თამარ მუკბანიანი 18.07.2018
ხელფასის დაბეგვრის მოდელთან დაკავშირებით მსჯელობა კიდევ უფრო გააქტიურდა. პარლამენტარ გია ჟორჟოლიანის ინიციატივა 2500 ლარს ზემოთ 30%-ით დაბეგვრის შესახებ სპეციალისტების დიდმა ნაწილმა ქონებრივ დისკრიმინაციად მიიჩნია, მეორე ნაწილს კი აქვს რეკომენდაცია, 600 ლარს ქვემოთ შემოსავლის მქონე პირებმა გადაიხადონ ნაკლები გადასახადი, ხოლო მრავალშვილიანებმა, 20%-ის ნაცვლად, საერთოდაც - 10%, რაც დემოგრაფიულ ზრდას შეუწყობს ხელს.
|
თამარ მუკბანიანი 18.07.2018
თამბაქოს მოწევა ღია სივრცეშიც აღარ იქნება დასაშვები. ახალი ინიციატივის მიხედვით, დახურული შენობების შემდეგ, უნდა დარეგულირდეს ღია ადგილებში სიგარეტის მოხმარებაც და მხოლოდ სპეციალურ ადგილებში უნდა იყოს დასაშვები თამბაქოს მოწევა. შეიძლება, ეს ნიშნავდეს კაფე-რესტორნების ღია აივნებზე მოწევის შეზღუდვასაც. ინიციატივის შესახებ, რომელიც უკვე პარლამენტშია, თითქმის არაფერი იციან უმრავლესობის დეპუტატებმა.
|
თეო გუდავაძე 18.07.2018
გაძვირებულ სამედიცინო მომსახურებასა და უკმაყოფილო პაციენტების არმიას ბოლო არ უჩანს. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო სფერო ნელ-ნელა ვითარდება, პრობლემები კიდევ უფრო მეტია. პაციენტების უკმაყოფილება, როგორც ექიმებს, ასევე კლინიკის შიდა მენეჯმენტსაც ეხება. სპეციალისტების აზრით, ადამიანებს, ვისაც საზოგადოების ჯანმრთელობის უზრუნველყოფა ევალებათ, დაუმსახურებლად დაბალი ანაზღაურება აქვთ და ისინი გულგრილად ეკიდებიან თავიანთ მოვალეობას.
|
თამარ შუკვანი 18.07.2018
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის უეცარმა წასვლამ საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გააჩინა - რატომ წავიდა გიორგი კვირიკაშვილი და გააგრძელებს თუ არა ის პოლიტიკურ მოღვაწეობას, თუნდაც - ოპოზიციურ პარტიაში, - ეს საკითხი ქვეყნის ბევრ მოქალაქეს აინტერესებს.
|
ია აბულაშვილი 18.07.2018
"დიპლომატია და ურთიერთქმედება უკეთესია, ვიდრე კონფლიქტი და დაპირისპირება, ხოლო მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი მსოფლიოს ინტერესებს პასუხობს.
|
ტატა შოშიაშვილი 18.07.2018
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი იღებს საჭირო ზომებს ნატოსგან წამოსული საფრთხის საპასუხოდ.
|
თამარ შუკვანი 18.07.2018
"პუტინის პასუხზე მეტად, მუქარის შემცველი მარიამ ზახაროვას რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება იყო. მან პირდაპირ მიგვანიშნა, რომ რუსეთი არ იქნება გულხელდაკრეფილი", - აცხადებს ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.
|
თამარ შუკვანი 18.07.2018
"სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია" ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანების შედეგად შეიქმნა. მან საერთო საპრეზიდენტო კანდიდატად "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე დაასახელა. ახალი მოძრაობა საპრეზიდენტო კანდიდატს ხვალ ოფიციალურად წარადგენს.
|
ტატა შოშიაშვილი 18.07.2018
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "ფოქს ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა ნატო-ში საქართველოს ან უკრაინის მიღების საკითხზე და ცალსახად აღნიშნა, რომ მისი რეაქცია უკიდურესად ნეგატიური იქნება.
|
ტატა შოშიაშვილი 18.07.2018
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 16 ივლისს ჰელსინკიში ჩატარებულმა სამიტმა დიდი რეზონანსი და ვნებათაღელვა გამოიწვია აშშ-ის სენატორებს შორის.
|
ნათია ლომიძე 17.07.2018
მინდელის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა კომპანიის მმართველ პირებს უნდა დაეკისროთ. ერთ-ერთ გვირაბში, სადაც გუშინ აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა და 6 დაშავდა, უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. აფეთქება მოხდა სწორედ იმ უბანში, სადაც 3 თვის წინ, 5 აპრილს მომხდარი შემთხვევის გამო 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. სამართლის სფეროს წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მკაცრად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, შახტში კი უსაფრთხოების ნორმები უნდა გამკაცრდეს.
|
მარი ჩიტაია 17.07.2018
აფხაზეთში სიმინდის ყანებს ახალი მავნებელი, მწვანე კალია შეესია. მან უკვე მიაღწია გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებამდე და ტყვარჩელის რაიონამდე. არის საფრთხე, რომ, ფაროსანას მსგავსად, კალია საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზეც გადმოვიდეს, რადგან სეპარატისტული მთავრობა მავნებელს ვერაფრით უმკლავდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|