ელზა პაპოშვილი 01.11.2019
მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის წევრებთან შეხვედრა და საუბარი სურს. ასევე მალხაზ კობაურმა რაინ სმიტის დედის მიერ გამოგზავნილი წერილი მიიღო, რომლის შემდეგაც მას ოჯახთან გასაუბრება უნდა. კობაური აცხადებს, რომ მას ოჯახთან შეხვედრა სურს, რადგანაც უნდა აუხსნას, რომ დამნაშავე არ არის. მისი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ კობაურმა წერილი რამდენიმე დღის წინ მიიღო.
|
ია აბულაშვილი 01.11.2019
"წყევლა, გინება და რა არ ყოფილა საუკუნეების მანძილზე ეკლესიაში, ამიტომ რაც მოვისმინეთ ახალი არ არის. ფაქტია, რომ დღეს არავის არ ადარდებს ქრისტეს სიტყვა და არც პატრიარქი. ეკლესიის შიგნით დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის მიდის ბრძოლა ვის დარჩება ეკლესია და მისი რესურსები" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
|
თამარ შუკვანი 01.11.2019
„ეს არის გარკვეული პოლიტიკური ძალების ჩვეული მეთოდები, რომელთაც დედა ეკლესიის წინააღმდეგ იყენებენ. ამ პროცესებს 1923 წელს შევადარებდი; მაშინდელმა ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ რუსეთის ეგიდით, ტროცკის უშუალო ინიციატივით, ე.წ. რასკოლნიკების მიმდინარეობა შექმნა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია საპატრიარქოს ირგვლივ არსებული მოვლენებს.
|
თამარ შუკვანი 01.11.2019
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში განმწესდა. ამის შესახებ პატრიარქის შესაბამის ბრძანებში წერია, რომელიც საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი შიომღვიმის მონასტერში წასვლაზე უარს აცხადებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.11.2019
„თუ მკითხავთ, პრემიერი მეუფე იაკობის განცხადების მერე პატრიარქთან ეგრევე უნდა მისულიყო," - ასე აფასებს „რეზონანსთან", ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან ვიზიტს.
|
თამარ შუკვანი 01.11.2019
გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, რომელიც 31 ოქტომბერს პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა, შესაძლოა საბერძნეთს დაქვემდებარებული ერთ-ერთი ეკლესიის პატრიარქად ვიხილოთ საქართველოს ტერიტორიაზე, ექს-მეუფესთან დაახლოებული თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი მოარულ ხმებს უწოდებს და ამბობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დასმულა.
|
ელზა პაპოშვილი 31.10.2019
საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალურად ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. თურქეთში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხდომა უახლოეს პერიოდში ანკარაში გაიმართება.
|
თამარ შუკვანი 31.10.2019
საპატრიარქო და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უკვე რამდენიმე დღეა მთავარი განხილვის თემა გახდა. მიუხედავად იმ ერთგვარი სასჯელისა, რომელიც მეუფე პეტრე ცაავამ მღვდელმთავრობიდან მისი გადაყენებით მიიღო, „არ გაჩერდება, პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ ინფორმაციულ ომს გააგრძელებს."
|
ია აბულაშვილი 31.10.2019
"მე მქონდა ბედნიერება გადამეღო საიუბილეო ფილმი ილია მეორეზე, სადაც მისი ცხოვრება და განვილილი გზაა აღბეჭდილი. დღეს ვარ ძალიან დამწუხრებული, რომ ასეთი უმსგავსობა მესმის პატრიარქის მისამართით.
|
ია აბულაშვილი 31.10.2019
"ეს არის კიდევ ერთი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი გამოვლინება, უნდათ ჩვენი ეკლესიის დაშლა და ქართველი ხალხის ეროვნული თვითშეგნების წაშლა" - ასე ეხმაურება ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს სკანდალურ განცხადებას, რომელიც მისი მღვდელმთავრობიდან გადაყენების შემდეგ გააკეთა.
|
თამთა ჩაჩანიძე 31.10.2019
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ქალაქებში ჰაერი ძალზედ დაბინძურებულია, შესაძლოა საზოგადოების ფართო წრეს ჯერ ბოლომდე გაცნობიერებული არ ჰქონდეს, თუ ადამიანის ჯანმრთელობისთვის რამდენად მნშვნელოვანია სუფთა ჰაერი, საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით 70-ე ადგილზეა, რაც მსოფლიო ქვეყნების ფონზე საკმაოდ საგანგაშო სტატისტიკაა.
|
თამარ შუკვანი 31.10.2019
სომხეთში, ქალაქ გიუმრიში ახალი, მოდენიზებული იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის საბრძოლო პოტენციალის თითქმის გაორმაგება, საქართველოს რეალური საფრთხის წინაშე აყენებს; ახალი სამხედრო დაპირისპირების, „პირობითად, აგვისტოს ომის ნომერი 2-ის შეთხვევაში," 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს „დაშვებულ შეცდომებს მოსკოვი აღარ გაიმეორებს," სომხეთში განთავსებული რუსული ბაზა საქართველოს წინააღმდეგ ამოქმედდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|