ია აბულაშვილი
20.07.2018

 "უმრავლესობას აღარ ვეკუთვნი, ფრაქციას ალბათ დავტოვებ, მაგრამ ვრჩები პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი და ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ. რაც შეეხება ჩემი პარტიიდან გარიცხვის საკითხს, ვაპირებ სამდივნოს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოში გავასაჩივრო."

ია აბულაშვილი
20.07.2018

 "ოპოზიციას გამოსავალი არ აქვს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ადრევე უნდა ეფიქრა თავისი შედეგების გასაუმჯობესებლად. ადრევე უნდა გაერკვიათ, რატომ გვაქვს ასეთი დაბალი რეიტინგი.

თეონა დევიძე
20.07.2018

 ოჯახის შექმნაზე ფიქრისას სხვადასხვა დაბრკოლებას აწყდება ადამიანი. ზოგისთვის პრობლემა ფინანსური მდგომარეობაა, ზოგისთვის - მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შიში და ა.შ. ძველად თუ ადრეულ ასაკშივე იქმნებოდა ოჯახები, ახლა პერიოდმა საკმაოდ გადაიწია. ყველა ცდილობს, ქორწინებამდე გარკვეულ სოციალურ მდგომარეობასა თუ სტატუსს მიაღწიოს.

რეზონანსი
20.07.2018

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

მარი ჩიტაია
20.07.2018

 საცალო ქსელებში შაქარი მაღალი მოგებით იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტის გაიაფება რეალურად შესაძლებელია, ფასი ბოლო 2 თვის განმავლობაში არ შეცვლილა. ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ მაისში იმპორტიორები შაქრის ფასის 1 ლარამდე შემცირებას ვარაუდობდნენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, საპირისპირო ტენდენცია დაფიქსირდა და თბილისის სუპერმარკეტებში ფასი უმნიშვნელოდ გაზარდეს კიდეც.

რეზონანსი
20.07.2018

გერმანიის ფედერალური მთავრობის კაბინეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადებას ითვალისწინებს.

ელზა პაპოშვილი
20.07.2018

 ერთი კვირის წინ, თბილისში, სადისტურად მოკლული 22 წლის ახალგაზრდა გევორქ სარქისიანის საქმეზე პოლიცია 2 ახალგაზრდას ეძებს. სარქისიანის მკვლელობაში ძმები არიან ეჭვმიტანილები, რომლებიც მიმალვაში იმყოფებიან.

რეზონანსი
19.07.2018

 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს.

თამარ შუკვანი
19.07.2018

 ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან" ინტერვიუსას განაცხადა, რომ ნატო-ს მიერ მისი ახალი წევრის მონტენეგროს სამხედრო დაცვა საფრთხის შემცველია; ამ პატარა ქვეყნის დაცვამ შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე მონტენეგროს სახელმწიფო ნატო-ს 29-ე წევრი ქვეყანა 2017 წელს გახდა.

გვანცა წულაია
19.07.2018

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის მარია ზახაროვის განცხადებით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე არავითარ გავლენას არ მოახდენს. ზახაროვმა ამის შესახებ „რუსთვი 2"-თან ისაუბრა.

თამარ შუკვანი
19.07.2018

 საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბრის თვეში უნდა გაიმართოს. მიუხედავად იმისა, რომ დრო სულ უფრო ცოტა რჩება, „ქართულ ოცნებას" ამ საკითხთან მიმართებაში კონსულტაციები ჯერ არ დაუწყია.

ია აბულაშვილი
19.07.2018

 საპრეზიდენტო მარათონი სტარტს იღებს. 10-მა ოპოზიციურმა პარტიამ ერთიანი კანდიდატი უკვე წარადგინა - "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა არასაპარლამენტო ოპოზიციას ერთიანი კანდიდატის დასახელებისკენ მოუწოდებს, "ევროპული საქართველო" რჩეულის ძიებაშია, "ოცნება" კი საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს ივლისის ბოლოს დაიწყებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×