რეზონანსი
30.07.2018

 ლართან დაკავშირებით საშემოდგომო მოლოდინი ბუნდოვანია. საქართველოს ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ სავალუტო ტენდენციები პროგნოზის გაკეთების საშუალებას თითქმის არ იძლევა, ხოლო სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ლარის კურსზე მოლოდინის შექმნა ეროვნული ბანკის პრეროგატივაა, რათა უფრო მეტად შეეწყოსხელი ბიზნეს გარემოს განვითარებას. ფინანსისტები კი, ლარის კურსის პერსპექტივაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ შემოდგომაზე კურსი 2.50-იან ნიშნულს გადასცდება.

მარი ჩიტაია
30.07.2018

 ავტომობილის შენახვის ხარჯი იზრდება. ამ სიმძიმეს განსაკუთრებით ტაქსის მძღოლები იგრძნობენ, რომელთაც რეგულაციების გამო ვალდებულებები გაეზრდებათ როგორც ტექდათვალიერების, ასევე ნებართვისა და ტაქსის რეგულეციებთან დაკავშირებითაც. მთლიანობაში, საზოგადოების დიდ ნაწილს ავტომობილის მოვლა-შენახვა გაუძვირდება. საწვავის ფასი, პარკირების ახალ სისტემაზე გადასვლა და ტექდათვალიერების გავლა მძღოლების მხრიდან გარკვეულ ხარჯს მოითხოვს, შესაბამისად, ტრანსპორტის დარგი უბრუნდება იმ დროს, როცა მანქანა ფუფუნების საგანი იყო.

ეკატერინე ბასილაია
30.07.2018

 საპარლამენტო უმრავლესობაში ჯგუფებს შორის შიდა დაპირისპირება არ ცხრება და ბოლო პერიოდში ეს შიდა ბრძოლის ხაზი პარლამენტის თავმჯდომარის დამცველებსა და კრიტიკოსებს შორის გადის. როგორც დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, "პარლამენტში ჯგუფია ჩამოყალიბებული, რომელიც ირაკლი კობახიძეს ებრძვის". საპასუხოდ კი, დავით ჭიჭინაძე, ვინც კობახიძის წინააღმდეგ მებრძოლთა ჯგუფის ყველაზე აქტიურ ფიგურად მიიჩნევა, აცხადებს, რომ "კოლექტიურ ზარდიაშვილებს ნებისმიერი განსხვავებული აზრი ბრძოლა ჰგონიათ" და "მოვესწარით იმ დღეს, როდესაც დემოკრატია ქუცნაშვილის დასაცავი ხდება".

ეკატერინე ბასილაია
30.07.2018

 მსოფლიო პატრიარქმა უკრაინისათვის ავტოკეფალიის მინიჭება საბოლოოდ გადაწყვიტა და ღია წერილით ეს გადაწყვეტილება მისმა დელეგაციამ 27 ივლისს, კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1030-ე წლის იუბილეს დღესასწაულზე ამცნო უკრაინასა და უკრაინაში ზეიმზე შეკრებილ 10-მდე მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას, რომელთა შორის საქართველოდან ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმეც იყო.

ელზა პაპოშვილი
30.07.2018

 ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში დიდ სკანდალში გაეხვნენ. საქმე ეხება ქურდობის ფაქტს, რომელიც, სავარაუდოდ, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზეა ჩადენილი. ამერიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციამ გამოძიება დაიწყო და 4 ქართველი ჯარისკაცის დაკითხვა მოხდა, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ დანაშაულში ეჭვმიტანილნი არიან.

თამარ შუკვანი
30.07.2018

 "ივანიშვილმა თავსატეხი ყველას მოგვცა. მისი პოზიცია ინტერესს აჩენს და სხვა ანალიტიკოსების მხრიდან გაჩნდა ასეთი ვერსიები, რომ შეიძლება, ეს პოზიცია ივანიშვილმა თანაგუნდელების საყურადღებოდ გაახმოვანა, მათი მობილიზაციისა და გამოფხიზლებისათვის. არ გამოვრიცხავ და მეც ავყვები ამ თვალსაზრისს", - აცხადებს "მთელ კვირასთან" საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

ია აბულაშვილი
30.07.2018

 "დაველოდები პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას და შემდეგ მივმართავ ყველა იმ ინსტანციას, სადაც ჩემს უფლებებს დავიცავ. ამისთვის არსებობს სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები და სხვა", - აცხადებს პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე, ვისაც "მთელი კვირა" სამომავალო გეგმებთან დაკავშირებით გაესაუბრა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×