ლიკა ამირაშვილი 21.08.2015 ნატოს მიერ გაფართოებაზე უარის თქმა რუსეთმა აღიქვა, როგორც მწვანე შუქი საქართველოში მოქმედებების დასაწყებად, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში" სიტყვით გამოსვლისას.
|
ლიკა ამირაშვილი 20.08.2015 ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, ლარის კურსის გაუფასურების საკითხი შემოდგომა-ზამთარში განსაკუთრებით მწვავედ დადგება. მისი აზრით, ხელისუფლებამ ეროვნული ვალუტის გასამყარებლად რეაგირება უნდა მოახდინოს.
|
ლიკა ამირაშვილი 19.08.2015 სექტემბრის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ იორკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ამავე დროს ნიუ იორკში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც მიემგზავრება, ლიტვის პრეზიდენტის მიწვევით. გაეროში პრემიერისა და პრეზიდენტის გამგზავრება აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
|
ელზა პაპოშვილი 18.08.2015 ე.წ. კორტების სპეცოპერაციასა და ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში უკანონო ბრძანების შესრულების ბრალდებით დაკავებული 7 რიგითი სპეცრაზმელი მოსამართლემ თავდების სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
|
სალომე სარიშვილი 17.08.2015 "უფლებადამცველთა გაერთიანება", "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია" და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია შეწყალების კომისიის რეფორმირებას ითხოვს.
|
იაგო ნაცვლიშვილი 15.08.2015 ნაფიცმა მსაჯულებმა ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს, ასეთი გადაწყვეტილება 10-მა ნაფიცმა მსაჯულმა ორის წინააღმდეგ მიიღო. თუმცა მათ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაცია გასცეს, რის საფუძველზეც მიხეილ ძაძამიას აღარ დააპატიმრებენ, კობა ხარშილაძე კი პატიმრობაში 24 დეკემბრამდე რჩება.
|
თეა ბეჟიტაშვილი 14.08.2015 ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, კომპანიები და სხვა აქტორები დოლარის მარაგს აგროვებენ და ეს ლარის კურსზე დამატებით ზეწოლას ახდენს.
|
ლიკა ამირაშვილი 13.08.2015 მმართველი გუნდი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისთვის ბოიკოტის გამოცხადებაზე ფიქრობს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე"ფეისბუქში" საკუთარკოლეგებს მიმართავს. მისი აზრით, უმრავლესობის წევრებმა "რუსთავი 2"-ის თოქ-შოუებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ.
|
ლიკა ამირაშვილი 12.08.2015 ჩვენი ამოცანაა, ნატოსა და ევროკავშირისკენ გზაზე დაბრკოლებების გარეშე ვიაროთ, რუსეთის ამოცანაა, გაგვაჩეროს, - ასე ეხმაურება საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თამარაშენსა და ცერონისის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების ფაქტს.
|
თეა ბეჟიტაშვილი 11.08.2015 რუსმა ოკუპანტებმა საზღვარი კიდევ 800 მეტრით გადმოწიეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ორი ახალი ბანერი ამჯერად ქარელის რაიონის ტერიტორიაზე დაამონტაჟეს.
|
თეა ბეჟიტაშვილი 10.08.2015 "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას თქმით, დღევანდელი ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომას იმეორებს 2007 წელს ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასთან დაკავშირებით.
|
თეა ბეჟიტაშვილი 08.08.2015 საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ქონება სრულად დაყადაღებულია. ყადაღა დაედო სამაუწყებლო კომპანის მფლობელთა წილებსაც.
|