თამთა ჩაჩანიძე
15.11.2019

 „ყველა მინუს ერთი" სტრატეგია პირველი შემთხვევა არაა, ყველა ხელისუფლების დროს ამ მეთოდმა აქტიურად იმუშავა, მთელი ოპოზიციის მთავარი კონკურენტი ხელისუფლებაა, შესაბამისად ჯერ მთავარი კონკურენტი უნდა მოიშორონ და შემდეგ შიდა კონკურენცია გააგრძელონ".

თამარ შუკვანი
15.11.2019

 „ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გავლენა, რა თქმა უნდა, ექნება; ჩუგოშვილის და მისი გუნდის ასე გადადგომა, სწორედ ამაზე მიუთითებდა. ისინი იყვნენ პოლიტიკური ლობისტები, რომლებიც ამერიკულ ინტერესებს წარმოადგენდნენ.

თამარ შუკვანი
14.11.2019

 პარლამენტთან მიმდინარე პერმანენტულ აქციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც შეუერთდნენ.

ელზა პაპოშვილი
14.11.2019

 რა სცენარისკენ მიჰყავს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს და უნდა ველოდოთ თუ არა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ივანიშვილმა და მმართველმა გუნდა დაპირება არ შეასრულა და პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო.

თამარ შუკვანი
14.11.2019

 „დღეს უკვე რამდენიმე დეპუტატმა დატოვა უმრავლესობა; როგორც ჩანს, პარტიაში ღირებულებათა კონფლიქტი გაჩნდა. არ ველოდები, რომ ბევრი დატოვებს უმრავლესობას, მაგრამ რამდენიმე დეპუტატმა შეიძლება კიდევ დატოვოს და არსებობს საფრთხე იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში უმრავლესობა დაკარგოს და მთავრობის ხელახლა დამტკიცების საკითხი დადგეს," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შესახებ საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
14.11.2019

 "არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ ამ სიტუაციაში პრემიერი გადადგეს, „ქართულმა ოცნებამ" მთავრობის დაკომპლექტება ვერ შეძლოს და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს,"- ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, პარლამენტის მიერ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის კანონპროექტის, პირველივე მოსმენით ჩაგდებას.

თამარ შუკვანი
13.11.2019

 საპარლამენტო უმრავლესობაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მაჟორიტარ დეპუტატთა გარკვეული ნაწილი ეწინააღმდეგება. „ოცნებაში“ კეთდება მინიშნება მათ რაოდენობაზე - დაახლოებით 30 დეპუტატი. გარდა ამისა, როგორც „მეამბოხე“ დეპუტატების, ასევე პარტიის ხემძრვანელობის მხრიდან კეთდება არაორაზროვანი განცხადებები, რომ მათ შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობა და „ქართული ოცნება“ დატოვონ. 105 კაციანი უმრავლესობიდან 30 დეპუტატის გასვლა კი საპარლამენტო უმრავლესობის ოფიციალურად დაშლასა და საპარლამენტო კრიზისის დაწყებას ნიშნავს.

ელზა პაპოშვილი
13.11.2019

რა მოხდა თბილისის ზღვაზე და ვინ გაიმეტა სასტიკად 36 წლსი ნოდარ ცხადაძე, რომელიც რამდენიმე დღის უშედგო ძებნის შემდეგ ჩაცხრილული იპოვეს. მამაკაცს წაინასწარი დათვალიერებისას 8 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. სად არის მისი მეგობარი და დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი ბექა კვიციანი, რომელიც, თვითმხილველების თქმით, ბოლო იყო ვინც გარდაცვლილი ცხადაძე ნახა. მასაც მესამეს დღეა უკვე პოლიცია უშედეგოდ ეძებს.  

ია აბულაშვილი
13.11.2019

 „ბუნტი არა იხვი, უბრალოდ ბიძინა ცუღლუტობს, მაჟორიტარები გამოიყენა, მოსინჯა საზოგადოებას რა რეაქცია ექნებოდა“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მაჟორიტარების პროტესტს.

ია აბულაშვილი
13.11.2019

 „ივნისის შემდეგ შეხვედრა არ გვქონია. საკმაოდ დიდი პაუზა გამოვიდა და მრავალი საკითხი დაგროვდა, მათ შორის - ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამ შეხვედრის შემდეგ მეტი ინფორმაცია გვექნება, თუ რა პერსპექტივა აქვს ავიაფრენების აღდგენას“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ზურაბ აბაშიძემ.

ელზა პაპოშვილი
13.11.2019

 „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის შეხვედრის მიუხედავად, მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას კვლავ კატეგორიულად ეწინააღმდეგება. დაძაბული სხდომის მიუხედავად, რომელსაც პარტიის წევრები და მაჟორიტარი დეპუტატებიც ესწრებოდნენ, ყველა მაინც თავის აზრზე რჩება. 

ია აბულაშვილი
13.11.2019

 „ქართული ოცნება“ ცდილობს ისეთი სურათი წარმოაჩინოს, რომ საზოგადოებას დაანახოს რა დიდი ძალისხმევა უჯდება საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება; რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო არა საზოგდოებისა და ოპოზიციის ზეწოლით, არამედ მისი კეთილი ნება იყო. უნდა, რომ აქაც გამარჯვებული დარჩეს“, - ასე ეხმაურება „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებულ დაპირპისრებას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×