თამარ შუკვანი 27.10.2019
ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება კითხვის ქვეშ დგას, რაშიც ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომლის მიზანიც, კონსორციუმის თავიდან მოშორება და შემდეგ პროექტის მართვის სადავეების ხელში ჩაგდებაა.
|
თამარ შუკვანი 27.10.2019
„თავად ეს განცხადება, რომელიც მეუფე იაკობმა გააკეთა, ყველაზე მცირე არაკორექტული და არაადეკვატურია ასეთი მაღალი რანგის სასულიერო პირის მხრიდან. თუკი ასეთი ინფორმაცია გააჩნდა, შეეძლო ეს შიდა საეკლესიო წრეებში განეხილა და იქ მიღებულიყო სათანადო ზომები, თუკი ამას ეკლესია და საპატრიარქო საჭიროდ ჩათვლიდა, ვიდრე ასე საჯაროდ გამოეტანა," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის სკანდალური განცხადების შესახებ საუბრისას.
|
ელზა პაპოშვილი 26.10.2019
ბოდბელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება, რომელმაც შესაძლოა ე.წ. ციანიდის საქმე თავდაყირა დააყენოს და ხელისუფლების ირგვლივ საკმაოდ მძიმე ბრალდებების წრე შექმნას. მეუფე იაკობი გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს პირდაპირ ადებს ხელს და ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში მას უწმინდესის გადაყენებაზე „ეჩალიჩებოდნენ“. რას ნიშნავს მეუფეს ეს სკანდალური განცხადება, არის თუ არა სიმართლე და რატომ ალაპარაკდა ახლა. ამ განცხადებებით ვისი გაფრთხილება სურს.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.10.2019
„შეკრებილები ყველა ნასვამი იყო, მათი უმეტესობა სხვადასხვა რაიონებიდან იყვნენ ჩამოყვანილები,ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა იმისა, რომ ჩვენი მარგინალიზება მეხდინათ, შეექმნათ განცდა და იმიჯი, რომ ვითომ მთელი მოსახლეობა გვიპირისპირდება."-ასე აფასებს „რეზონანსთან" ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშიას ლიდერი დავით ქაცარავა ატოცის და აბანოს მოსახლეობასთან დაპირისპირებას.
|
ია აბულაშვილი 26.10.2019
"რა შემთხვევაში უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება იუსტიციის საბჭოს მოსამართლეს, ამას კანონი განსაზღვრავს და არ ის, რომ ასე მინდა" - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე იუსტიციის საბჭოს წევრების მიმართვას პრეზიდენტისადმი, უფლებამოსილება შეუწყვიტოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს.
|
ელზა პაპოშვილი 26.10.2019
არსებობს თუ არა შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხე საოკუპაციო ხაზთან? - ეს არის ახლა მთავარი კითხვა, რომელიც ჩორჩანას ირგვლივ განვითარებული მოვლენების და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს მუქარის პარალელურად ჩნდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.10.2019
„რუსეთი საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებს რომ არ აბამდეს, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბედნიერები ვიქნებოდით, თითქოს კონფლიქტი არ არსებობდეს," - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" შერიგების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სოფელ ჩორჩანასთან ბორდერიზაციის პროცესს და ამ პროცესთან დაკავშირებით ქართული მხარის რეაქციას.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.10.2019
„თუ ფორმალურ მხარეს მივუდგებით, რასაკვირველია 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო ტერიტორიების ინტენსიური შემოღობვა, განსაკუთრებით აქ საუბარია იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ქართველი ადგილობრივები სავარგულებად იყენებდნენ,"- ამბობს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადების კომენტირებისას იმის შესახებ, რომ ის ტერიტორიები, რასაც სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ ოკუპანტები ღობავენ, საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაკარგა.
|
ია აბულაშვილი 26.10.2019
"ოცნებას კი აქვს იმედი, რომ ისევ უმრავლესობაში იქნება, მაგარამ ურჩევნია ეს პროცესი ახლა დაამთავროს, რადგან რეალურად ჰყავს უმრავლესობა, რომელიც დავალებას შეასრულებს და ხმას მისცემს იმ მოსამართლეებს, რომლებიც ლიდერების მიერ შეირჩა" - ასე ეხმაურება ექსპერტი პეტრე მამრაძე პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს.
|
ელზა პაპოშვილი 25.10.2019
„აშშ-ის ჯარისკაცები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შეიძლება საქართველოში გაგზავნონ“,- ამის შესახებ ტვიტერზე ამერიკელი ანალიტიკოსი ლუკ კოფი წერს.
.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.10.2019
„ეს საკმაოდ ცუდად ემთხვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისისს მონიტორების დაკავებას" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა, სოფელ ატოცში ნიღბიანი ცხენოსანი ოკუპანტების გამოჩენას.
|
თამარ შუკვანი 25.10.2019
„ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის ინიციატივას, საკანონდებლო ორგანო ქუთაისს დაუბრუნდეს, უმრავლესობის დეპუტატი შოთა ხაბარელი კატეგორიულად ემიჯნება და აცხადებს, რომ ქუთაისში პარლამენტის არსებობა სახელმწიფოსთვის ფინანსური თვალსაზრისით წამგებიანია. „ნაციონალური მოძრაობის" წევრი მამუკა ჩიქოვანი კი მიიჩნევს, რომ ეს განსაკუთრებულ ფინანსურ რესურსს არ მოითხოვს და მსგავსი მიდგომა არასწორია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|