თამარ მუკბანიანი
30.12.2017

 მიუხედავად მატერიალური სიდუხჭირისა, შობის სოფლებსა და რაიონებში შეხვედრის ტრადიციას მოსახლეობის უმეტესობა მაინც შეასრულებს. არიან ისეთებიც, რომლებსაც ფინანსების სხვა კუთხით დახარჯვა ურჩევნიათ სოფლებში წასასვლელი ხარჯის გაწევას ან ამბობენ, რომ გაუფასურებული ლარისა და უმუშევრობის გამო ამისათვის თანხა საერთოდ არ აქვთ.

ნათია ლომიძე
30.12.2017

 2017 წელი ეკონომიკურად საკმაოდ რთული იყო. ქვეყანა არაერთხელ დადგა გამოწვევების წინაშე, რაც ლარის კურსის გაუფასურებით, ინფლაციითა და სხვა პრობლემებით იყო განპირობებული. სპეციალისტები მთელი წლის განმავლობაში მუდმივად მიუთითებდნენ ხელისუფლების ორგანოებს მათ მიერ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებზე.

მარი ჩიტაია
30.12.2017

 მოსახლეობას საბანკო ვალდებულებების მომსახურება გაისად კიდევ უფრო გაუჭირდება. ტენდენცია უკვე იმდენად მზარდია, რომ მისი შეჩერება მძიმე სოციალურ ფონზე შეუძლებელია. საგანგაშოა მაჩვენებელი, რომელიც ვადაგადაცილებული სესხების ნოემბრის მონაცემებს ასახავს. როგორც ეროვნული ბანკის მიმოხილვიდან ჩანს, წინა თვეში ასეთი ტიპის კრედიტები 11.6 მლნ ლარით არის გაზრდილი და 467.8 მლნ ლარს გაუტოლდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ფინანსურ პრობლემებს, რის წინაშეც მოსახლეობა ბოლო დროს აღმოჩნდა.

გიორგი გაჩეჩილაძე
30.12.2017

 ორი დღეც და ახალი წელი საკუთარ თავს გაგვახსენებს. იმედია, 2018 წელი ქართველებისთვის განსაკუთრებით ფეხბედნიერი აღმოჩნდება. ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს ამ საზეიმო თარიღს და იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალ თორმეტ თვეს თითოეული ჩვენგანი ნებისმიერ ჩაფიქრებულ სურვილსა თუ ოცნებას აუცილებლად აისრულებს.

მამუკა ნაცვალაძე
30.12.2017

 ელინისტური ხანის ბოლო პერიოდი, ქრისტეშობამდე პირველი საუკუნე, განსაკუთრებით საინტერესო მოვლენებითაა დახუნძლული. რომისა და ალექსანდრიის მეტოქეობა წითელ ზოლად გასდევს პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებს. მსოფლიო განვითარების ის მოდელი, დღეს რომ გლობალიზაციას ვუწოდებთ და ალექსანდრე მაკედონელმა რომ ჩაუყარა საფუძველი, ტრანსფორმაციას განიცდის - რომი კონკურენციას ვერ ჰგუობს, ის პირველი უნდა იყოს, არადა, ალექსანდრია სულ სხვა განზომილებაა, განსაკუთრებით კულტურისა და მეცნიერების მხრივ, ზოგიერთ ასპექტში ბევრად აღმატებული რომზე.

ია აბულაშვილი
30.12.2017

 "ნება მომეცით, მოგიყვეთ ეს ზღაპარი...

"ბოროტ სულს, სახელად გუდას, ოდესღაც შეშურდა, რომ სოსიკოს სახელით ცნობილ ახალგაზრდა გლეხს უყვარდა ოსი ქალი - ნინო. გუდამ მოინდომა ამ კაცის სიკვდილი. როდესაც იგი სანადიროდ მიდიოდა, გუდა ნისლს ჩამოაწვენდა, რომ უფსკრულის შვერულები დაეფარა, მაგრამ სოსიკო ყოველთვის აღწევდა თავს დაბრკოლებებს. გულმოსული იმით, რომ მსხვერპლი უმკლავდებოდა მის მიერ დაგებულ მახეებს და უვნებელი რჩებოდა, გუდამ მზაკვრობას მიმართა.

ნათია ლომიძე
29.12.2017

 ახალ წელს მოსახლეობა გაზრდილი გადასახადითა და უცვლელი შემოსავლით ხვდება, რაც მათ სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს. გადასახადის მატების საჭიროებას ვერ ხედავენ ენერგეტიკოსებიც. მათ პოზიციას იურისტი დავით ებრალიძეც იზიარებს. მისი აზრით, სემეკის მიერ ტარიფების ზრდის გადაწყვეტილება კანონს ეწინააღმდეგება.

ეკატერინე ბასილაია
29.12.2017

 ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზრდილია იმ აფხაზების რაოდენობა, რომლებიც უფასოდ მკურნალობისთვის ენგურს გამოღმა ჩამოდიან. 2017 წელს სამედიცინო მომსახურებისათვის ადმინისტრაციული საზღვარი 1 800-მდე აფხაზმა გადმოკვეთა, მათგან უფასოდ მკურნალობა-ოპერაცია ჩაუტარდა 968-ს; 2016 წელს აფხაზეთიდან უფასო ბენეფიციართა რაოდენობა იყო - 1 409. ამას გარდა, 250-მდე მათგანმა საქართველოს პასპორტი აიღო ცე ჰეპატიტისა და შიდსის პროგრამაში ჩასართავად. ამის შესახებ "რეზონანსს" აფხაზეთის მთავრობაში უთხრეს.

მარი ჩიტაია
29.12.2017

 დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება ის იშვიათი საკითხია, რომელსაც ყველა დადებითად აფასებს. მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ სპეციალისტებს საკმაოდ მკაცრი შენიშვნები აქვთ, ახალი მექანიზმის შემოღებას მნიშვნელოვნად წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ. ექსპერტების კრიტიკა დასაზღვევი თანხის მოცულობას უკავშირდება. მათი განცხადებით, 5000 ლარი მიზერული ოდენობაა, რომლის დაზღვევას არ ექნება ეფექტი და ბაზარზე არსებული რისკის დასაძლევადაც არ იკმარებს.

ნინო ქეთელაური
29.12.2017

 ნარკოტიკული საშუალებების ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგე 7 დეპუტატი საკითხის უმრავლესობის ფორმატში განხილვას ითხოვს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.

თიკო ოსმანოვა
29.12.2017

 "არ ვფიქრობ, რომ ამით დამთავრდა ყველაფერი. "ისლამური ხალიფატის" მოქმედება აუცილებლად გადავა იმ ტერიტორიებზე, სადაც მას გავლენის მოპოვება უნდა - ეს არის, პირველ რიგში, შუა აზია და, ასევე, ჩრდილოეთ კავკასია. ევროპაზე აღარ ვლაპარაკობ, თავისთავად გასაგებია. გარდა ამისა, ტერორისტული საფრთხის ხარისხი გაიზრდება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მდგომარეობის გაუარესებისთვის," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე.

გვანცა ღვედაშვილი
29.12.2017

 "კვირიკაშვილი სისტემურად დასრულებულია არა მხოლოდ ამ კონკრეტული ფაქტების გამო, არამედ იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ მას დიდი აქტივი არც ერთი მიმართულებით არ ჰქონდა. ის იყო შემთხვევით ხელდასხმული ლიდერი, რომელსაც არანაირი განსაკუთრებული უნარი, არც როგორც პოლიტიკოსს და არც როგორც ეკონომისტს, არ გამოუვლენია," - ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×