ია აბულაშვილი 20.10.2019
„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტში განხილვა, სავარაუდოდ, ნოემბერში დაიწყება. ამ სისტემით არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს ოპოზიციაც და, დიდი ალბათობით, ეს საკითხი ხმათა უმრავლესობით გავა“ - ასეთია უმრავლესობის დეპუტატ რევაზ არველაძის პრგნოზი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით.
|
ტატა შოშიაშვილი 20.10.2019
ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და ბრიტანელი ექსპერტი ედვარდ ლუკასი შიშობს, რომ დასავლეთი საქართველოს კარგას. მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან საჭიროა აქტიური მოქმედება საქართველოს უსაფრთხოების ყველა სტრუქტურაში მისაღებად, რასაც ქართველი პოლიტიკური ექსპერტებიც ეთანხმებიან, თუმცა გაუგებარი რჩება, რატომ თვლიან ევროპაში, რომ საქართველო რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ქვეშ სულ უფრო მეტად ექცევა.
|
ია აბულაშვილი 20.10.2019
„ოპოზიციას ეს თემა ხმაურისთვის სჭირდება და ნებისმიერ უსაფუძვლო საკითხსაც მოჰკიდებს ხელს, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია. მაგრამ იმპიჩმენტის დაწყება სხვა რეალობაა და ვიდრე არ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, პარლამენტის დღის წესრიგში ეს საკითხი ვერ დადგება“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ოპოზიციის განცხადებას პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით.
|
ია აბულაშვილი 20.10.2019
„ქართულ ოცნებას იმდენად უჭირს, რომ თავსატეხი გაუჩნდა - ვინ გახდება უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარე და შორს სტრასბურგისკენ გაიხედა. მაგრამ არ მგონია, რომ ლადო ჭანტურია დაბრუნდეს და ისევ სათავეში ჩაუდგეს უზენაეს სასამართლოს“, - ასე ეხმურება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მმართველმა პარტიამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა შეიძლება ლადო ჭანტურიას შესთავაზოს.
|
ტატა შოშიაშვილი 20.10.2019
„ეს ამბავი დიდი ხანია ცნობილია. გერმანიას აქვს თავისი ინტერესები, რომელიც არ ემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს. საკითხის მოსაგვარებლად, გერმანიაში მუშაობის გააქტიურებაა საჭირო. სერიოზული დიპლომატი უნდა დაინიშნოს ელჩად და არა ისეთი, როგორიც ბოლო 15 წელია გვყავს - ეს გერმანიისთვის შეურაცხმყოფელია", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკური ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ამერიკელი დიპლომატის, მეთიუ ბრაიზას განცხადებას, რომ ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოს მაპ-ი გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის წინააღმდეგობის გამო არ მისცეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 19.10.2019
„ეს, რა თქმა უნდა ჩვეულებრივი მუქარაა და იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც რუსეთის ლიდერები უკანასკნელ წლებში რეგულარურად აგრძელებენ“, - ასე აფასებს „რეზონანსთან“ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევის განცხადებას.
|
თამთა ჩაჩანიძე 19.10.2019
„ხელისუფლება ისევ ცდილობს „მთავარი არხი" როგორმე გვარამიას გარეშე დატოვოს, თუმცა არ მგონია, რომ ამან არხის პოლიტიკა შეცვალოს, თუ უფრო არ გაამძაფრებს. ეს ხელისუფლებას სიკეთეს არ მოუტანს", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, „მთავარი არხის" ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას პროკურატურაში დაბარებას.
|
ელზა პაპოშვილი 19.10.2019
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?
|
თამთა ჩაჩანიძე 19.10.2019
„ჟენევის კონვენციიდან გასვლით. რუსეთი ყველანაირად ცდილობს, რომ პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს და თუნდაც ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს საერთაშორისო საზოგადოებაზე, რომ კიდევ აპირებს ომს", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ექსპერტი ნიკა ჩიტაძე რუსეთის ხელისუფლების მიერ ჟენევის პროტოკოლიდან გასვლის გადაწყვეტილებას.
|
ტატა შოშიაშვილი 19.10.2019
„ეს შეგნებულად გამზადებული, პროვოკაციული განცხადება იყო, რომელიც, სავარაუდოდ, წინ უძღვოდა ატოცში, დღევანდელ შემოღობვის პროცესს", - ასე გამოეხმაურა „რეზონანსთან" საუბრისას სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა დე ფაქტო „კა-გე-ბეს" მიერ პარასკევს გავრცეებულ განცხადებას, რომელსაც უკვე შაბათს ბორდერიზაციის პროცესის განახლება მოყვა.
|
ელზა პაპოშვილი 18.10.2019
აშშ-თურქეთის 5–დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ჩრდილოეთ სირიის ზოგიერთ რაიონში შეტაკებები ქურთთა თავდაცვით ნაწილებსა და პრო-თურქულ დაჯგუფებებს შორის გრძელდება. აშშ და თურქეთი კი შეთანხმდნენ (თუნდაც მცირე დროით), მაგრამ ფაქტია ჯერ უცნობია, რას მოიმოქმედებენ რუსეთი და ირანი. ნაწილობრივ საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება და ახლო აღმოსავლეთის საკითხების სპეციალისტები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ დეირ აზ-ზორის მიმართულებით შეინიშნება ირანის გააქტიურება, რომელმაც ასობით პრო-შიიტური მებრძოლი გაგზავნა.
|
ია აბულაშვილი 18.10.2019
"პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დარღვევია, შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური ვალდებულებაა და მის ქმედებაშიც დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ. ეს არის პოლიტიკური აქცია და გაფრთხილება იქნება პრეზიდენტის" - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ოპოზიციის განცხადებას პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|