გვანცა წულაია
26.07.2018

 ამ წუთებში უკიდურესად დაძაბულია ვითარებაა სვანეთში - ჭუბერისა და ხაიშის თემში ასეულობით სპეცდანიშულების რაზმია მობილიზებული. ადგილობრივები პოლიციელებს ნენსკრასა და ხაიშის წყლის ხეობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. მოსახლეობამ პოლიციელებს რამდენჯერმე ქვები დაუშინა.

ელზა პაპოშვილი
26.07.2018

 მინისტრების გათავისუფლების შემდეგ, ახალი პრემიერი საკადრო წმენდის კიდევ ერთ ტალღას იწყებს. ბახტაძემ 5 გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მისი გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის, მცხეთა-თიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები თანამდებობებიდან გადაყენებულები არიან. რომელი გუბერნატორის მიმართ გაუჩნდება გამოძიებას კითხვები და ხომ არ მოხდება მათი სისხლისამართლის პასუხისგებაში მიცემა?! ოპოზიციის განცხადებით, ზოგიერთ მათგანზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოკვლევასაც აწარმოებს.

გვანცა წულაია
26.07.2018

 პოლიტიკური ელიტა თუ საზოგადოება „ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის მოლოდინშია. ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი კანდიდატი უკვე წარადგინეს და ახლა ჯერი მმართველ პარტიაზე მიდგა.

ია აბულაშვილი
26.07.2018

 ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს, რომლებიც მან მედიით გააჟღერა, უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები. ექსპერტთა აზრით, მის მიერ დასმული აქცენტები "ქართული ოცნების" შიგნით არსებულ პრობლემებზე, იმაზე მიანიშნებს, რომ ქართულ პოლიტიკაში სერიოზული ძვრებია მოსალოდნელი, რომლებიც ახალ პოლიტიკურ შეხედულებებს შემოიტანს.

თამარ შუკვანი
26.07.2018

 "სიღარიბის გადალახვა ეკონომიკის განვითარებას უკავშირდება. არა მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას ქაღალდზე და ციფრებით, რითიც ამაყობდა ესა თუ ის ხელისუფლება, არამედ ეს უნდა მოხდეს ეკონომიკური ზრდის სამართლიანი გადანაწილებით საქართველოს მოსახლეობაზე", - აცხადებს პოლიტოლოგი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი.

ტატა შოშიაშვილი
26.07.2018

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს იმაში, რომ ქვეყანამ განახორციელოს პროექტი "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ".

თამარ შუკვანი
26.07.2018

 "მისი დღევანდელი განცხადება არც ჰმატებდა ვინმეს რამეს და არც აკლდებდა. ის ფაქტი, რომ სუბელიანის შვილი იყო ჩართული საქმეში, ყველასთვის ცნობილი იყო და ფაქტს არც არავინ უარყოფდა.

ტატა შოშიაშვილი
26.07.2018

 ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა გადაწყვიტა, რომ ქვეყნები, რომლებიც უარს იტყვიან რუსულ იარაღზე და გადავლენ ამერიკულ შეიარაღებაზე, გათავისუფლდებიან სანქციებისგან.

თამარ მუკბანიანი
26.07.2018

 ქართული ეკონომიკის გასაჭირსა და მოსახლეობის სიდუხჭირეზე პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი პირველად ალაპარაკდა.

მარი ჩიტაია
26.07.2018

 ეროვნული ბანკის განმარტებით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის მოსალოდნელზე სწრაფი გამყარების შედეგად, ინფლაციური ზეწოლა შემცირებულია და შესუსტებულია ინფლაციის პროგნოზზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები, ამიტომ კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის დაწყება. ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ, მოთხოვნის გაუმჯობესების ფონზე, მონეტარული პოლიტიკის შერბილება უფრო ნელი ტემპით გაგრძელდება, ვიდრე ეს წინა პროგნოზით იყო ნავარაუდევი.

მარი ჩიტაია
26.07.2018

 კრახით დაწყებული ტურისტული სეზონი აფხაზეთში საბოლოოდ ჩავარდა. თუ აქამდე ტურისტული სეზონის ავ-კარგს რუსი ტურისტები განსაზღვრავდნენ, ოკუპირებულ რეგიონს უკვე მათაც შეაქციეს ზურგი. გარდა იმისა, რომ აფხაზეთში მომსახურების დონე ვერ განვითარდა, დამსვენებლების განწყობაზე აფხაზეთში კრიმინოგენული ვითარების გაუარესებამაც იმოქმედა. ადგილობრივების ინფორმაციით, რუსი ტურისტები უკვე იშვიათად ჩამოდიან და ისინიც კი ტერიტორიას დაგეგმილზე ადრე ტოვებენ.

ეკატერინე ბასილაია
26.07.2018

 მომავალი დღეების მთავარი ინტრიგაა, ეყოლება თუ არა "ქართულ ოცნებას" საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი, თუ სხვა დამოუკიდებელ ან ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერს მხარს. ამ თემაზე მმართველ გუნდში დიდი დაბნეულობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დემოკრატიის განვითარებისთვის უმჯობესია და მისი სურვილია, "ოცნებას" საკუთარი კანდიდატი არ ჰყავდეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×