მარიამ კუპატაძე 28.07.2018
|
ეკატერინე ბასილაია 28.07.2018
არაოფიციალურად დაწყებული საპრეზიდენტო მარათონი აზარტში შედის და უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ბევრი სიახლის მოლოდინია.
|
ეკატერინე ბასილაია 28.07.2018
სოხუმის რეჟიმი ნარკოტიკების გამსაღებლებისა და მომხარებლებისთვის კანონს ამკაცრებს. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ პირთათვის სამუდამო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. კანონი ასევე უზრუნველყოფს ბრალდებული პირების ქონების კონფისკაციას.
|
ია აბულაშვილი 28.07.2018
"ახალ პოლიტიკურ ძალას შეიძლება, ისევ "ოცნების" წიაღში ჩაეყაროს საფუძველი, მაგრამ ეს მოსალოდნელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
|
თამარ შუკვანი 28.07.2018
"პირველ რიგში უნდა გაირკვეს, ეს მოკლევადიანი პერსპექტივაა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თუ მათ შორის გრძელვადიანი თანამშრომლობა შედგება. პრეზიდენტი ვინ გახდება, ეს ბევრს არაფერს ცვლის ქვეყანაში", - განაცხადა პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ.
|
თამარ მუკბანიანი 28.07.2018
შახტის ბედი კვლავ გაურკვეველია. მთავრობის პოზიციაა, რომ მინდელის სახელობის შახტი სახელმწიფოს მფლობელობაში არ გადავიდეს. "საქნახშირი" მზაობას გამოთქვამდა, რომ კომპანია სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაეცა. როგორც ჩანს, შახტი კვლავ კერძო საკუთრებაში დარჩება, რადგან პრემიერმა განაცხადა, რომ შახტის მართვა სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არაა. ვისი საქმე გახდება ან ვინ ითავებს შახტის მართვას, ისევ უცნობია. სპეციალისტები ამბობენ, რომ მმართველ კომპანიას ("საქნახშირს") არ აქვს რესურსი და უფლება, მინდელის შახტის განმკარგავად დარჩეს.
|
მარი ჩიტაია 28.07.2018
სილამაზის სალონებზე კონტროლის დაწესებამ არსებული ვითარება ვერ შეცვალა. მომხმარებელთა უფლებადამცველების ინფორმაციით, რეალურად ყოველ მეორე საპარიკმახეროში სტანდარტთან შეუსაბამობაა, თუმცა ოფიციალურად ცოტა ფაქტია გამოვლენილი. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, დარღვევების გამო ერთი წლის განმავლობაში 14 სალონი დაჯარიმდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს მხოლოდ 2 შემთხვევით აღემატება. წელს ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო 4 სალონი დაჯარიმდა, 10 შემთხვევაში კი რეგისტრაციის არქონას ჰქონდა ადგილი.
|
მარი ჩიტაია 28.07.2018
რეგიონებში საგრძნობლად იკლო იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც დღიურ შრომას ეწევიან. ამის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. ხალხი ამბობს, რომ ხან მოუსავლიანობის გამო მათ სამუშაოებზე ნაკლებად იწვევენ, ზოგ შემთხვევაში კი ანაზღაურება არ აწყობთ. დაქირავებულთა ნაწილი, რომლებსაც მუდმივად აქვთ სამუშაო, შემოსავლით უკმაყოფილონი არიან და აცხადებენ, რომ, დაუღალავი შრომის მიუხედავად, დამქირავებლები ცოტას უხდიან.
|
ელზა პაპოშვილი 28.07.2018
ვინ ანადგურებს ტყეს და ვის მიჰყავს ქვეყანა ეკოლოგიურ კატასტროფამდე? ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საქართველოს ახალმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ პირველი ბრძოლა სვანეთის სოფელ ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობას გამოუცხადა.
|
ტატა შოშიაშვილი 27.07.2018
27 ივლისს სააქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება XXI-ე საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი დაბნელების - მთვარის სრული დაბნელების დანახვა.
|
ტატა შოშიაშვილი 27.07.2018
სოციალური ქსელის „ფეისბუქის" დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დაახლოებით 15 მლრდ დოლარი დაკარგა.
|
გვანცა წულაია 27.07.2018
მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2018" მონაწილეობის მისაღებად რუმინეთში, კონსტანცას პორტიდან გამოგზავნილი ამერიკული ჯავშანტექნიკა უკვე საქართველოშია.
|