ნინო ქეთელაური 13.11.2015 "წლის ბოლომდე ველოდებით ევროპული კომისიის ძალიან დადებით ანგარიშს. 99%-ით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უვიზო რეჟიმი უკვე მომავალ წელს დაწესდება", - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ანდრეი მამიკინსმა განაცხადა.
|
ლიკა ამირაშვილი 12.11.2015 "არ ვფიქრობ, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესსა და "რუსთავი 2"-ის საკითხს შორის პირდაპირი კავშირი არსებობდეს," - ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა "რუსთავი 2"-ის საქმე ვიზალიბერალიზაციის პროცესში შემაბრკოლებელი ფაქტორი.
|
გვანცა ღვედაშვილი 11.11.2015 ისევ აქტუალური გახდა პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხი. ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ერთ-ერთი სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ დროულად უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით.
|
ნინო ქეთელაური 10.11.2015 საქართველოს პარლამენტმა "რუსთავი2"-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილების შუამდგომლობით მიმართა. პარლამენტის განცხადებში საუბარია სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" მიერ შეტანილი სარჩელების თაობაზე, მიმდინარე დავის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის მაია კოპალეიშვილის აცილებაზე.
|
გვანცა ღვედაშვილი 08.11.2015 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის მმართველობის შეცვლის მცდელობას სააპელაციო პროცესის დაწყებამდე ღრმა პოლიტიკური შედეგები ექნება.
|
ლიკა ამირაშვილი 07.11.2015 თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ განჩინება მიიღო. ტელეკომპანიაში დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნნენ.
|
გვანცა ღვედაშვილი 06.11.2015 ქუთაისში "ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის" რეგიონული ოფისი გაიხსნა. რეგიონულ წარმომადგენლობას თემურ ცამციშვილი უხელმძღვანელებს. "ახალი პოლიტიკური ცენტრის" ხელმძღვანელებმა დღეს მედიას ცენტრის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნეს.
|
ლიკა ამირაშვილი 05.11.2015 წინა კვირას უკრაინულმა ვებგვერდმა ფარული აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნება დაიწყო, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრებია ფარულად ჩაწერილი, მათ შორის ექსპრეზიდენტისაც.
|
ლიკა ამირაშვილი 04.11.2015 თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების 60% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, 40% კი მის საკუთრებაში არსებულ შპს "პანორამას" დაუბრუნდება. აღსრულების პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე გაიწელება, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ აღსრულების ნორმა შეაჩერა. ქიბარ ხალვაშის ხელში "რუსთავი 2" საბოლოოდ მხოლოდ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გადავა.
|
ნინო ქეთელაური 03.11.2015 "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესის პარალელურად, უკრაინულ საიტზე ისევ გამოჩნდა ფარული ჩანაწერები. გავრცელებულ მასალებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და მომღერალ სოფო ნიჟარაძის საუბრებია ჩაწერილი. ჩანაწერებში კვლავ რუსთავი2-სა და მის ირგვლივ მოვლენების განვითარების შესაძლო ვერსიაზეა საუბარი.
|
ნინო ქეთელაური 02.11.2015 "რუსთავი 2"-სა და ქიბარ ხალვაშის სასამართლო პროცესი დღეს 11 საათზეა დანიშნული. დღეს სავარაუდოდ სასამართლო მოდავე მხარეების საბოლოო სიტყვებს მოისმენს, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა.
|
თაკო მათეშვილი 31.10.2015 უკრაინული გამოცემა "უარევიუ" ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიასა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საუბარს აქვეყნებს. ისინი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობასა და მოვლენების ძალადობრივი გზით განვითარებას განიხილავენ.
|