გვანცა ღვედაშვილი 25.12.2015 ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ უმრავლესობაში დაიწყო იმის განხილვა, თუ ვინ შეიძლება გახდეს მომავალი პრემიერ-მინისტრი.
|
გვანცა ღვედაშვილი 24.12.2015 ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, ამის შესახებ მან კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თუმცა, მიზეზი არ დაუსახელებია. არადა, ორი დღით ადრე მან მთავრობის მუშაობის 3-წლიანი ანგარიში დიდი ზარზეიმით წარადგინა. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო როგორც საპარლამენტო უმრავლესობისთვის, ისე ოპოზიციისთვისაც.
|
ლიკა ამირაშვილი 23.12.2015 საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ხელისუფლებას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, უსამართლო და უკანონო განაჩენებზე ხელმომწერი ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას მხარი არ დაუჭირონ.
|
ნინო ქეთელაური 22.12.2015 საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები "ენ-დი-აი"-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს უნდობლობას უცხადებენ. "ენ-დი-აი"-ს გამოკითხვა რამდენიმე საკითხს, მათ შორის, საგარეო პოლიტიკას, პარტიების მხარდაჭერასა და მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა.
|
თიკო ოსმანოვა 21.12.2015 ევროკავშირის გარდა, ჩვენს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება, ვიზების გარეშე იმოგზაურონ სხვა ქვეყნებში, ჩვენს მეზობელ და შორეულ სახელმწიფოებში, - ამის შესახებ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
|
ლიკა ამირაშვილი 19.12.2015 ევროკომისიამ ვიზალიბე რალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ევროპული კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდო. დოკუმენტი საქართველოს შესახებ დადებით შეფასებებს შეიცავს. კონკრეტულად, მასში ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა.
|
გვანცა ღვედაშვილი 18.12.2015 რუსეთის პრეზიდენმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის მზად არის. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ რუსეთი ურთიერთობის გაუარესების ინიციატორი არ ყოფილა და მზად არის, ეს ურთიერთობა აღადგინოს.
|
გვანცა ღვედაშვილი 18.12.2015 თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში მასზე მაღალჩინოსნები ზეწოლას ახორციელებდნენ. მისი თქმით, კონკრეტული მაღალჩინოსნები ურეკავდნენ და უთითებდნენ, თუ ვინ უნდა შეეწყალებინათ.
|
თიკო ოსმანოვა 16.12.2015 "ალეკო ელისაშვილის მიერ პროკურატურაში მოტანილ მობილურ ტელეფონში არ აღმოჩნდა იმ მაღალჩინოსნების მესიჯები, რომლებსაც ის ასახელებს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა კოკა კაციტაძემ განუცხადა.
|
ნინო ქეთელაური 15.12.2015 ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიშს ევროკომისია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. ანგარიშში წარმოდგენილი იქნება შეფასებები, თუ რამდენად წარმატებულად შეასრულეს საქართველომ და უკრაინამ სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის აუცილებელი პირობები.
|
ნინო ქეთელაური 14.12.2015 პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის ალეკო ელისაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ბესელიას განცხადებით, მისი გაღიზიანება პოლიტპატიმართა სიის მიმართ ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია.
|
სალომე სარიშვილი 12.12.2015 საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატისა და შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისი კომისიაში ყოფნის პერიოდში "ქართული ოცნების" ზოგიერთი მაღალჩინოსანი ფულის სანაცვლოდ კონკრეტული პატიმრების შეწყალებით იყო დაინტერესებული, რის გამოც ისინი მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ელისაშვილის მტკიცებით, ამ პოლიტიკოსების სახელები და გვარები მან ყოფილ მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილსა და მის მოადგილე გიორგი გოგაძეს მიაწოდა.
|