თამარ შუკვანი 31.10.2019
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე (ცაავა) მღვდელმთავრობიდან გადააყენეს, რისი მიზეზიც, მისი თქმით, ის გარემოება გახდა, რომ პატრიარქი ამხილა. მეუფე პეტრემ წმინდა სინოდის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა.
|
ელზა პაპოშვილი 30.10.2019

რა გახდა ვარკეთილში 69 წლის ტაქსისტის მკვლელობის მიზეზი. 23 წლის ბრალდებულმა გიორგი ნიჟარაძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ ის, რაც ტაქსის მძღოლმა მას აკადრა, სჯობდა მოეკლა. ახალგაზრდამ სასამართლოზე ფაქტობრივად დანაშაული აღიარა, თუმცა კონკრეტულად რაზე მოხდა შელაპარაკება და რა უთხრა მძღოლმა ასეთი, არ ასახელებს.
|
ია აბულაშვილი 30.10.2019
"2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება კოალიციის შექმნა და ვისთან შექმნის "ოცნება" კოალიციას" - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი საარჩევნო წლის დაწყებას.
|
თამარ შუკვანი 30.10.2019
დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის მოთხოვნაზე საუბრისას, რომელიც ამბროლაურის მერის დავით მხეიძის იმპიჩმენტის დაყენებას გულისხმობს, უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ამას კანონიერი საფუძველი უნდა ჰქონდეს.
|
ელზა პაპოშვილი 30.10.2019

რას ველით სინოდის სხდომიდან, რომელიც 31 ოქტომბერს , 12:00 საათზე გაიმართება. წაინასწარ უცნობია რა თემებზე მოხდება მსჯელობა, თუმცა „რეზონანსთან“ თეოლოგიები იმ მოლოდინზე საუბრობენ, რომელიც არსებობს. თეოლოგების აზრით, რა თქმა უნდა, მსჯელობა მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებაზე იქნება და დიდი ალბათობით, მას მხოლოდ სიტყვიერ გაფრთხილებას მისცემენ. საპატრიარქომ ვერც მისი გაკონტროლება და ვერც დაცვა ვეღარ შეძლო, ამიტომაც ეს სხდომა იქნება მისთვის ბოლო შანსი, რომ გაჩუმდეს და მეტი აღარაფერი თქვას.
|
თამარ შუკვანი 30.10.2019
„სამი გზა არსებობს - პროექტი კონსერვაციის რეჟიმში გადავიდეს, ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდეს, ან ხელისუფლებამ თქვას, რომ პროექტს თვითონ სახელმწიფო განახორციელებს," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ საუბრისას.
|
თამარ შუკვანი 30.10.2019
თბილისში ავტომობილის პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმების 10 ლარიდან 50 ლარამდე გაზრდას უარყოფითად აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. ეჭვობს, რომ ტაქსების რეფორმით თბილისის მერმა, ფაქტობრივად, საკუთარი ტაქსები შემოიყვანა დედაქალაქში, რადგან ტაქსების ახალი კომპანიის მფლობელი, რომელიც აეროპორტშიც შემოვიდა, ფეხბურთელია და კალაძესთან ერთად ერთ გუნდში თამაშობდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.10.2019
იორდანიის დედაქალაქ ამანში ქართული და ჩერქეზული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სემინარზე აფხაზურ-აბაზინური დიასპორის წარმომადგნლები შეიჭრნენ და ღონისძიების ჩაშლა სცადეს.
|
თამარ შუკვანი 29.10.2019
პატრიარქი თბილისშია და ინფორმაცია, რომ ის გადადგომას აპირებდა, სიმართლეს ეს შეესაბამება. ხუთშაბათს დანიშნულია სინოდის საგანგებო სხდომა, რომელსაც სინოდის სხვა წევრებთან ერთად დაესწრება მეუფე იაკობიც, რომლის სკანდალურმა განცხადებამაც საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია. ახლა საყოველთაო ყურადღება სწორედ სინოდის მომავალი სხდომისკენაა მიპყრობილი.
|
ია აბულაშვილი 29.10.2019
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეები თავად რომ არ აკეთებდნენ პოლიტიკურ განცხადებებს და იცავდნენ პროფესიული ეთიკის ნორმებს, მაშინ გასაგები იქნებოდა მათი მცდელობა. ამიტომ არ მგონია, რომ პრეზიდენტმა დასაბუთებულად ჩათვალოს მათი მოთხოვნა“, - ასე ეხმაურება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია იუსტიის უმალესი საჭოს წევრების მოთხოვნას საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
|
ელზა პაპოშვილი 29.10.2019
ბოლო ათი წლის ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმა საქართველოზე - ვინ დგას 28 ოქტომბრის დილას 200-ზე მეტი საიტის დაჰაკვის უკან ისევ უცნობია. აღნიშნულ საიტებზე გადასვლისას მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით („მე დავბრუნდები“). ამ დრომდე უცნობია ის წყარო, რომლისგანაც ხორციელდებოდა კიბერშეტევა. თავდასხმა საიტებზე 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.10.2019
„ივანიშვილი ამით პოზიტიური ხმაურის შექმნას ცდილობს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წყალტუბოს განვითარებასთან დაკავშირებულ ინიციატივას.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|