ტატა შოშიაშვილი
10.11.2019

 პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენები დასრულდა და ახლო მომავალში 20-კაციანი სიიდან თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე უყრიან კენჭს. ეს პროცესი კი გამორიცხული არ არის ახლი პოლიტიკური კრიზისისა და მმართველი პარტიის შიგნით ახალი განხეთქილების საფუძველი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, მოსამართლეთა კანდიდატების პარლამენტში დამტკიცების წინა მცდელობა მმართველი პარტიიდან „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების წასვლით დასრულდა.

ელზა პაპოშვილი
10.11.2019

 კახეთში სადისტური მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 7 ნოემბერს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 61 წლის მარტოხელა ქალი თამარ სეფიაშვილი სასტიკად ნაწამები და შემდეგ გაგუდული მეზობელმა იპოვა. 

ტატა შოშიაშვილი
10.11.2019

 „ქვების სროლით ერთმანეთს ვერც კარგს დავუმტკიცებთ და ვერც ცუდს... როდესაც მოვა პროცედურის დრო, მანდვილად არ მომერიდება უარის თქმა იმისთვის, ვისთვისაც გადაწყვეტილი მაქვს“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე „რეზონანსთან“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრაზე საუბრისას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.

ელზა პაპოშვილი
10.11.2019

 ბიძინა ივანიშვილისა და ლევან ვასაძის შეხვედრის მთავარი თემა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იყო.  „რეზონანსის“ წყარო ლევან ვასაძის გარემოცვიდან აცხადებს, რომ ივანიშვილი 2019 წლის შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გეგმავდა და მას ვასაძის მხარდაჭერა სჭირდებოდა, ხოლო სანაცვლოდ კი პარლამენტში მანდატებს დაჰპირდა.

ია აბულაშვილი
10.11.2019

 „ჯერ საბოლო ვარიანტზე არ შევჯერებულვართ, მაგრამ ძალაში  რჩება თავდაპირველი შეთანხმება, რომ „გაერთიანებული ოპოზიცია“ არ დაიშლება“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი „გაერთიანეული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას არჩევნებთან დაკავშირებით ახალი მექანიზმების შემუშავებასთან დაკავშირებით.

ია აბულაშვილი
10.11.2019

 „ეს საკითხი „ოცნებაში“ არ განხილულა, ამიტომ ჩემი კოლეგების ნაცვლად ვერ ვიტყვი, დაუჭერენ თუ არა მხარს მე-უფე იაკობის განცხადებეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას. პირადად მე ამ კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერ, რად-გან მიმაჩნია, რომ პარლამენტი საგამოძიებო ორგანოდ არ უნდა გადაიქცეს“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, მეუფე იაკობის განაცხადებებთან დაკავშირებით პარალამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.

ტატა შოშიაშვილი
10.11.2019

 ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 9 ნოემბერს, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების საწინააღმდეგოდ ვერის ბაღში გამართულ შეხვედრაზე თავის თანამოაზრეებს მიმართა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აპრილში მასთან სახლში სათხოვარით იმყოფებოდა და მათ შორის შეთანხმება შედგა, რომელიც ივანიშვილმა დაარღვია. სწორედ ამიტომ ვასაძე ოლიგარქის გადადგომას ითხოვს.

თამთა ჩაჩანიძე
09.11.2019

 „კარგად ვიცნობ. იგი არაა ის პიროვნება, რომ, დავუშვათ, ია კერზაიას საქმის გამო გადამდგარიყო და დაემალა, რომ ამ მიზეზით გადადგა. მან თქვა, რომ თავის პირადი გეგმების გამო უკვე დიდი ხანია წასვლა უნდოდა. ვფიქრობ, რომ ეს მოტივი სწორია, მას სხვა გეგმები აქვს - ახლა ევროპულ სტრუქტურებში აპირებს მუშაობას", - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" განათლების მინისტრის გადადგომის შესახებ საუბრისას.

თამარ შუკვანი
09.11.2019

 „ეს ქვეყნის ავტორიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ ამ კლუბის ღირსებული წევრია და შეიძლება ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელიც იყოს," - აცხადებს „რეზონანსთან" საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში დაანონსებული სტუმრობისა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავჯდომარეობის მნიშვნელობის შესახებ საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
09.11.2019

 „თუ ვიღაცა აგიტაციით, პროპაგანდით რაღაცას ეწევა, რომელიც მიგაჩნია რომ სწორი არაა, ისევ აგიტაციით და პროპაგანდით უნდა მოუგო მას და არა ძალადობით", - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე კინოთეატრ „ამირანთან" რადიკალური ძალების მიერ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლის მცდელობისას მომხდარ ინციდენტს.

თამარ შუკვანი
09.11.2019

 არაოფიციალური ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურა განიხილება. ამას თავად მიმინოშვილი „რეზონანსთან" საუბრისას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ „ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს."

თამთა ჩაჩანიძე
09.11.2019

 მოლდოვაში მწვავე პოლიტიკური კრიზისია, რომელსაცც შესაძლოა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოყვეს. ამ ფონზე კი გუშინ მოლდოვას დედაქალაქს საქართველოს ექს პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ეწვია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×