საარსებო წყარო.

ელზა პაპოშვილი
26.07.2018

 ამ ეტაპზე სვანეთში სიტუაცია ჩაწყნარდა და ხეობიდან სპეცდანიშნულების რაზმი გაყვანილია. ამის შესახებ ინფორმაციას „რეზონანსთან" ადგილობრივი მოსახლეობა ადასტურებს. სოფელ ჭუბერის და ხაიშის მოსახლეობასთან მოლაპარაკება სამხარეო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ დიასამიძემ აწარმოა.

ელზა პაპოშვილი
26.07.2018

 ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების აღკვეთის მოტივით სვანეთში სოფლებში ხაიშსა და ჭუბერში 1000-ზე მეტი პოლიციელია შეყვანილი. სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია და მოსახლეობა სოფლებში შესულ სპეცრაზმელებს გადაადგილების და დაყადაღებული ხე-ტყის მასალის გატანის საშუალებას არ აძლევს. ადგილობრივები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ სამართალდამცველების აღნიშნულ ქმედებას რეალურად სხვა ინტერესი აქვს და ეს არის ჰესების მშენებლობა. ისინი სიტუაციაში ჩარევისკენ სასწრაფოდ ხელისუფლებას და სახალხო დამცველს მოუწოდებენ. მათი თქმით, დაუშვებელია, რომ ადგილობრივებს მუქარის და ხელკეტების ენით ესაუბრებოდნენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×