თეონა დევიძე
26.07.2018

 დედობა, ალბათ, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა ცხოვრებაში და, რასაკვირველია, მას თან ახლავს უამრავი პრობლემაც. არსებობენ მარტოხელა დედები, ვისაც, რიგი მიზეზების გამო, მარტო უწევთ შვილების აღზრდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, ყველა მარტო დარჩენილ დედას არ უწოდებენ "მარტოხელას". საინტერესოა, რის მიხედვით ხდება მათი კლასიფიკაცია ან რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქვეყანაში.

თამარ შუკვანი
25.07.2018

 საქართველოში ტემპერატურის მატებას კვლავ ვარაუდობენ. ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად შესაძლოა თუ არა ტემპერატურის მატება გახდეს და არსებობს თუ არა საფრთხე იმისა, რომ ხანძრებმა, რომელმაც 2017 წელს მთელი საქართველო მოიცვა, შარშანდელი წელსაც განმეორდეს.

ეკატერინე ბასილაია
25.07.2018

 "ვნახე, რომ გარედან ჩემი კონტროლი საკმარისი არ იყო... კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა კვლევა დამიმალეს; ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღეს, როცა ვნახე, რომ "ქართული ოცნების" მოსვლის შემდგომ სიღარიბის ზღვარი გაუარესდა...

ტატა შოშიაშვილი
25.07.2018

 სირიის არაბული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მუალემ და "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა დამასკოში ხელი მოაწერეს "რესპუბლიკებს" შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შეთანხმებას.

ია აბულაშვილი
25.07.2018

 "ძირითადად ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე, ზოგადად, ორი სიტყვით გავცვალეთ მოსაზრებები ჩემი პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით", - ასეთი კომენტარი გააკეთა "რეზონანსთან" დავით ჭიჭინაძემ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ.

თამარ შუკვანი
25.07.2018

 "ქართული ოცნება" რამდნემე დღეა, საპრეზიდენტო კანდიდატზე აქტიურად მსჯელობს და მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა, ქალი იყოს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევისას კრიტერიუმი შესაძლოა, ასაკი და გენდერი იყოს.

თამარ მუკბანიანი
25.07.2018

 ტყიბულში, მინდელის შახტში დასაქმებულები აქციებს მართავენ. მთავარი მოთხოვნა პრემიერთან შეხვედრა და მამუკა ბახტაძის დანაპირების დოკუმენტური გაფორმებაა. მეშახტეები ითხოვენ, კონკრეტულად გაიწეროს, ვინ აანაზღაურებს მათ ხელფასს, სანამ შახტი დახურულია, რა ფორმითა და რამდენი ხნით. ასეთ მოთხოვნებს პროფკავშირში გაწევრიანებული მეშახტეები აყენებენ. ამის პარალელურად, მეშახტეთა სხვა ჯგუფის აქციაც გაიმართა. მათი ძირითადი მოთხოვნა შახტის ადმინისტრაციის ცვლილებას უკავშირდება.

თამარ მუკბანიანი
25.07.2018

 არჩევნების წინ მთავრობა გარემოვაჭრეების მიმართ მიდგომას ცვლის და ლოიალურობას იჩენს. საქართველოს უმეტეს რეგიონსა და დედაქალაქშიც ეს პრობლემა დროებით მივიწყებულია, მათ შორის - საკურორტო რეგიონებშიც, სადაც გარევაჭრობასთან ბრძოლა ყოველი საკურორტო სეზონის დაწყებამდე ანონსდება.

მარი ჩიტაია
25.07.2018

 დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში პარკირება მძღოლების დიდი ნაწილისთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება. ზონალური და საათობრივი პარკინგის სისტემის შემოღებით პარკირების გადასახადი თბილისის ცენტრში დაახლოებით 20-30-ჯერ გაიზრდება. მართალია, ჯერჯერობით, პარკირების საფასურის ზუსტი მოცულობა არ სახელდება, მაგრამ, სპეციალისტების ინფორმაციით, საუბარია, რომ საათობრივი სისტემის შემთხვევაში 1 ლარი გახდეს. იმისთვის, რომ მძღოლმა მანქანა ცენტრალურ უბანში დაახლოებით 3-4 საათით გააჩეროს, მას 3-4 ლარის გადახდა მოუწევს. ამ სქემის მიხედვით, პარკირების გადასახადი მოქალაქეებს დაახლოებით 30-ჯერ გაეზრდებათ.

ელზა პაპოშვილი
25.07.2018

 ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელოს. მისი აზრით, გუნდში კანდიდატზე ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდნენ და კვლავ ძიების პროცესში არიან.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×