ნინო ქეთელაური 27.12.2017
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ნიჭიერის" შესახებ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ის ამბობს, რომ ამ შოუმ თავისი არსებობის განმავლობაში ყველაზე დაბალი რეიტინგი დაწერა.
|
გვანცა ღვედაშვილი 27.12.2017
"შესაძლებელია, რომელიმე ქვეყანამ გამოიყენოს ჩვენ წინააღმდეგ, რადგან ასეთი ოპერაციების უკან ყოველთვის დგას არა კონკრეტული პირი, არამედ რომელიმე სახელმწიფო - ის ქვეყნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მსოფლიოში დადგა ახალი გადანაწილების დრო," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა პანკისში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე.
|
თეო გუდავაძე 27.12.2017
ინგლისური საქართველოში და მსოფლიოს სხვა უამრავ ქვეყანაში ყველაზე საჭირო ენაა. მისი რაღაც დონეზე ცოდნა აუცილებელია თითქმის ყველა პროფესიის ადამიანისთვის. თანდათანობით რთულდება სამსახურის დასაწყებაც უცხო ენის ცოდნის გარეშე. მიუხედავად ინგლისურის ასეთი პოპულარობისა და აუცილებლობისა, საქართველოში მისი შესწავლა მაღალ დონეზე მაინც არ ხდება და ახალგაზრდების უმეტესობა გამართულად არ ფლობს უცხო ენას.
|
ნათია ლომიძე 27.12.2017
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ნავსადგური თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით ქვეყნისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტია. მისი მთავარი უპირატესობაა სტრატეგიული მდებარეობა, მაღალი გამტარუნარიანობა, ლოგისტიკური სერვისების განვითარების შესაძლებლობა, გაფართოებისა და განვითარების პერსპექტივა. ანაკლიის ნავსადგური იქნება უმსხვილესი პორტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე.
|
ნათია ლომიძე 27.12.2017
ლარის კურსზე საახალწლო წნეხი უკვე აისახა და ერთ დღეში რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. სადღესასწაულო პერიოდის გარდა, ეროვნული ვალუტის რამდენიმე პუნქტით გაუფასურებაზე ბიუჯეტის დეფიციტურმა ხარჯვამაც მოახდინა გავლენა. ნაახალწლევს მოსალოდნელია კურსის 2,50-2,55-ის ფარგლებში დასტაბილურება.
|
თიკო ოსმანოვა 27.12.2017
ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენცია, რომლის რეკონსტრუქციისთვის 26 მილიონი ლარი დაიხარჯა, კვლავ უფუნქციოა. ეკონომიკის სამინისტროში ამასთან დაკავშირებით ჯერ რაიმე კონკრეტული გეგმა არ აქვთ.
|
გვანცა ღვედაშვილი 27.12.2017
არის თუ არა მავნებელი იმ ფრინველის ხორცის ჭამა, რომელიც აზიური ფაროსანათი იკვებებოდა? - ეს კითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, როგორ იკვებებიან შინაური ფრინველები, მათ შორის ინდაურიც, აზიური ფაროსანათი.
|
ეკატერინე ბასილაია 27.12.2017
"როგორც ჩანს, ჩატაევმა 2 თვის განმავლობაში მოახერხა იმ დაკონსერვებული კონსპირაციული ქსელის ამოქმედება, რომელიც ვაჰაბიტებს საქართველოში ჰქონდათ შექმნილი," - აცხადებს სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე.
|
ია აბულაშვილი 27.12.2017
მართალია, ქართველი მაყურებელი საახალწლო თემაზე გადაღებული ფილმებით განებივრებული არ არის, მაგრამ გურამ პატარაიას მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც საფუძვლად უდევს ახალი წლის მეკვლის ტრადიცია, ამ დანაკლისს ავსებს, რადგან "კუჩხი ბედინერის" გარეშე ახალი წელი წარმოუდგენელია.
|
ეკატერინე ბასილაია 26.12.2017
აჰმედ ჩატაევის ქსელის წევრები პანკისის გარდა საქართველოს სხვა კუთხეებშიც შეიძლება იყოს და ანტიტერორისტული ოპერაციები საქართველოს სხვა კუთხეებშიც უნდა ველოდოთ, - აცხადებს „სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე.
|
თიკო ოსმანოვა 26.12.2017
ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენცია, რომლის რეკონსტრუქციისთვის 26 მილიონი ლარი დაიხარჯა, კვლავ უფუნქციოა. ეკონომიკის სამინისტროში ამასთან დაკავშირებით ჯერ რაიმე კონკრეტული გეგმა არ აქვთ
|
ნინო ქეთელაური 26.12.2017
წინასწარი ინფორმაციით, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და მესტიის საკრებულოს წევრი ლომარ ნიგურიანი საკუთარმა ახლობელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 2 გასროლით მოკლა. რა გახდა უთანხმოების მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ოჯახის წევრები პოლიტიკურ მოტივს კატეგორიულად გამორიცხავენ.
|