გვანცა ღვედაშვილი 30.10.2015 ევროპარლამენტის წევრები საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავენ: "გვსურს გამოვხატოთ ღრმა შეშფოთება საქართველოში ახლახან განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიას უქმნის საფრთხეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
| ლიკა ამირაშვილი 29.10.2015 "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ აბაშიძის აზრით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების უკან ხელისუფლება დგას. ეს განცხადება აბაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
| გვანცა ღვედაშვილი 28.10.2015 "ძალიან მალე სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება, რადგან ყველა მიხვდება, რომ ის გენიალური პიროვნება იყო, მან დიდი საქმეები გააკეთა", - ეს განცხადება კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა გოგი თოფაძემ "მაესტროს" ეთერში, "ნაციონალური მოძრაობის წევრ" გიორგი კანდელაკთან დებატებისას გააკეთა.
| ნინო ქეთელაური 27.10.2015 თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ მოლოდინი, რომელიც ნატოსთან მიმართებით აქვს ქართველ ხალხს, მკრთალდება, რადგან რეალობა უხეშია.
| გვანცა ღვედაშვილი 26.10.2015 ბოლო პერიოდში "რუსთავი 2"-ის სასამართლომ და წამების კადრების გავრცელებამ ქვეყანაში სიტუაცია დაძაბა. ამას ემატება პრემიერისა და საპარლამენტო უმრავლესობის ახალი და მწვავე დაპირისპირება პრეზიდენტთან. შეგახსენებთ, რომ ჯერ პარასკევს საპარლამენტო უმრავლესობამ თქვა უარი ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციის გავლაზე, შაბათს კი პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ, რომელშიც გიორგი მარგველაშვილი პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდა, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის "ხალხს ხვდება".
| ნინო ქეთელაური 24.10.2015 სასამართლომ 17 მაისის საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 17 მაისის აქციის დარბევის საქმეზე თავდაპირველად 5 კაცი იყო ბრალდებული, რომელთაც შეკრებისა და მანიფესტაციის ხელის შეშლა ედებოდათ ბრალად. მათგან ერთზე, მამა ანთიმოზზე სამართლებრივი დევნა სასამართლო განხილვების პირველ ეტაპზევე შეწყდა, ხოლო 4 ბრალდებულზე საქმის წარმოება ამ დრომდე გრძელდებოდა.
| გვანცა ღვედაშვილი 23.10.2015 რამდენიმე დღის წინ ისევ გავრცელდა წამების ამსახველი ფარული ჩანაწერი, რამაც პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ადამიანების წამებისა და გაუპატიურების ამსახველ ვიდეოკადრებს მედიასივრცეში თავად "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს, მიზეზად კი "ნაციონალების" კომერციული ინტერესი დაასახელა.
| ლიკა ამირაშვილი 22.10.2015 "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მხარდამჭერებს დღეს სასამართლოსთან და ტელეკომპანიის შენობასთან მისვლისკენ მოუწოდებს. როგორც ამბობს, ხელისუფლებიდან მიიღო ინფორმაცია, რომ დღეს სასამართლო ქიბარ ხალვაშის სარჩელს დააკმაყოფილებს და ტელეკომპანიის 100%-ს მას გადასცემს, და რომ დღეს ან ხვალ "რუსთავი 2"-ში აღმასრულებლები მივლენ. გვარამიას თქმით, ეს იქნება ძალისმიერი ჩარევა, რასაც თავადაც ძალას დაუპირისპირებენ. ამიტომ, ხალხს მოუწოდებს, მივიდნენ და დაიცვან ტელეკომპანია და ზოგადად ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებები.
| გვანცა ღვედაშვილი 21.10.2015 ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა გუშინ ცხინვალში, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "რესპუბლიკის" რუსეთის შემადგენლობაში გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.
| ნინო საბაშვილი 20.10.2015 ზუგდიდში წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრები საჯაროდ აჩვენეს. ძალადობის ამსახველი მასალა ქალაქის ცენტრში, გამსახურდიას ძეგლთან, პროექტორების მეშვეობით გაუშვეს. კადრები რამდენჯერმე გაიმეორეს და მისი ნახვა ნებისმიერ გამვლელს შეეძლო.
| გვანცა ღვედაშვილი 19.10.2015 აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ("ენდიაი") მიერ ჩატარებული გამოკითხვის იმ ნაწილმა, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგს ეხება, პოლიტიკურ წრეებსა და ზოგადად ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
| სალომე სარიშვილი 17.10.2015 გუშინ ოპერასთან "გაზპრომის" წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი და რამდენიმე პირი "გაზპრომის" საწინააღმდეგო პოსტერების გაკვრის დროს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩერგოლეიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე იქნა დაკავებული, რაც თვითმმართველი ორგანოს იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|