გვანცა ღვედაშვილი 25.03.2016 ბოლო პერიოდში, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე აქტიურად საუბრობენ. პოლიტიკოსების ნაწილი ივანიშვილის დაბრუნებას მიესალმება, ნაწილი კი თვლის, რომ ეს არასწორი იქნება.
|
გვანცა ღვედაშვილი 24.03.2016 პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" თავის ყოფილ თავმჯდომარესთან, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციებს გამართავს. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
|
გვანცა ღვედაშვილი 23.03.2016 გუშინ დილით ბრიუსელში ორი ტერაქტი განხორციელდა. პირველი აფეთქება აეროპორტში, მეორე კი მეტროს სადგურში მოხდა. ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ბელგიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. მათივე ცნობით, 100 ადამიანი აეროპორტში, 130 კი მეტროში მომხდარი ტერაქტების დროს დაშავდა.
|
ნინო ქეთელაური 22.03.2016 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ უვადო პატიმრობის წესის გადახედვისკენ საქართველოს პარლამენტსა და ხელისუფლებას მოუწოდა.
|
ნინო ქეთელაური 21.03.2016 ე.წ. "კოკაინის საქმეზე" ჩადენილ შესაძლო კორუფციულ ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაასრულა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ დასკვნაშია ნათქვამი, ალეკო ელისაშვილის ბრალდებებზე დაწყებული გამოძიებით, შეწყალების საქმეში კორუფციული გარიგების ფაქტი არ დასტურდება.
|
გვანცა ღვედაშვილი 19.03.2016 არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობამ" ქუთაისში პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეეები ქორწინების შესახებ კონსტიტუციაში საგანგებო ჩანაწერის შესაძლო გაკეთებას აპროტესტებდნენ.
|
ნინო ქეთელაური 17.03.2016 საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვის შესაძლებლობის საკითხზე ალაპარაკდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია კი აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვაზე საკუთარ პოზიციას ასე განმარტავს - დიალოგს ყველაზე რთულ მხარესთანაც კი ალტერნატივა არ აქვს.
|
ლიკა ამირაშვილი 17.03.2016 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისევ დაძაბული ვითარებაა - სტუდენტები ორად არიან გაყოფილი და აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. სასწავლებლის ორი კორპუსია პარალიზებული. "115-ე აუდიტორია" პირველ კორპუსშია გამაგრებული, თვითმმართველობა კი მეზობელ შენობაში.
|
ლიკა ამირაშვილი 16.03.2016 "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო რატიანი გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უახლოეს მომავალში შეიტანს.
|
ნინო ქეთელაური 15.03.2016 ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ინტერნეტში ისევ გავრცელდა. კადრებში სახეები დაფარულია და თან ახლავს ტექსტი, რომელშიც მასალის ავტორი მოქმედ პოლიტიკოსებს პოლიტიკიდან წასვლისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შესახებ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებით ემუქრება.
|
გვანცა ღვედაშვილი 14.03.2016 თითქმის ერთი კვირაა, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები აქციებს მართავენ. ისინი მოითხოვენ სასწავლებელში "ოდეერის" ინსტიტუტის არსებობის შესახებ გამოძიების დაწყებას, კანცლერის არჩევის სისტემის რეფორმირებას, გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას, თვითმმართველობის ფუნქციისა და ადმინისტრაციული უფლებების მინიმალიზაციას.
|
ლიკა ამირაშვილი 12.03.2016 ინტერნეტში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელებას გუშინ სკანდალი მოჰყვა. მთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე საქმეზე აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
|