ელზა პაპოშვილი 29.10.2019
ახალგორთან ე.წ. საზღვარის ჩაკეტვიდან 2 თვე გადის და მოსახლეობა უმძიმეს ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. სამედიცნო დახმარების და საკვების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები უკვე ორი თვეა, როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე, ე.წ. ცხინვალის მთავრობას დახმარებას და „საზღვრის“ დროულ გახსნას სთხოვს.
|
ია აბულაშვილი 29.10.2019
„ამ განცხადებასთან ერთად ბიძინა ივანიშვილს რომ ეთქვა, როცა ავაშენებ ამ ყველაფერს, ამას ერთ სააქციო საზოგადოებად გადავაქცევ, ვაყიდინებ ყველა მსურველ მოქალაქეს აქციებს და ამ ბიზნესში ზოგს მცირე, ზოგს საშუალო ან დიდ მოწილედ გავხდი, მაშინ შეიძლებოდა პრეტენზიების გამოთქმა, რომ ეს კეთდება საარჩევნოდ. მაგრამ ესეც არ არის დანაშაული და სრულიად კანონიერი ოპერაცია იქნება“, - ასე ეხმურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას წყალტუბოს სრულ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა და წინასაარჩევნო მოსყიდვად შეფასდა.
|
თამარ შუკვანი 29.10.2019
მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობის მოპოვების შესახებ, რამაც შესაძლო „ოცნებაში" ახალი დაპირისპირების კერა გააჩინოს; ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ პარტიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნა არ დასჭირდება, ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილის ვარაუდით კი უმრავლესობას ვერცერთი პარტია ვერ აიღებს და მათ შორის ვერც „ოცნება".
|
ია აბულაშვილი 29.10.2019
„ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბარი ივანიშვილისთვის კომფორტული არ არის. კომფორტული არის თემა, რომელზეც ისაუბრა. ამ განცხადებით ის ცდილობს რაღაც პოზიტივით გადაფაროს ბოლო დროის მოვლენები“, - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერის ივანიშვილის განცხადებას ქალაქ წყალტუბოს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.10.2019
„ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს, ეს ბუნებრივია ნიშნავს იმასაც, რომ აღიარებს, რომ ისინი დაზარალებული არიან და ოფიციალურ სტატუსსაც, დარწმუნებული ვარ, მიანიჭებენ", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნებისა" და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, 20-21 ივნისის მოვლენებისას დაშავებული 16 პირისთვის დაზარალებულის სტატუსის არმინიჭებას.
|
თამარ შუკვანი 29.10.2019
„მან უკვე მიიღო სასჯელი და ერთი დანაშაულისთვის ორი სასჯელი ხომ არ არის?!" - აცხადებს „რეზონანსთან" მეუფე ანანია ჯაფარიძე იმ მოსაზრების შესახებ კომენტირებისას, რომ მეუფე იაკობი (იაკობაშვილი) არა მხოლოდ ქორეპისკოპოსობას, არამედ საერთოდ საეპისკოპოსო მსახურებას უნდა ჩამოსცილდეს.
|
ელზა პაპოშვილი 28.10.2019
ძალიან გამიხარდებოდა, იმაზე ოდნავ უკეთესი შედეგი გვქონდეს, ვიდრე 2016 წლის არჩევნებზე გვქონდა, მაგრამ სრულიად რეალისტური შეიძლება აღმოჩნდეს ის, რომ უმრავლესობა ვერ აიღოს ვერც ერთმა პარტიამ, ჩვენი ჩათვლით, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსთან".
|
ელზა პაპოშვილი 28.10.2019
საპატრიარქოში ხელისუფლების ინტერესებს და მასში აქტიურად ჩარევის სურვილზე მეუფე იაკობი კვლავ ჯიუტად საუბრობს. სკანდალი გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ ზედაპირზე კიდევ უფრო მეტი ამოვიდეს. განსაკუთრებით პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობის დატოვების შემდეგ.
|
თამთა ჩაჩანიძე 28.10.2019
„არ გამოვრიცხავ და ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ეს რუსეთის ჰაკერული ჯგუფების მორიგი თავდასხმაა, რადგან ეს ძალიან ჰგავს მათ ხელწერას,ვფიქრობ, რომ მასობრივი კიბერთავდასხმა იმ საბრძოლო შეტევების გაგრძელებაა, რომლებიც მათ მცოცავი ოკუპაციის პირობებში შეგვიქმნეს," - ასე ეხმიანება „რესონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია საქართველოს კიბერ-სივრცეში განხორციელებულ მასობრივ ჰაკერულ თავდასხმას.
|
ია აბულაშვილი 28.10.2019
"ბოკერიამ ძალიან კარგად იცის, რომ თუ "გაერთიანებულ ოპოზიციას" ხმებს არ მოპარავს, რაც ერთხელ უკვე გააკეთა, პარლამენტში ვერ შევა. ივანიშვილი კი ყოველთვის ეშმაკურად ფიქრობს და სერიოზულად დაიწყო ძებნა, რომელ ძალას გაურიგდეს, მანამდე კი ნელ-ნელა შეგვაჩვევენ თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ," - ასე ეხმაურება პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკივანი პარალამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის მოსაზრებას, რომელიც კოალიციური მთავრობის პირობებში შესაძლებლად მიიჩნევს თანამშრომლობას როგორც "ევროპულ საქართველოსთან" ისე სხვა პარტიებთან, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა".
|
თამარ შუკვანი 28.10.2019
„როდესაც (თამარ ჩუგოშვილი) ამბობს, რომ ითანამშრომლებენ „გირჩთან," „ევროპულ საქართველოსთან" და ა.შ. კი მაგრამ, ესენი ითანამშრომლებენ „ქართულ ოცნებასთან?" ერთია სურვილი, მეორე - რეალობა," - აცხადებს „რეზონანსთან" ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადების შესახებ საუბრისას, რომლის თქმითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა შესაძლოა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვოს, მათ შორის ვერც „ქართულმა ოცნებამ".
|
თამარ შუკვანი 28.10.2019
„ძალიან უცნაურია ის, რაც მეუფემ თქვა. გამოდის რომ, თავადაც მონაწილეობდა ამ შეთქმულებაში," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის სკანდალური განცხადების შესახებ საუბრისას.
|
|