ელზა პაპოშვილი 02.12.2019
ორ გვარს შორის სისხლიანი გარჩევის შემდეგ, პანკისში სიტუაცია დაძაბულია. დაპირისპირებაში მონაწილე ქავთარაშვილების ოჯახმა მუთოშვილებისგან სისხლის აღებაზე გაფრთხილება მიიღო, რის გამოც ხეობის უხუცესები და სასულიერო პირები ქავთარაშვილების სახლში სათათბიროდ იყვნენ შეკრებილები.
|
თამარ შუკვანი 02.12.2019
„გვარამია ცდილობ აჩვენოს ის ხერხები, რომლითაც ზოგადად ხელისუფლება ურთიერთობს. ერთი არის სამართალწარმოება კონკრეტულ პირზე და მეორე, ოჯახზე თვალთვალი - ეს ორი ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის განცხადების შესახებ საუბრისას, რომ ის საქართველოს დატოვებას აღარ აპირებს და ოჯახთან ერთად ქვეყანაში რჩება.
|
ელზა პაპოშვილი 01.12.2019
საშინელი ავარია თბილისში, ორთაჭალაში მამაკაცი ავტომობილში ცოცხლად დაიწვა. „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილი, სადაც ორი ადამიანი იჯდა, ელექტრო სადენის ბოძს შეეჯახა. შეჯახების შედეგად კი ავტომობილი აალდა და აფეთქდა. თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მძოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტროსადენის ბოძს შეეჯახა. მძღოლის გვერდით მჯდომმა ქალმა გადმოსვლა მოასწრო, ხოლო მამაკაცმა სავარაუდოდ ავტომობილის კარის გაღება ვერ შეძლო.
|
თამარ შუკვანი 01.12.2019
ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელს პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს; იურისტ გელა ნიკოლეიშვილის თქმით, ნიკა გვარამიას განცხადება საქართველოს დატოვების შესახებ, შესაძლოა ემსახურებოდეს პროკურატურის პოზიციის გაგებას ან პიარსვლას, რომ პროკურატურა უფლებას არ აძლევს დატოვოს ქვეყანა.
|
ია აბულაშვილი 01.12.2019
"საქართველოში ბოქლომების რევოლუცია არ მოხდება, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მივა" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "მთელი კვირა" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ესაუბარა.
|
რეზონანსი 01.12.2019
ნოემბრის მიწურულს სოხუმის ცენტრში, რესტორან „სან-რემოში" მოკლეს ორი აფხაზი გავლენიანი ე.წ კანონიერი ქურდი ალხაზ ავიძბა, მეტსახელად „ხასიკი" და ასტამურ შამბა - „ასტიკი".
|
თამარ შუკვანი 01.12.2019
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების კიდევ ერთმა მტკიცე უარმა შესაძლოა პროტესტის ახალ ტალღას მისცეს ბიძგი. მმართველი გუნდი უკან დახევას და გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს გააგრძელებს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე პროგნოზირებს, რომ ხელისუფლების უარის ფონზე, არც ოპოზიცია დაიხევს უკან, თუმცა, მიიჩნევს, რომ ოპოზოციის მხრიდან საჭიროა სტრატეგიის შეცვლა იმისათვის, რომ მმართველ გუნდს ამომრჩეველთა უფრო მეტი ხმა წაართვას.
|
ელზა პაპოშვილი 01.12.2019
1500-ზე მეტი მძევლად აყვანილი მოსახლეობა-ახალგორელები შველას ითხოვენ. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ თუ ე.წ. ჩაკეტილი საზღვარი არ გაიხსნა, ამ ზამთარს მოსახლეობა ნელ-ნელა სიცივით და შიმშილით ამოიხოცება. თითქმს მესამე თვეა ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტივის გამო რეგიონი ჰუმანიტარული კატსტროფის ზღვარზეა. ადგილობრივი მოსახლეობა, ფაქტობრივად, იზოლაციაში ცხოვრობს.
| | |
ელზა პაპოშვილი 29.11.2019
მოძრაობა "ლელომ", "შენების მოძრაობამ“ და "ახალმა მემარჯვენეებმა" ახალი პოლიტიკურ პლატფორმა შექმნეს. კონსულტაციებს პოლიტიკური ლიდერები უკვე ადასტურებენ და შესაბამისი განცხადებაც გააკეთეს. მათი მთავარი მიზანია შეცვალონ „ქართული ოცნების" ხელისუფლება, „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების გარეშე.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.11.2019
„მე პარლამეტში ცოტა გვიან მივედი, როდესაც შევდიოდი, არანაირი სირცხვილის კორიდორი არ მინახავს,"- ამის შესახებ „რეზონანსთან" მაჟორიტარ დეპუტატმა და ბიზნესმენმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|