ია აბულაშვილი
18.10.2019

 "არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება ის, მოასწრებს და მოახერხებს თუ არა "ოცნება" ისეთი ახალი პოლიტიკური იდიოტობების ჩადენას, რაც აქამდე არაეთრხელ ჩაუდენია და რითაც ყველა შემთხვევებში ისარგებლეს "ნაცებმა" თავისი პროვოკაციების მოწყობით. თუ ასეთ იდიოტობებს არ ჩაიდენს, რისი გარანტიაც არ გვაქვს, მაშინ "ოცნების" დამაჯარებელი გამარჯვების შანსი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დიდი იქნება" - აცხადებს ექსპერტი პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
18.10.2019

 თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი და მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ თბილისის მერის კახი კალაძის დებატებში მიწვევის მთავარი მიზეზი, დედაქალაქში არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგით გამოწვეული კოლაფსია.

ელზა პაპოშვილი
18.10.2019

 შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტი ჯერ კიდევ დაკითხული არ არის. რატომ არ ჩქარობს პროკურატურა და შეცვლის თუ არა საქმის სურათს არსებითად მისი დაკითხვა, ამაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს.  

ია აბულაშვილი
18.10.2019

 "ევროპულ საქართველოსა" და "ნაცონალებს" შორის დაპირისპირება ფასადური ნამდვილად არ არის... თუ ვინმე დღეს "ოცნების" თამაშს თამაშობს, ეს არის სააკაშვილი, რომელსაც უნდა რომ მეორე ადგილზე გავიდეს. დღეს "ევროპულ საქართველოს" აქვს საკონტროლო პაკეტი, მას შეუძლია კოალიციაზე შეთანხმდეს ან "ოცნებასთან" ან "ნაციონალებთან". იმდენად პრაგმატული პარტიაა, რომ ყველაფერზე წავლენ, ოღონდ ზედაპირზე იტივტივონ," - აცხადებს პოლიტოლოოგი პაატა ზაქარეიშვილი პოლიტიკურ პარტიათა შანსებზე მომავალ არჩევნებში.

ელზა პაპოშვილი
17.10.2019

 „მინისტრის საათის" ფორმატში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს პარლამენტში დეპუტატები რამდენიმე საათის განმავლობაში კითხვებს უსვამდნენ და უსმენდნენ.

ელზა პაპოშვილი
17.10.2019

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში სასტიკი მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა და პოლიციას ამის შესახებ თავადვე აცნობა. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან" ყვებიან, ოჯახი აზერბაიჯანიდან რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო. ისინი ძირითადად იქ ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ.

ია აბულაშვილი
17.10.2019

 "პოლიტიკაში ყველაფერი მოდის, ამიტომ ვინ ვისთან იქნება ალიანსში ძნელი სათქმელია, მაგრამ არა მგონია, რომ "ოცნებას" მაშველი რგოლი დასჭირდეს, ის კოალიციას შექმნის იმ პარტიებთან, ვისთანაც კომფორტულად იქნება" - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
17.10.2019

 სირიის მოვლენებმა მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგი თავდაყირა დააყენა, ამ ვითარებამ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ორი ლიდერი ქვეყანა ერთმანეთს დააპირისპირა, აშშ თურქეთს ემბარგოს დაწესებით და ეკონომიკის განადგურებით ემუქრება, ხოლო თურქეთი კი სირიაში ერიშებს ჯიუტად აგრძელებს.

თამთა ჩაჩანიძე
17.10.2019

 საქართველო ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში აუცილებლად შევა, თუმცა როდის, ამას არც ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და არც ხელმძღვანელობა არ ასახელებს - ანალიტიკოსების ნაწილი ამ შეფერხებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირებს, თუმცა, ნაწილს კი, მაგალითად გერმანიის პრეცენდენტი მოჰყავთ.

ელზა პაპოშვილი
16.10.2019

 გლდანში ახმეტელის თეატრთან გამვლელის მიერ დაჭრილი 15 წლის მოზარდი გიორგი ფალელაშვილი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მისი მკურნალი  ექიმის ქეთევან კუპატაძის ინფორმაციით, მოზარდს ხვალ კიდევ ერთ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება. კუპატაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ  ამ ეტაპისთვის მისი მდგომარეობა  სტაბილურად მძიმეა და კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მოზარდს ღრმა ჭრილობა მუცლის არეში  აქვს მიყენებული და  ბევრი სისხლი აქვს დაკარგული. 

ია აბულაშვილი
16.10.2019

 "თუ ქართველი ხალხი სწორად მოზომავს და ერთ პარტიას არ ჩაუგდებს ხელში მთელ ძალაუფლებას, მაშინ 2020 წლისთვის არჩევნების იდეალური შედეგები იქნება, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება 25-30%-ზე მეტი. ეს არის საუკეთესო შედეგი, რადგან ჩვენ გვჭირდება დაბალანსებული, ერთმანეთის გამაკონტროლებელი და შემაკავებელი კოალიციური ხელისუფლება" - აცხადებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით.

ელზა პაპოშვილი
16.10.2019

რას ცვლის ანაკლიის პროექტის გადავადება და ელის თუ არა პორტის მშენებლობის ჩავარდნა? ახლა მთავარი კითხვაა, გააგრძელებს თუ არა მთავრობა მოლაპარაკებებს მხარესთან, რომელმაც ის საბოტაჟში  ღიად დაადანაშუალა და რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს ასეთ ფონზე წარმართული მოლაპარაკებები? მითუმეტეს, როდესაც მამუკა ხაზარაძე ანაკლიის  პორტის ჩავარდნას პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს აბრალებს. ხაზარაძემ  „მთავარ არხთან“ თქვა, რომ ივანიშვილმა ის 2017 წელს თავის რეზიდენციაში დაიბარა და უთხრა, რა უნდა შავ ზღვაში ამერიკასო. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×