თამარ შუკვანი
20.11.2019

 სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცედურებზე საუბრობრისას, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ სისტემაზე გადასვლა შეუძლებელია, რადგან „ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს, ოპოზიციონერი დეპუტატები კო ახალ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ.

ია აბულაშვილი
20.11.2019

 "ვერცერთი პოლიტიკური ძალა ცალკე აღებული ვერ მოვა ხელისუფლებაში. ახლა მთავარია მოხდეს შეთანხმება ყველა პოლიტიკურ ძალას შორის პოლიტიკური თამაშის წესებზე," - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალისტიკოსი დემურ გიორხელიძე ქვეყანაში შექმნილ ვითარებას.

ია აბულაშვილი
20.11.2019

 "ფაქტია, რომ ოპოზიცია დღეს არცერთი პარამეტრით, არც პოლიტიკურად და არც იდეოლოგიურად მზად არ არის ძალაუფლება ხელში აიღოს, ამიტომაც ადგას მიჩვეულ გზას, რევოლუციის გზას" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

თამარ შუკვანი
20.11.2019

 25 ნოემბერს პარლამენტთან დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქციების შესახებ საუბრისას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ რევოლუციური სცენარით მოვლენები ვერ განვითარდება, რადგან ამის რესურსი დღეს არ არსებობს, თანაც, მსგავსი სცენარი ხელისუფლების ინტერესში უფროა, ვიდრე ოპოზიციის.

თამთა ჩაჩანიძე
20.11.2019

 „აქციებზე გამოყენებული იქნება მშვიდობიანი ყველა მწვავე ფორმა," -ასე აანონსებს „რეზონანსთან" ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი ოპოზიციის პროტესტის ერთობლივ გეგმას, რომლის მიხედვითაც, ისინი ორშაბათს 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე მასშტაბური აქციის გაიმართვას აპირებენ.

თამარ შუკვანი
20.11.2019

 ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უმრავლესობიდან გასული წევრები ფრაქციის შექმნაზე მსჯელობენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" საუბრისას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მართალია დეპუტატების უმრავლესობიდან წასვლა „ოცნებისთვის" დანაკარგია, თუმცა „ხელს არ შეუშლიან."

ელზა პაპოშვილი
19.11.2019

ვინ გაიმარჯვებს  გამოცხადებული „ბოქლომების ომის“  ფონზე და არის თუ არა ოპოზიციის მთავარი გეგმა ხელისუფლების ნერვებზე თამაში? სავარაუდოდ, მათ ერთ-ერთ მიზანს ბიუჯეტის ჩაგდება წარმოადგენს, რომლის განხილვაც დეკემბრის შუა რიცხვებში პარლამენტში უნდა მოხდეს. თუმცა კონსტიტუციონალისტები „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ბიუჯეტის დამტკიცებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდება, რაც „ოცნებას“ არ უნდა გაუჭირდეს, ხოლო  მისი ჩაგდების შემთხვევაში მთავრობა მუშაობას ძველი ბიუჯეტით განაგრძობს. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ქვეყნისთვის სასარგებლო მოვლენა არ იქნება, რადგანაც ახალ ბიუჯეტში ბევრი ისეთი პროექტებია გაწერილი, რომლის არშესრულებაც ხელისუფლებას  და ქვეყანას დააზარალებს.

ია აბულაშვილი
19.11.2019

 „ვიზიარებ ჩემი კოლეგების მოსაზრებას ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ ამ საკითხზე შეხვედრა არ გვქონია და არ ვიცი, რა ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობას“, - ასე ეხმაურება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მარიამ ჯაში პარლამენტში ახალი ფრაქციის შესაძლო შექმნას.

ია აბულაშვილი
19.11.2019

 „ვფიქრობ, რომ აქციები გაგრძელდება თუნდაც შემცირებული მასშტაბით, რადგან აქციების შეწყვეტა ძალიან სერიოზული პოლიტიკური და რეპუტაციული დარტყმა იქნება ოპოზიციისთვის“, - ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

თამთა ჩაჩანიძე
19.11.2019

 თურქეთი „ისლამური სახლმწიფოს" ტერორისტი მებრძოლების დეპორტირებას აგრძელებს, ამჯერად კი 29 ტყვე ტერორისტის დეპორტაცია საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში მოახდინა, ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ თურქეთის მიერ სხვა ქვეყნებისთვის გადაცემული „ისლამური სახელმწიფოს"ტყვე ტერორისტები საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

თამარ შუკვანი
19.11.2019

 საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილი მისწერა, სადაც უწმინდესი უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აპირებს რუსი სასულიერო პირების გაგზავნას, რაც საქართველოს საპატრიარქოს ნებართვის გარეშე მიუღებელია. „რეზონანსი" დაუკავშირდა საქართველოს საპატრიარქოს, სადაც გვითხრეს, რომ რუსეთის საპატრიარქოსგან პასუხი ჯერჯერობით არ მიუღიათ და ელოდებიან.

რეზონანსი
19.11.2019

 ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის ციხეში ნესტიან საკანში მარტო იმყოფება და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურ ძლადობას არ განიცდის, მისი მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილმა მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომელიც ეჭვობს, რომ დე ფაქტო „კა-გე-ბეს" გუშინდელი განცხადების ფონზე გაფრინდაშვილის გათავისუფლება შეიძლება გაჭიანურდეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×