სალომე სარიშვილი 18.09.2015 თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა გუშინ პატიმრობიდან გაათავისუფლა. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილდა, რაც მისი თავისუფლების საფუძველი გახდა.
|
გვანცა ღვედაშვილი 17.09.2015 დენის ტარიფმა მოიმატა, ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ უფრო უფასურდება და ფასები იმატებს, როგორც პირველადი საჭიროების პროდუქტებზე, ისე მედიკამენტებსა და ჯანდაცვაზე, სოციალური ფონი კი საკმაოდ მძიმეა, ექსპერთა ნაწილი სოციალური აფეთქების საშიშროებაზე ალაპარაკდა.
|
ვახტანგ შამუგია 16.09.2015 "რთველი 2015" კახელი გლეხების ნაწილის უკმაყოფილებისა და საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. მათი თქმით, ფასი, 60-65 თეთრი, რაც დადგენილია თეთრი ყურძნის ჩასაბარებლად, მათთვის მიუღებელია, რადგანაც ძალიან დაბალია.
|
ლიკა ამირაშვილი 15.09.2015 თუ დასავლეთის ქვეყნები საქართველოს იგნორირებას გააგრძელებენ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროექტი შესაძლოა, ჩაიშალოს, - ამ მოსაზრებას პოლონურ მედიასთან საუბრისას პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენელი, კონრად ზაშოვტი გამოთქვამს.
|
ლიკა ამირაშვილი 14.09.2015 სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი მევენახეების პროტესტს რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით პროვოკაციულს უწოდებს. როგორც დავითაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, სახეები, რომლებიც აქციებზე ჩანდნენ, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები არიან და ბევრ მათგანს ვენახიც არ აქვს.
|
გვანცა ღვედაშვილი 12.09.2015 თელავი-გურჯაანის მაგისტრალზე მევენახეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ყურძნის ჩასაბარებელ დაბალ ფასს აპროტესტებდნენ. ამ დროისთვის თეთრი ყურძნის ფასი 60, ხოლო საფერავის 85 თეთრია. გლეხები კი მოითხოვენ სულ მცირე ერთი ლარის ფარგლებში მოხდეს ყურძნის ჩაბარება.
|
ლიკა ამირაშვილი 11.09.2015 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტი ქართული ენისთვის, შესაძლოა, სერიოზული ზიანის მომტანი იყოს, რადგან, მისი თქმით, კანონმდებლობაში ენობრივი თვალსაზრისით ხარვეზებია.
|
თეა ბეჟიტაშვილი 10.09.2015 ტელეკომპანია "იმედი" გადაცემა "რეაქციის" მთელმა შემადგენლობამ დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, "რეაქციის" თანამშრომლებს სხვადასხვა გადაცემაში დასაქმებას ბოლო დღემდე სთავაზობდნენ.
|
ლიკა ამირაშვილი 09.09.2015 ჩემი ნება რომ იყოს, ბიძინა ივანიშვილს დავაბრუნებდი აქტიურ ქართულ პოლიტიკაში, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გავლენა გამოწვეულია მის მიმართ დიდი პატივისცემით, თუმცა გადაწყვეტილებების მიღების პროცესის მონაწილე არ არის.
|
გვანცა ღვედაშვილი 08.09.2015 თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ყოფილმა ევროკომისარმა შტეფან ფულემ საქართველოში არაფორმალურ მმართველობასა და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების შესახებ ისაუბრა. როგორც თავად განაცხადა, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს სამი კითხვა დაუსვა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.
|
გვანცა ღვედაშვილი 07.09.2015 საქრთველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის ერთადერთ გზად მშვიდობიან დიალოგს და პრაგმატულ პოლიტიკას მიიჩნევს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისასა განაცხადა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ის ურთიერთობა და პრაგმატული დამოკიდებულება, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით.
|
თეა ბეჟიტაშვილი 05.09.2015 საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რომელიმე თოქ-შოუს დახურვა კონკრეტული ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაა. ბოლო პერიოდში რამდენიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის დახურვამ საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია. ნაწილი ფიქრობს, რომ გადაცემების დახურვა მთავრობის გადაწყვეტილებაა და რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში ერევა.
|