თამარ შუკვანი
22.11.2019

 რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან შესაძლოა ქართველი სასულიერო პირები გამოაძევონ. ამის საფუძველს რელიგიის საკითხებში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწის, სონია ხუბაევას განცხადება ქმნის, რომელიც ახალგორში ქართველი სასულიერო პირების ყოფნას უკანონოს უწოდებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ხუბაევა ამ განცხადებას კრემლის დაკვეთით აკეთებს, რაც მიზნად ისახავს როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში ქართველი მღვდლების ყოფნის აკრძალვას.

ელზა პაპოშვილი
22.11.2019

 გიგი უგულავა შესაძლოა კვლავ ე.წ. მატროსოვის ციხეში დაბრუნდეს. „სიტი პარკის“ საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა და მხარეებმა სასამართლოში 23 ტომი მტკიცებულება უკვე გამოიკვლიეს. მოწამეთა  გრძელი სიიდან დასაკითხი მხოლოდ 5 პირი დარჩა. საქმის განხილვა კი უკვე 5 წელია რაც მიმდინარეობს, ამის შესახებ ონფორმაციას „ქრონიკა“ ავრცელებს.   

თამთა ჩაჩანიძე
22.11.2019

 „რუსეთში დაიწყო ძალიან საინტერესო პროცესი, მათ ჩვენი საკითხი აიტაცეს და საქართველოში რევოლუციურ ცვლილებებზე საუბრობენ. რუსეთში ეს მოლოდინები უფროა, ვიდრე დასავლელ მეგობრებში, ჩვენი არეულობა ხელს ვის აძლევს, ეს გასაგებიცაა," -ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისიაია საერთაშორისო რეაქციას საქართველოში შექმნის საპროტესტო მუხტზე.

თამთა ჩაჩანიძე
22.11.2019

 „ეს მცდელობა მიმართულია არა კონკრეტული პარტიის მიმართ, არამედ სტაბილიზაციის და სახელმწიფოებრივობის წინააღმდეგ,"-ასე აფასებს „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე, ოპოზიციის სამოქმედო გეგმას „მაინც დაგაბოქლომებთ", რომლის მიხედვითაც ისინი პროტესტის ნიშნად სახელმწიფო უწყებებს ბოქლომებს ადებენ.

თამარ შუკვანი
22.11.2019

 ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ახალი ფორმა „მაინც დაგაბოქლომებთ" გრძელდება. მათ უკვე „დააბოქლომეს" სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობები; პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია. სიმბოლური „დაბოქლომება" ამჯერად მაჟორიტარი დეპუტატების ოლქებზე მიდის.

ელზა პაპოშვილი
21.11.2019

 რა მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენები 26 ნოემბერს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე, რომელთა მთავრი გეგმა კვლავ პარლამენტის პიკეტირებაა. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ სამშაბათს დაგეგმილი სესიის ჩაშლას მოახდენენ და ხელისუფლებას ყველგან დისკომფორტს შეუქმნიან. თავის მხრივ კი ხელისუფლება აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ იმოქმედებენ კანონის მიხედვით და თუ კი სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება და მუშაობის შეფერხება მოხდება, ისინი 17 ნოემბრის მსგავსად იმოქმედებენ და პლიციის მეშვეობით აქციას დაშლიან.

ელზა პაპოშვილი
21.11.2019

 ლაკმუსის ქაღალდი სასამართლო სისტემისთვის, რომელიც 18 ნოემბერს დაკავებული აქციის მონაწილეებისთვის განაჩენის გამოტანისას გამოჩნდა. მესამე სექტორი აქციაზე დაკავებულების პროცესებზე დაშვებულ მძიმე დარვევებზე საუბრობს და აცხადებენ, რომ მოსამართლემ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო. 37 დაკავებულიდან მან გადაწყვეტილება მხოლოდ ნაწილზე მიიღო - პატიმრობა, ჯარიმა და გაფრთხილება.

თამთა ჩაჩანიძე
21.11.2019

 „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მობრუნება, ეს ის საფრთხობელაა, რომელსაც „ქართული ოცნება" დღემდე სათავისოდ კარგად იყენებს და რომელსაც რეალურად ადამიანები ქუჩაში არ გამოჰყავს, ეს ის დაუსრულებელი წრეა, რომელზეც დღემდე საქართველოს მოსახლეობა ტრიალებს - ამ სიტუაციაში მოვლენების განვითარების როგორი სცენარია მოსალოდნელი.

თამარ შუკვანი
21.11.2019

 ოპოზიციის წარმომადგნელებისა და მათი მხარდამჭერების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები სახელმწიფო უწყებებს სიმბოლურად ბოქლომებს ადებენ და აცხადებენ, რომ პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა გაგრძელდება მანამ სანამ, ხელისუფლება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას არ უზრუნველყოფს. ყოველი ხუთშაბათი „ბოქლომის დღე" იქნება, - ასეთია ოპოზიციის განაცხადი, რაც შესაძლოა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც კი გაგრძელდეს.

ელზა პაპოშვილი
20.11.2019

 კოსტავას ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რის შედეგადაც მამაკაცს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენეს. როგორც თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, სავარაუდოდ, ახალგაზრდები ერთმანეთს არ უნდა იცნობდნენ. მათი თქმით, ერთ-ერთი ახალგაზრდა გაჩერებაზე  იდგა, რა დროსაც ორი მივიდა და მათ შორის რაღაც საუბარი შედგა. თუმცა გაუგებარია, რაზე საუბრობდნენ ახალგაზრდები.

ელზა პაპოშვილი
20.11.2019

ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს მას შემდეგ, რაც უმრავლესობა რამდენიმე  დეპუტატმა დატოვა, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდნენ?  უმრავლესობაში კონსულტაციებს ადასტურებენ და ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი.   

თამთა ჩაჩანიძე
20.11.2019

 „აუცილებელია გამარჯვების სტრატეგიაზე შეთანხმება. თუ ეს შეთანხმება მოხდება, პირდაპირ შემიძლია ვუთხრა „ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს, რომ ის უკვე დასრულებულია,"- ასე აფასებს „რეზონანსთან", ჟურნალისტი და „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ანი მოროტაძე, ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის საპროტესტო მუხტს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×