ნინო ქეთელაური 08.04.2016 საქართველოს პრეზიდენტის მიერ, არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადებამ საზოგადობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი თვლის, რომ განკარგულება ან პრეზიდენტმა უნდა გაითხოვოს, ან პრემიერმა შენიშვნების გათვალისწინებით, ხელი არ მოაწეროს. მათი განმარტებით, 6 თვე წინასაარჩევოდ ზედმეტად დიდი დროა და აღნიშნული განკარგულება არც კანონთან მოდის თანხვედრაში.
|
ნინო ქეთელაური 07.04.2016 პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების პროცესი სპონტანურად და არათანამიმდევრულად წარიმართა, რამაც სამართლებრივი გაუგებრობები წარმოშვა - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ნაწილი კი თვლის, რომ არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადებით, არანაირი კანონი არ დარღვეულა.
|
ლიკა ამირაშვილი 06.04.2016 თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მოსალოდნელ გათავისუფლებისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ამ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გუშინ ინფორმაცია გავრცელდა, რასაც მმართველი გუნდი არ ადასტურებს.
|
ნინო ქეთელაური 05.04.2016 აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მოწინააღმდეგეების სამი ტანკი და 30-ზე მეტი სამხედრო გაანადგურა - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. მათივე ცნობით, ფრონტის ხაზზე ვითარებას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.
|
ნინო ქეთელაური 04.04.2016 რუსეთის დელეგაციას, რომელიც საქართველოში 1-5 ივლისს დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დასასწრებად ჩამოვა, პრობლემა არ შეექმნება - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
|
ლიკა ამირაშვილი 02.04.2016 "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი წევრი, საკრებულოს დეპუტატი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ "რესპუბლიკელი" მინისტრები დროებითი მინისტრები არიან. როგორც დავით ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იქნებიან თუ არა "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლები მინისტრები არჩევნების შემდეგაც, ეს არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული.
|
გვანცა ღვედაშვილი 01.04.2016 რესპუბლიკური პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა. პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე 26-27 მარტს იმსჯელა და გადაწყვეტილების შესაბამისად, ის კოალიციაში მხოლოდ არჩევნებამდე დარჩება და დაკავებულ თანამდებობებზე მუშაობას გააგრძელებენ.
|
ლიკა ამირაშვილი 31.03.2016 ორი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების შემდეგ, ორიოდე კვირის წინ სოციალურ ქსელში გამაფრთხილებელი წერილი გავრცელდა, სადაც რამდენიმე პოლიტიკოსსა და ჟურნალისტს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ, თუ ისინი 31 მარტამდე თანამდებობებს არ დატოვებდნენ.
|
ლიკა ამირაშვილი 30.03.2016 სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორია არ გამორიცხავს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის სპეცსამსახურების ხელში იყოს. ამის შესახებ იზორიამ გუშინ, პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
|
ლიკა ამირაშვილი 29.03.2016 პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ "რესპუბლიკური პარტია" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. პარტიის წევრი დეპუტატები მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ კომიტეტის გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის საკითხს შეეხება, ხოლო, გავლენ თუ არა "რესპუბლიკელები" არჩევნებზე დამოუკიდებლად, ამის დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ.
|
ლიკა ამირაშვილი 28.03.2016 თბილისში, შარდენის ქუჩაზე "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია, სახელწოდებით, "ნუ მაბოლებ!" გაიმართა. როგორც "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ განაცხადა, აქციის მთავარი მოთხოვნაა რესტორნებსა და კაფე-ბარებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა.
|
თაკო მათეშვილი 26.03.2016 კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის თამაზ მეჭიაურის მტკიცებით, იმ თანამდებობის პირებმა, რომლებზეც კომპრომატები არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ.
|