თეა ბეჟიტაშვილი 06.08.2015 ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა და ერთი დოლარი 2.29 ლარი გახდა.
|
ლიკა ამირაშვილი 05.08.2015 იუსტიციის სახლში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა გაიმართა. საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს ქალთა წინააღმდეგ, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობის კონვენციის დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანას. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ოცამდე კანონს შეეხება.
|
ლიკა ამირაშვილი 04.08.2015 "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტას "ქართული ოცნების" "კიდევ ერთ კრახად" მიიჩნევს.
|
თეა ბეჟიტაშვილი 03.08.2015 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის უკვე ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი წარადგინა, ხოლო მღებრიშვილის ადგილს მისი პირველი მოადგილე კახა კახიშვილი დაიკავებს.
|
იაგო ნაცვლიშვილი 01.08.2015 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო. მან არ გაიზიარა უმრავლესობის პოზიცია და კანონში შესატან ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. ცვლილების თანახმად, იგეგმება ეროვნული ბანკისთვის საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა და ძლიერდება საპარლამენტო კონტროლი.
|
იაგო ნაცვლიშვილი 31.07.2015 რუსეთი საქართველოსა და უკრაინას საპასუხო სანქციებით ემუქრება, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადმირ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. საქმე ეხება ევროკავშირის იმ სანქციებს, რომელსაც საქართველოც შეუერთდა. ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაშია აღნიშნულია, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიას საქართველოც უერთდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ტერიტორიებზე წარმოებულ პროდუქციაზე ექსპორტი აკრძალულია.
|
ლიკა ამირაშვილი 30.07.2015 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ არსებობს არავითარი ნორმა, რომელიც გარე ტემპერატურის დროს სამუშაოებს კრძალავს ან აჩერებს.
|
რეზონანსი 29.07.2015 თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საქართველოსთან მიმართებაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან საფრთხეს არ ელოდება. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს თურქეთის მიერ სახელმწიფოს საზღვრების გაძლიერების გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა, ქართულ მხარეს რამე საფრთხეებთან დაკავშირებით მონაცემები არ აქვს.
|
ლიკა ამირაშვილი 28.07.2015 საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება 2 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრების ღირებულება - 1 000 ლარს, - ასეთი შინაარსის დაზუსტება "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონში შედის. აღნიშნული კანონპროექტი ერთ-ერთია იმ საკანონმდებლო პაკეტში, რომელიც საჯარო სამსახურის რეფორმირებას ისახავს მიზნად.
|
ლიკა ამირაშვილი 27.07.2015 კოსოვოს დელეგაციას ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცემა. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს.
|
იაგო ნაცვლიშვილი 25.07.2015 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლებააღკვეთილი 98 პირი შეიწყალა, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრის აკაკი ბობოხიძის ძმა ლევან ბობოხიძე, რომელიც წარსულში ასევე "ნაცმოძრაობის" წევრი იყო. ამ ფაქტმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. უკმაყოფილება გამოხატეს მთავრობაშიც. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტს "ნაციონალური" პრეზიდენტი უწოდა.
|
იაგო ნაცვლიშვილი 24.07.2015 საქართველოს უმეტეს რეგიონებში ელექტროენერგიის ღირებულება გაიზარდა, ამის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო. "ენერგო-პრო-ჯორჯიას" მომხმარებლებს ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 3.95 თეთრით გაეზარდათ. შეგახსენებთ, რომ ეს კომპანია ელექტროენერგიით მთელ საქარველოს ამარაგებს, თბილისისა და კახეთის გარდა.
|