ნინო ქეთელაური 10.12.2015 რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. აღნიშნული ფაქტი თავდაცვის სამინისტროშიც დაადასტურეს, სადაც განმარტეს, რომ რუსულმა ვერტმფრენმა კონფლიქტის ზონა გადმოკვეთა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთით.
|
სალომე სარიშვილი 10.12.2015 "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის. ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ სწორედ გერმანიაა ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დარეგულირებაზე მუშაობა შეუძლია.
|
ლიკა ამირაშვილი 09.12.2015 მილიონი ხის დარგვის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 480 000 ხეა დარგული.
|
ნინო ქეთელაური 08.12.2015 რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის, შესაძლოა, ფულადი ჯარიმები დაწესდეს. საქმე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს ეხება, რომლის ინიციატორი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანია. პროექტის ავტორი კი "დემოგრაფიული განვითარების ფონდის" დირექტორი ზვიად ტომარაძეა.
|
გვანცა ღვედაშვილი 07.12.2015 
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსთაველის თეატრში მსჯავრდებულების დადგმულ სპექტაკლს "ჩემი მძევალი ანგელოზები" დაესწრო, სადაც განაცხადა, რომ პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს. |
სალომე სარიშვილი 05.12.2015 საპარლამენტო უმრავლესობის წევრისა და პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის თქმით, კოალიცია "ქართული ოცნება" 2016 წლის არჩევნებშიც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მიიღებს მონაწილეობას.
|
გვანცა ღვედაშვილი 04.12.2015 მთავრობის სხდომაზე განიხილეს ცვლილებები "საგზაო მოძრაობის შესახებ", რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვას ეხება. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა სხდომაზე განაცხადა, მფლობელებს, რომლებსაც უკვე ჰყავთ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები, პრობლემა არ შეექმნებათ.
|
გვანცა ღვედაშვილი 03.12.2015 თბილისში არსებული პრობლემები - საცობები, პარკინგის პრობლემა, უკანონო და მახინჯი მშენებლობები, დაბინძურებული ჰაერი და მრავალი სხვა - თვიდან თვემდე არა თუ გვარდება, არამედ პირიქით, მძიმდება.
|
გვანცა ღვედაშვილი 02.12.2015 ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალი იწყება. მსჯელობა გაიმართება ავღანეთსა და უკრაინისთვის დახმარების გაწევაზე, რუსეთთან ურთიერთობასა და სხვა საკითხებზე.
|
ნინო ქეთელაური 01.12.2015 რუსულ პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად, "პიკის" მსგავსი რუსულენოვანი არხის არსებობას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიზანშეწონილად მიიჩნევს.
|
ლიკა ამირაშვილი 30.11.2015 დღეში საკვებად 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია - ეს განცხადება საკრებულოს უმრავლესობის, "ქართული ოცნების" დეპუტატმა რიმა ბერიძემ სოციალურად დაუცველთათვის უფასო სასადილოების ბიუჯეტზე საუბრისას გააკეთა.
|
თაკო მათეშვილი 28.11.2015 2016 წლის 1-ლი ივლისიდან პენსიები 20 ლარით გაიზრდება და 180 ლარი გახდება. აღნიშნული სიახლის შესახებ მოსახლეობას მთავრობის გუშინდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამცნო.
|