ტატა შოშიაშვილი
21.07.2018

 თურქეთში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" ერთ დროს ძლევამოსილი საველე მეთაურის, თარხან ბათირაშვილის ცოლ-შვილი დააკავეს. ცოლი, სედა დუდურკაევა ჩეჩნეთის მიგრაციული სამსახურის ყოფილი უფროსის ასუ დუდურკაევის ქალიშვილია. ის კიდევ ოთხ ადამიანთან ერთად თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. აღსანიშნავია, რომ სედას დაკავების მომენტში თარხან ბათირაშვილის ორი მცირეწლოვანი შვილი ახლდა თან.

თამარ შუკვანი
21.07.2018

 პროკურატურა იმ დოკუმენტებით ინტერესდება, რომელიც ტექდათვალიერებას უკავშირდება. იგი აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში შესაბამის სამართლებრივ პროცენდურებს იწყებს და ეკონომიკის სამინისტროში დოკუმენტების გამოთხოვებას გეგმავს. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

გვანცა წულაია
21.07.2018

 ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში გარდაცვლილ სამ მეშახტეს დღეს, ხოლო მეოთხეს ხვალ დაკრძალავენ.

თამარ შუკვანი
21.07.2018

 დაპირისპირება „ქართულ ოცნებასა" და საქართელოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის სულ უფრო მწვავდება. მარგველაშვილი ეძებს პასუხს კითხვაზე თუ რატომ გადადგა კვირიკაშვილი.

გვანცა წულაია
21.07.2018

 ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე მოქალაქეებს, რომლების ფიქრობენ, რომ სისტემის მსხვერპლნი არიან, დახმარებას ჰპირდებიან. ამის შესახებ ზვიად კუპრავამ დღეს ზაზა სარალიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ბასილაია
21.07.2018

 გიორგი კვირიკაშვილის დროინდელი კადრების წმენდა ხელისუფლებაში გრძელდება. დიმიტრი ქუმსიშვილის, მიხეილ ჯანელიძისა და მიხეილ გიორგაძის შემდეგ, თანამდებობას ტოვებს გიორგი მღებრიშვილი "საკუთარი სურვილით" და უკვე კულუარებში ითქვა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა, თანამდებობებს გამოეთხოვონ გუბერნატორებიც.

ტატა შოშიაშვილი
21.07.2018

 ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინსტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში შემავალი 29 ქვეყნის ლიდერი თავად გადაწყვეტს იმას, თუ როდის გახდება საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა.

ია აბულაშვილი
21.07.2018

 "ტრამპი-პუტინის პირველი ოფიციალური შეხვედრა არ ყოფილა მხოლოდ ხელის ჩამოთრმევის დონეზე და პოლიტიკური მარკეტინგის კუთხით მოლაპარაკების ახალი ტაქტიკა ვიხილეთ", - ამბობს პოლიტმარკეტინგის სპეციალისტი კახაბერ ჯაყელი, ვისაც "რეზონანსი" ჰელსინკის სამიტის ახალ დეტალებზე გაესაუბრა.

მარი ჩიტაია
21.07.2018

 რუსეთმა ქართულ ალკოჰოლურ სასმელებს შეიძლება, პრობლემა შეუქმნას. დაბალი ხარისხის საბაბით, ქვეყანამ 16 ათასი ლიტრი ქართული სასმელი ბაზარზე არ დაუშვა. მწარმოებლები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ხარისხის მხრივ ყველაფერი წესრიგში არ არის, მაგრამ არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ქართული ღვინო პოლიტიკური მოტივით დაებლოკათ.

მარი ჩიტაია
21.07.2018

 პირამიდული ბიზნესის ჩამოშლის ტენდენცია გრძელდება. საფინანსო კომპანია "საქართველოს", "ემეფიქს ბროკერ ჯორჯიასა" და რამდენიმე მსგავსი კომპანიის თაღლითური სქემების გაშიფვრის შემდეგ მეანაბრეები თანხების მითვისებაში "ეფიქს ბიზნეს გრუპს" ადანაშაულებენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×