ია აბულაშვილი 26.11.2019
„ძნელია პროგნოზის გაკეთება, რას იტყვის ივანიშვილი. არ გამვრიცხავ, რომ ერთ-ერთი ვარიანტი იყოს ვადამდელი არჩევნები, ან სულაც თქვას - მე წავედი პოლიტიკიდან და რაც გინდათ ის გიქნიათო“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გავრცელებელ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს ტელევიზიით მიმართავს მოსახლეობას.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.11.2019
„ოპოზიციამ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში რომ იმოქმედოს, შესაძლოა უფრო მეტშედეგსაც მიაღწიოს, თუნდაც ხელისუფლების გუნდში ბზარების შეტანით", - ასე აფასებს „რეზონანსთან", პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე,ოპოზიციის საპროტეტსო გამოსვლებს.
|
თამარ შუკვანი 26.11.2019
„რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო სიტუაცია, უხერხული ვითარებაა, მაგრამ რიგგარეშე არჩევნების საფუძველს ნამდვილად ვერ ვხედავ," - აცხადებს „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია მისი თანაპარტიელის, პარლამენტარ კახა ოქრიაშვილის განცხადების კომენტირებისას, რომელიც მიიჩნევს, რომ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და საპროტესტო აქციები შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით დასრულდეს.
|
ელზა პაპოშვილი 25.11.2019
ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები 26 ნოემბერს პარლამენტის ხელახლა პიკეტირებას ეცდებიან. სავარაუდოდ, „ოცნების“ დეპუტატებს ისევ არ შეუშვებენ პარლამენტში, პოლიცია კი ისევ გადაჭარბებული ძალის გამოყენების გარეშე დაშლის აქციის მონაწილეებს. ანალიტიკოსთა ნაწილის ოპოზიციის ასეთი ტაქტიკა გაუგებარია. მმართველმა პარტიამ კი 26-29 ნოემბრის სხდომების დღის წესრიგი უკვე დაგეგმა და იმედი აქვს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები დღეს „ბოროტ კანონდარღვევაზე არ წავლენ“.
|
ია აბულაშვილი 25.11.2019
„ჩვენ თუ ისევ ქარიზმატულ ლიდერს ვეძებთ, როგორც წინა წლებში იყო, შეიძლება დღეს ამის საჭიროება აღარც იყოს და ოპოზიცია შეჯერდეს კონსენსუალურ ფიგურაზე, რომელიც არ იქნება ავტოკარტი, ერთპიროვნულად არ იღებდეს გადაწყვტილებებს და იქნება პირველი თანასწორთა შორის“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მოსაზრებას, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გამოკვეთილი ლიდერი არყოლაა.
|
თამარ შუკვანი 25.11.2019
„პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მე ხომ არ დამაწინაურეს? წინააღმდეგი ვიყავი, რადგან წინააღმდეგი ვარ 2006 წლიდან. არ დაუწიანურებიანთ 40 დეპუტატი,“ - აცხადებს „რეზონანსთან“ მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი „ოცნების“ წევრთა შორის ვაკანტურ საპარლამენტო თანამდებობების განაწილებაზე საუბრისას.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.11.2019
„ეს „ქართული ოცნების" მორიგი ტყუილია," -ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას „პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური მდივანი გოჩა თევდორაძე „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახი კალაძის შეთავაზებას.
|
ია აბულაშვილი 25.11.2019
„კოჰაბიტაციის დასრულებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები სრული ფარსია. ამით „ოცნება“ თავის ძალიან მწირ ამომრჩეველს, ვისთვისაც მთავარი თემა „ნაციონალების“ სიძულვილია, წინასაარჩევნოდ ილუზიას უქმნის“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მმართველი გუნდის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცახდებებს კოჰაბიტაციის დასრულებასთან დაკავშირებით.
|
თამარ შუკვანი 25.11.2019
უკვე კვირაზე მეტია, რაც რუსეთის საპატრიარქოსგან საქართველოს საპატრიარქო საპასუხო წერილს ელოდება. თუმცა, რუსული მხარე პასუხის დაბრუნებას არ ჩქარობს და უწმინდესის ცნობილ წერილზე რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა. წერილში პატრიარქი ილია მეორე უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსი სასულიერო პირების გაგზავნას აპირებს, რაც საქართველოს საპატრიარქოს ნებართვის გარეშე მიუღებელია.
|
რეზონანსი 25.11.2019
თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი ქალაქის, გორლოვკის ყოფილმა ე.წ. მერმა ედუარდ მატიუხამ ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხის, „ტი-ეს-ენ"-ის ეთერში თავი უკრაინის დაზვერვის თანამშრომლად გამოაცხადა. მისი თქმით, ის ხუთი წლის განმავლობაში „ოკუპაციაში ცხოვრობდა" და „აწყობდა პროვოკაციებს", ამასთან, ცდილობდა კონფლიქტების გაღვივებას პრორუს მეამბოხეებს შორის. როგოც მატიუხა აცხადებს, ამის შესახებ მისმა ცოლმაც კი არაფერი იცოდა.
|
ია აბულაშვილი 25.11.2019
„ხელისუფლება, რომ აცნობიერებდეს რა სიტუაციაა, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს მოძებნიდა, მაგრამ სრულიად არაადეკვატურია. ხელისუფლების მიმართ ისეა ნდობა დაკარგული, განსაკუთრებით 14 ნოემბრის შემდეგ, რომ არ მგონია რომელიმე პარტია მათ „პოსლეზე“ ენდოს“, - ასე ეხმაურება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა მმართველი გუნდის გადაწყვტილებას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ოპოზიციის წარმოადგენელს გამარჯვების რეალური შანსი ექნება, მმართველი გუნდი თავის კანდიდატს არ დაყენებს, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ფრთისა და მისი დანამატისა.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.11.2019
"მე ვერ დავუჭერ მხარს, რადგან ის დეღევანდელ არსებულ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. მომავალში რა იქნება - ვნახოთ," - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ოპოზიციის ერთობლივ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას გულისხმობს.
|
|