თამთა ჩაჩანიძე
22.10.2019

 „ჩემთვის, მაგალითად, იქ არაფერი მოულოდნელი არ იყო,“ - ასე აფასებს „ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატორის“ საჯარო ლექციაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიასა და „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის ვანო ზარდიაშვილის სიტყვით ერთად  გამოსვლას.

ია აბულაშვილი
22.10.2019

 „პრეზიდენტს შეწყალების ექსკლუზიური უფლება უნდა დარჩეს, მაგრამ უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ძირფესვიანად შეისწავლის შეწყალების საქმეებს, ვიდრე პრეზიდენტთან ხელმოსაწერად შევა. მაშინ ასეთი ლაფსუსები აღარ მოხდება“, - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შეწყალების საქმეებთან დაკავშირებით ახალი კრიტერიუმები უნდა შემუშავდეს.

თამთა ჩაჩანიძე
22.10.2019

 „მე საერთოდ არ მომწონს მოსამართლეობის კანდიდატების თემის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება. თვითონ შერჩევის პროცესიც დამაჯერებლად არ მიმაჩნია სწორედ იმიტომ, რომ ამ პროცესში პარლამენტის ბევრი წევრის ემოციები მეტისმეტად ჩართულია და კანდიდატების შეფასება საჭირო ცივი გონებით არ ხდება", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს.

ია აბულაშვილი
22.10.2019

 „ზარდიაშვილთან დაჯდა კი არა, „ოცნების“ მაღალჩინოსები ხვედიან ბოკერიას. ზარდიაშვილი ვინ არის, პაიკი... ამიტომ არ გამკვირვებია, რადგან ეს მე დიდი ხანია ვიცი. სწორედ მოძებნა ივანიშვილმა ბოკერია, ის იყო პირველი ცუღლუტი, ვინც ხმები წაიღო და გამოიყენებდა „გაერთიანებული ოპოზიციის“ დასაშლელად“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი გიგა ბოკერიასა და ვანო ზარდიაშვილის ერთად გამოჩენას.

ელზა პაპოშვილი
22.10.2019

 პანკისში დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ამ სპეცოპერაციაში მონაწილე პირთა უმრავლესობამ საქართველო დატოვა, ხოლო იმ სპეცრაზმელმა კი, რომელმაც უშუალოდ ესროლა თემირლან მაჩალიკაშვილს, სიცოცხელ თვითმკვლელობით დაასრულა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია სანდო წყაროებისგან მიიღო.

ია აბულაშვილი
22.10.2019

 „დიდი და მასშტაბური კლევება ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა „ოცნება“ შიდა კვლევებს პერმანენტულად ატარებს და ოპოზიციის მიერ დასახელებელი ციფრი - 35% - არის სიცრუე, რადგან შიდა კვლევებითაც და განწყობითაც „ოცნების“ მაჩვენებელი გაცილებით მეტია“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის პროგნოზს, რომ მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნება“ 30-35%-ზე მეტს ვერ აიღებს და ეს დასტურდება „ოცნების“ შიდა კვლევებითაც.

თამთა ჩაჩანიძე
22.10.2019

 „როგორც ვიცი, მას შესთავაზეს ადგილი დიდ დარბაზში აივანზე, სადაც მან უარი განაცხადა, ეს იყო და ეს, თორემ კომიტეტზე დასწრების აკრძალვა არავის არავისთვის არ უთქვამს", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" „ქართული ოცნებისა" და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი გოგა გულორდავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებას.

თამთა ჩაჩანიძე
21.10.2019

 ოკუპანტების მხრიდან ბორდერიზაციის პროცესის განახლება და ამაზე დასავლეთის დუმილი, რეალურად ამით რა გზავნილს ვიღებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, არსებობს თუ არა რაიმე საიდუმლო გეგმა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით და რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველომ უკანონო მცოცავი ოკუპაცია შეაჩეროს.

ელზა პაპოშვილი
21.10.2019

 „რუსთავი 2"-ის ირგვლივ სამართლებრივი დავა და ბრძოლა კვლავ გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2"-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ტელეკომპანია „რუსთავი 2" -ის 60 %-ს ყადაღა დაადო.

ელზა პაპოშვილი
21.10.2019

 საზარელი მკვლელობა მესტიაში- სავარაუდოდ, ძმამ-ძმა ცივი იარაღით მოკლა. შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში 20 ოქტომბერს მოხდა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან" ყვებიან, ძმები არღვლიანები არიან. შემთხვევის შედეგად კი ბესო არღვლიანმა უმცროსი ძმა ლაშა არღვლიანი მოკლა. ადგილობრრივები ამბობენ, რომ გარდაცვლილი პედაგოგი იყო და ცხუმარის სკოლაში ფიზიკა-მათემატიკას ასწავლიდა.

ია აბულაშვილი
21.10.2019

 "ხელისუფლებას მიაჩნია, რომ პრეზიდენტთან დაკავშირებული ატრიბუტიკა ეს არის პრივილეგია, მაგრამ ეს პრივილეგია უნდა ჰქონდეს მხოლოდ მათი წრის წარმომადგენელს, ანუ სხვები უნდა დასაჯონ"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ნინო ბურჯანაძის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ დაცვის მოხსნის გარდა გიორგი მარგველაშვილს უპირებენ პენსიის მოხსნას, რაც მისი აზრით, არის მარგველაშვილის დასჯა და სახელმწიფო ინსტიტუტების ფეხქვეშგათელვა.

ელზა პაპოშვილი
20.10.2019

 საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსახლეობისთვის ნათხოვი ერთი წელი იწურება. შეასრულა თუ არა საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება ყოფილმა  პრემიერმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ?


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×