სალომე სარიშვილი 22.04.2016 გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით გუშინ სადგურის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ბაზრის მოვაჭრეები და გარემოვაჭრეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით სასამართლომ 3 მათგანი გაათავისუფლა. ადვოკატ გიორგი ჩაფიძის ინფორმაციით, პროცესი 27 აპრილს გაიმართება, სადაც მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ.
|
ლიკა ამირაშვილი 21.04.2016 მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გარდა, ოპოზიცია საარჩევნო ბარიერის დაწევას, სარეკლამო დროის თანაბრად გადანაწილებას და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლას ითხოვს.
|
ლიკა ამირაშვილი 20.04.2016 "საქართველო ვარშავის სამიტზე წევრობას ითხოვს", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. რეალურად მიგაჩნიათ თუ არა თავდაცვის მინისტრის განცხადება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
|
ლიკა ამირაშვილი 19.04.2016 როგორც გერმანული "ველტი" წერს, ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასთან, თურქეთსა და კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პირობები ჩადოს.
|
ნინო ქეთელაური 18.04.2016 "შევთანხმდით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობს, არ უნდა არსებობდეს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "აუდიტორია 115"-ის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
|
ლიკა ამირაშვილი 16.04.2016 საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ელჩ იან კელის წინააღმდეგ მიმართულ მუქარაზე რეაგირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის საელჩო აფასებს, თუ როგორი სერიოზულობით მოეკიდა საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის მთავარი პროკურორის ოფისი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ელჩ კელის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას.
|
გვანცა ღვედაშვილი 15.04.2016 არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრები გაიმართა. შეთანხმების მიღწევის შემდეგ მარგველაშვილმა არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი გამოაცხადა, თუმცა განკარგულებას პრემიერმა ხელი არ მოაწერა და პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს.
|
გვანცა ღვედაშვილი 14.04.2016 ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 15% ხმას "ქართულ ოცნებას", ხოლო 13% - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მისცემდა.
|
ლიკა ამირაშვილი 13.04.2016 საქართველოში დემოკრატიის დონე შარშანდელთან შედარებით 4,64 პუნქტიდან 4,61 პუნქტამდე გაუმჯობესდა. ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დონის გაზრდაა. ამის შესახებ საუბარია ამერიკული უფლებადამცველი ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში სახელწოდებით "ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2016".
|
ნინო ქეთელაური 12.04.2016 ე.წ სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ ე.წ პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა.
|
სალომე სარიშვილი 11.04.2016 ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურამ კუდ-ის 6 ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა. მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი, რომელმაც დაკავებამდე 2 დღით ადრე ვიდეომიმართვა ჩაწერა და განაცხადა, რომ მისი დაკავების შესახებ სანდო წყაროსგან ინფორმირებული წინასწარ იყო.
|
ლიკა ამირაშვილი 09.04.2016 ტელეკომპანია "იმედის" ყოფილმა თანამშრომელმა თათია სამხარაძემ ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სექსუალური ხასიათის შევიწროვებაში ღიად დაადანაშაულა. იგი ყვება, რომ რამიშვილის მხრიდან აღნიშნულ ქმედებას სისტემატური ხასიათი ჰქონდა, რის გამოც ტელეკომპანიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
|