ლიკა ამირაშვილი
04.09.2015

 თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გადასახადი 3-4 თეთრით გაიზარდა - გადაწყვეტილება გუშინ სემეკმა მიიღო, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის შესყიდვის საშუალო შეწონილი ფასი, რომელიც იყო 5.480თ-კვტსთ, ამჟამად 11.173თ-კვტსთ გახდა, შესაბამისად მოიმატა დედაქალაქში სამომხმარებლო ტარიფმა.

გვანცა ღვედაშვილი
03.09.2015

 პარლამენტში "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ თამაზ მეჭეაურმა განაცხადა: "ბიძინა ივანიშვილს ვადანაშაულებ იმაში, რომ მან ერთ "ენჯეოელ სოროსელს", რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ის ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა, რომლითაც ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც".

გვანცა ღვედაშვილი
02.09.2015

 გუშინ მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდა, რომლის შესახებაც განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. საგარეო საქმეთა მინისტრად თამარ ბერუჩაშვილის ადგილზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ხოლო მის ადგილზე თბილისის ყოფილი ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნა. სად გააგრძელებს მუშაობას საგარეო საქმეთა ექსმინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ამ საკითხის გადაწყვეტა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს მიანდო.

გვანცა ღვედაშვილი
01.09.2015

 ტელეკომპანია "იმედმა" 2 პოლიტიკური გადაცემა "იმედის კვირა" და "რეაქცია" დახურა. როგორც ტელეკომპანია აცხადებს, თოქ-შოუების დახურვის მიზეზი გადაცემების არსებული ფორმატების შეცვლაა, მათ სურთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი შეიმუშაონ, რომელსაც მაყურებელს 2016 წლიდან შესთავაზებენ.

ელზა პაპოშვილი
31.08.2015

 სულ უფრო აქტიური ხდება საუბარი იმაზე, რომ თბილისელებს "თელასი" დენის გადასახადს სავარაუდოდ 2016 წლიდან გაუძვირებს. სწორედ ამასთან დაკავშირებით, სემეკში 27 აგვისტოს სხდომა გაიმართა, სადაც განხილული იყო თელასის მიერ 2015-2016 წლბში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა.

ელზა პაპოშვილი
29.08.2015

 ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი 27 აგვისტოს გაიხსნა. ცენტრი ოფიციალურად ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნეს.

ლიკა ამირაშვილი
28.08.2015

 არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატოს სამიტზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, მიიღებს თუ არა საქართველო მომავალ სამიტზე მაპ-ს.

ლიკა ამირაშვილი
27.08.2015

 მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნონ და არ აჰყვნენ ექსპერტების პროგნოზებს.

ლიკა ამირაშვილი
26.08.2015

 ნატოს მიერ გაფართოებაზე უარის თქმა რუსეთმა აღიქვა, როგორც მწვანე შუქი საქართველოში მოქმედების დასაწყებად, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში" სიტყვით გამოსვლისას.

სალომე სარიშვილი
25.08.2015

 ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ მკვეთრად გაუფასურდა. გუშინ, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3640 ლარი გახდა, შესაბამისად, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3640 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.3336 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ კი 0.0304 ლარი შეადგინა.

თიკო ოსმანოვა
24.08.2015

 ნატოს უელსის სამიტზე გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის ფარგლებში მიღებული გადწყვეტილება შესრულებულია - 27 აგვისტოს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგიც ეწვევა.

ვახტანგ შამუგია
22.08.2015

 სექტემბრის ბოლოს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ანსამბლეის 70-ე სესიაზე ქართული დელეგაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ჩავა. თავის მხრივ, სესიას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც დაესწრება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×